153 თავი

165 12 0
                                    

ინი საშუალო ზომის პარკში დიდ და ძალიან მაღალ თეთრ ჭიშკარს მიუახლოვდა, შესვლა დააპირა, თუმცა ორმა დაცვის თანამშრომელმა გზა გადაუღობა.

- „ვინ ხარ, რა გინდა?"- ჰკითხეს ინს.

- „მე ზენ დაჩენს ვეძებ" - უპასუხა ინმა და თან თავისი სტუდენტური ბარათი და პირადობის მოწმობა წარუდგინა მათ.

ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი სახლში შევიდა, მეორე კი ინთან დარჩა და ყურადღებით უყურებდა. მალევე მეორეც დაბრუნდა და ინს შესვლის ნება დართო.

შიგნით შეაბიჯა თუ არა უზარმაზარი აუზი, მშვენიერი ბაღი, გისოსებში გამომწყვდეული ძაღლები და უამრავი საინტერესო რამ დაინახა. აქეთ-იქით ყურებაში გართულმა უცებ შენიშნა, რომ მისკენ ვიღაც მოემართებოდა. კარგად აათვალიერა და იფირქა, რომ ამ ადამიანის გარეგნობაში არაფერი იყო განსაკუთრებული, მის მსგავსს უამრავს შეხვდებოდი ქუჩაში.

- „თქვენ ბატონი იანი ხართ, ასე არ არის?" - თქვა ინმა.

- „დიახ."

- „ბატონო იან, მე რაღაც მაქვს და მინდა დახმარება გთხოვოთ"- ინი.

- „დიახ, ვიცი"

შემდეგ დაახლოებით 1 საათი ინი მოთმინებით იცდიდა, სანამ ზენ დაჩენთან შეხვედრის უფლებას დართავდნენ. შემდეგ კი მასთან ვიღაც მივიდა და აცნობა:

- „მან თქვა, რომ შეგიძლიათ წახვიდეთ, ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ თქვენს სანახავად გამოვა."

მიუხედავად ამისა, ინს არც კი უფიქრია ამ ადგილის დატოვება. მალე გუ ჰაიმაც დარეკა და უთხრა, რომ საჭმელი სახლში შეუკვეთა და დაწვრილებით მოუყვა თუ რომელ კერძებზე გააკეთა არჩევანი. საუბრის დასრულების შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა ინიკვლავ თავის ადგილზე იჯდა.

დიდხნიანი ლოდინის შემდეგ კვლავ იგივე ადამიანი მივიდა ინთან და უთხრა: - „ბატონი იანი წავიდა, შინ არ არის."

- „რამდენი ხნის წინ? დიდი ხანია?"- ინი.

- „სანამ თქვენ ტელეფონზე საუბრობდით."

მიუხედავად იმისა, რომ ყველას ეგონა ამ სიტყვების შემდეგ მაინც დატოვებდა ინი მათ ტერიტორიას, მას არც კი გაუფიქრია მსგავსი რამ და კვლავ გაუნძრევლად იჯდა. უკვე ორი საათი გავიდა, რაც უშედეგოდ იცდიდა, შემდეგ წინ და უკან სიარული დაიწყო ოთახში.

- „ბატონო იან...."

- „ჰაჰაჰაჰაა...... თქვენ, როგორც იქნა მოხვედით!"

ოთახიდან ორი მამაკაცის ხმა ისმოდა, რომლებიც ჭადრაკის თამაშში იყვნენ გართულნი.

ამდენი ხნის ლოდინის გამო, ინი უკვე შიმშილით კვდება ისე უნდა რამის ჭამა. თუმცა პოზიციების არც ამის გამო არ თმობს.

....

გვიანი საღამოა.

- „ბატონო იან, მე....." - ინი.

- „არ წასულხარ?

- „მე თქვენ გელოდებოდით" - ინი.

ნეტა რისი იმედი ჰქონდა ინს, ყველა მცდელობა უშედეგოა, კვლავ დააიგნორეს და თავიანთი საქმეებით დაკავდნენ, თითქოს ის არც არსებობსო. ინს კი მიუხედავად იმისა, რომ საშინლად შია, სცივა, სიგარეტი არ მოუწევია დიდი ხანია... მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ ნებდება.

ამ სიცივეში მხოლოდ გუ ჰაის ზარი ათბობს ინს.


ჰეროინი [ ტომი I  ]Where stories live. Discover now