160 თავი

180 14 24
                                    


საპირფარეშოდან გამოსული იან მენი თავს მშვენივრად გრძნობდა და კმაყოფილი იყო, რომ ასე გამოეწყო დღევანდელი დღისთვის. თვითკმაყოფილებას ისიც მატებდა, რომ ვერავინ იცნო, უფრო მეტიც, ვიღაც კაციც კი შეაშინა ტუალეტში. ის უკვე წასვლას აპირებდა, ქუსლებზე სიარული მისი ფეხებისთვის უკვე აუტანელი იყო.

მაღაზიასთან ახლოს მკვეთრად დაამუხრუჭა მაქანამ, ამ შაბათს გუ ჰაიმ და ინმა, როგორც ყოველთვის მანქანა მოიყვანეს, რათა ტექნიკური შემოწმება ჩაეტარებინათ და გაერეცხათ. ინი მანქანაში დარჩა, გუ ჰაი კი გადავიდა.

ინი უსაქმოდ, მოწყენილი იჯდა მანქანაში და დროის გასაყვანად იფიქრა, რომ მოსაწევად გადავიდოდა. სიგარეტი მოსწია თუ არა კვლავ მანქანაში დაბრუნება განიზრახა, თუმცა მისი ყურადღება უცნაურმა წყვილმა მიიპყრო, რომლებიც უჩვეულოდ ლამაზები იყვნენ, თითქოს სატელევიზიო შოუდან გადმოსულიყვნენ. ინი მათ თვალებს ვერ ხედავდა, თუმცა რაც უფრო უახლოვდებოდნენ მაღაზიას, მით უფრო და უფრო ხვდებოდა, რომ ერთ-ერთი მათგანი მისთვის ძალიან ნაცნობი იყო. ინი ნელ-ნელა მიუახლოვდა, შეათვალიერა და წამოიყვირა:

- „ააჰ... ეს შენ ხარ."

იან მენმა თავი ასწია, შეხედა ინს და გაოცებულმა ჰკითხა: - „ აქ რას აკეთებ?"

ინმა ხელით მაღაზიისკენ მიანიშნა - „გუ ჰაისთან ერთად მოვედი მანქანის გასარეცხად."

იან მენმა თავი ჩაღუნა და ინს მზერა მოაშორე, შეშინებული იდგა ქუსლიან ფეხსაცმეებში გამოწყობილი. მან არ იცოდა რა ეთქვა მისთვის, ამიტომ დუმდა, დღეს დუმილი უკვე ჩვევად ექცა. მისმა თანმხლებმა გოგონამ ბოდიში მოიხადა და ისინი მარტო დატოვა.

- „მენ მენ, დროა სახლში წავიდა, შეხვედრამდე."

- „ეს ვინაა?" - ინმა ჰკითხა იან მენს მას შემდეგ რაც გოგონამ ისინი დატოვა.

- „ჩემი ყოფილი კლასელი... ჯიე" - უპასუხა იან მენმა.

- „დღეს ძალიან ლამაზი ხარ" - გაიღიმა ინმა.

ჰეროინი [ ტომი I  ]Donde viven las historias. Descúbrelo ahora