სანამ სახლში დაბრუნდებოდნენ ბიჭები გზად ვახშამზე საუბრობდნენ. გუ ჰაიმ გამოთქვა სურვილი, რომ ლაფშა ეჭამათ, თუმცა ინმა აღნიშნა, რომ 10 დან 9 დღე ისინი სულ ლაფშას ჭამდნენ და უკვე ყელში ჰქონდა ამოსული. გუ ჰაიმ უკან არ დაიხია და აუხსნა, რომ ამჯერად ისინი მისი ხელით მომზადებულს მიირთმევდნენ.
სახლში დაბრუნდნენ თუ არა გუ ჰაი სამზარეულოში შევიდა, ინი კი კომპიუერთან დაჯდა, თუმცა მალევე დაუძახეს. სამზარეულოში შესული ინი დანახული სურათით შოკირებული დარჩა: მაგიდაზე საჭრელი დაფა იდო.... მთელი ოთახი ფქივლში ამოსვრილიყო.... ფქვილიანი იყო გუ ჰაის ტანსაცმელიც, ფეხსაცმელიც, კისერიც, სახეც... გეგონებოდა ვიღაცამ ფქვილით იომაო...
- „მე მინდა, რომ მიყურო, როგორ ვამზადებ საჭმელს"- გაიღიმა გუ ჰაიმ.
ინი ვერ იჯერებდა, რომ გუ ჰაის ასე კარგად გამოსდიოდა ლაფშის მომზადება. ცოტა ხანი დაჰყო იქ, თუმცა შემდეგ კვლავ გამოაგდეს სამზარეულოდან, - „მერე დაგიძახებ, როცა ყველაფერი მზად იქნება".
სამზარეულოდან სასიამოვნო არომატი გამოდიოდა, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ინმა ვეღარ მოითმინა და კარებზე დააკაკუნა - „უკვე შეიძლება?"
გუ ჰაიმ კაკუნის ხმა ვერ გაიგო. ინმა გააღო კარები და დაინახა გაზქურასთან მდგარი გუ ჰაი და მიხვდა, რომ არა ლაფშას, არამედ სხვა რამეს ამზადებდა.
- „რა აკეთებ?"- ინი.
- „გადავიფიქრე. შენ თქვი, რომ სულ ლაფშას ვჭამთ, ასე რომ სხვა რამის მომზადება გადავწყვიტე."
.....
ღამე.
ინს გამოეღვიძა და დაინახა როგორ ეწეოდა სიგარეტს გუ ჰაი. ბევრი ნამწვავები იმაზე მიუთითებდა, რომ გუ ჰაის საერთოდ არ სძირებია.
- „არ გეძინა?" - ინი.
- „არა"
- „მომეცი მეც ერთი ღერი" - ინი.
ბიჭებმა ცოტა ხანს ისაუბრეს მათ პრობლემებსა და საწუხარზე, ილაპარაკეს ინის და დედამისის დამოკიდებულებაზე, შემდეგ გუ ჰაიმ გაიღიმა და ნაზად აკოცა ინის რბილ ტუჩებს. მათი შიშველი სხეულები ერთმანეთს მიეკვრნენ, ინმა ხელები შემოხვია, გუ ჰაიმ კი თავისი თითებით ინის თმებს ეთამაშებოდა.
- „არ ვიცი რა ვთქვა, ხომ იცი ბევრი ლაპარაკი არ მეხერხება" - ამბობს ინი, - „რა გინდა, რისი მოსმენა გინდა ყველაზე მეტად ჩემგან?"
- „მინდა, რომ თქვა - „ქმარო, შენ დიდებული ხარ"" - ამის თქმაზე ინი შეეცადა გუ ჰაისთვის დაერტყა.
ცოტა ხანს ორივე ჩუმად იდგა და ერთმანეთით ტკბებოდნენ, შემდეგ კი ინმა დუმილი დაარღვია:
- „გუ ჰაი, შენ მე გყავარ!"
ინის ასეთი თბილი სიტყვებისგან ემოციებით სავსე გუ ჰაიმ მისი კბენა, კოცნა, მისი მოფერება დაიწყო.
- „ინ, მე მხოლოდ შენ მყავხარ, შენ მთელი ჩემი ბედნიერება ხარ!.... ინ, ნუ მიმატოვებ!" - დაიღრიალა გუ ჰაიმ.
VOUS LISEZ
ჰეროინი [ ტომი I ]
Roman d'amourავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...