ბაი ხანი გამუდმებით შედიოდა ინთან ოთახში და მის მდგომარეობას ამოწმებდა. როდესაც ერთ-ერთი ვიზიტისას ოთახიდან გავიდა გუ ჰაიმ ინს საბანი გაუსწორა, კარგად გადააფარა და საგულდაგულოდ შეფუთა ყველა მხრიდან, რათა მისი სხეული თბილად და კომფორტულად ყოფილიყო, თან ხელებით ფეხებზე ეფერებოდა და ასე ცდილობდა მათ გათბობას.
- „მენმა მითხრა, რომ საერთოდ არაფერს ჭამ." - თქვა გუ ჰაიმ და ადგა, რომ ოთახიდან გასულიყო, თუმცა ინმა ხელი წაავლო და უთხრა:
- „არ გინდა, არ წახვიდე... არ მშია, თან ჯერ კიდევ ვერ ვარ კარგად." - ინი.
- „ასე არ გამოვა, აუცილებელია რამე შეჭამო, ყველაზე კარგი თხევადი ფაფა იქნება შენთვის." - გუ ჰაი.
- „არა, არ მინდა ფაფა." – პატარა ბავშვივით ჯიუტობს ინი.
გუ ჰაიმ უმწეო თვალებით შეხედა ინს, შემდეგ შემობრუნდა და ოთახიდან გავიდა. მენი ეზოში სათამაშო ნიჩბებით თამაშობდა, გუ ჰაის დანახვაზე მაშინვე სახე გაუბრწყინდა, ხელში ჩაებღაუჭა და სთხოვა - „გუ ჰაი, დღეს ხომ არ წახვალ? არ წახვიდე გთხოვ!"
გუ ჰაიმ მზრუნველი თვალებით შეხედა ბიჭუნას და თავზე ხელი გადაუსვა. მენს თვალები უბრწყინავდა - „დღეს ჩვენთან დარჩები ღამის გასათევად ხომ?"
- „კი, მე იმავე სახლში დავიძინებ, სადაც ინს სძინავს" - გუ ჰაი.
- „ინს შეუძლია ჩვენთან დაიძინოს" - მენი სიხარულისგან აქეთ იქით დახტოდა.
- „ეიიი..." - გუჰაიმ ხელით დაიჭირა ბიჭი და უთხრა - „მენ, დღეს შენ დედასთან ერთდ დაიძინებ, სამი ადამიანისთვის ეს საწოლი ძალიან ვიწროა."
მენი ცდილობდა ხელებით საშალებით აეხსნა თუ რა პოზაში დაიძნებდა, რომ სამივე დატეულიყვნენ. გუ ჰაი უყურებდა ბიჭს და თან თავს უხერხულად გრძნობდა.
- „ინი ავადაა, მას მზრუნველობა და კარგად დასვენება სჭირდება, ამიტომ ამაღამ მასთან დავწვები." - გუ ჰაი.
BẠN ĐANG ĐỌC
ჰეროინი [ ტომი I ]
Lãng mạnავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...