კოშმარი შობას

193 6 1
                                    

                                                                                      ...part-1...

შობის დღე თენდებოდა,მაგრამ ძილის მუზა ჩემში შემოსვლას არ აპირებდა,ამიტომ წამოვდექი საწოლიდან და ოთახებში ხეტიალი დავიწყე, ხეტიალისას სარდაფიდან ხმა მომესმა,მივედი სარდაფის კართან,მაგრამ კარის გაღების ძლიერმა შიშიმა შემიპყრო,თითქოს თვით გადარჩენის ინსტიქტი ამოქმედდა,კარისკენ წავიღე ხელი და ჩემს ზურგს უკან მშვიდი ნაბიჯების ხმა მესმის,უცებ ადგილზე გავიყინე,და ვგრძნობ ვიღაცის ხელი როგორ ეხება ჩემს მხარს,უფრო და უფრო მატულობს შიშის გრძნობა,მაგრამ გამბედაობას ვიკრებ და ვიხედები ზევით,და აღმოვაჩინე რომ ჩემი უკიდურესი შიში ამაო იყო.

-დედააა!?
-ბარი აქ რას აკეთებ?
-არაფერს, უბრალოდ არ მეძინებოდა და ოთახებში დავხეტიალობდი,მაგრამ სარდაფიდან უცნაური ხმა მომესმა და კარის გაღებას ვაპირებდი,მაგრამ ისეთი საშინელი სიჩუმით მომიახლოვდი რომ შიშისგან გავიყინე.
-კარგი ბარი წამოდი ერთად დავიძინოთ.
გათენდა შობის დღე,ყველა ბედნიერი და მომღიმარი სახით უყურებს ერთმანეთს.მაგრამ მე ინტერესით ვიხრჩობი,თუ რა ხმა იყო წუხელ სარდაფში,ამას გავარკვევ აუცილებლად. ჩუმად მივიპარები სარდაფის კარისკენ,მივუახლოვდი ეს ესაა უნდა გავაღო და ბებიას ხმაა,ბარი ძვირფასო წამოდი საშობაო ინდაური დავჭრათ,აბა ახლა უარს ხომ ვერ ვეტყოდი და წავედი ინდაურის დასაჭრელად.ვჭრი ინდაურს და სარდაფის კარის გაღების სურვილი უფრო და უფრო იზრდება.ჩემს ფიქრებში ისე გავერთე რომ თითქმის ნეკი თითის ამპუტაცია ჩავიტარე.ბარი ძვირფასო ცოტა ყურადღებით მაკრატელთან, ხო ბებია რა თქმა უნდა.
მოსაღამოვდა და საშინელი ელ-ჭექა წამოვიდა ძლიერი წვიმით,და სარდაფიდან ისევ ისმის ის უცნაური ხმა.და ვიფიქრე ახლა მაინც გავაღებ კარს,და მივდივარ ნელი და შეუმჩნეველი ნაბიჯებით და უცებ ისე იქუხა რომ მთელს ტანში ამაზრზენმა ჟრუანტელმა დამიარა. და ისეთი ძლიერი ხმა წამოვიდა სარდაფიდან რომ მთელი წუთის განმავლობაში სმენა შემისუსტდა.და გადავწყვიტე ამ ხმის შესახებ მშობლებისთვის მეკითხა. დავიწყე ბებიათი,
-ბებო სარდაფიდან ის საშინელი ხმა არ მოგესმა ამ წუთას რომ იყო?
-ბარი წამოდი ჩემს ოთახში ამაცილე,და სისულელეებს ნუ მეკითხები,გარეთ საშინლად ქუხს და ალბად რამე მოგესმა,
-კაი ბებო.მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა.
შემდეგ დედ მამას ვკითხე.
-დეე,მაა, სარდაფიდან საშინელი ხმა ვერც თქვენ გაიგეთ?
ოო ბარი გარეთ ქუხს და ალბად მოგესმა.
-ასე ერთ ხმათ მიპასუხე მშობლებმა.
ამ გამოკითხვის დროს დაღამადა, ყველა დასაძინებლად მიდის,მათ შორის მეც.რომ დავრწმუნდი რომ ყველას ეძინა ავდექი,ჩავიცვი, და კიბეებზე ფრთხილად ჩავდივარ,და ის ამაზრზენი ხმა ისევ მომესმა,ავუჩქარე ფეხს,ამასობაში გამბედაობა მოვიკრიბე და გავაღე კარი,ავანთე ფანარი და ჩავდივარ ამ დაწყევლილი სარდაფის კიბეებზე,ვანათებ ფანარს აქეთ-იქით მაგრამ ირგვლივ არაფერია,უსარგებლო ნივთების გარდა,საშინლად აფორიაქებული ვარ იმ შიშზე აღარაფერი რომ ვთქვა რომელიც ჩემშია ამ წამს.ვანათებ ფანარს და მესმის შრაშუნის ხმა რომელიც ჩემს უკან ისმის,ვბრუნდები სწრაფად და ზედ უზარმაზარი თაგვი მახყება,და უცებ იმხელა ვიყვირე მეთვითონ შემეშინდა ჩემი ხმის.როგორც იქნა მოვწესრიგდი და ვაგრძელებ ძებნას სარდაფის კუთხეში ვხედავ რაღაც არსებას,და გონებაში იმდენმა საშინელმა აზრმა გაიარა რომ კინაღამ ჭკუიდან შევიშალე.ვუახლოვდები და ვხედავ, მესმის, თუ როგორი საშინელი ხმით ყვირის და თვალებიდან ანათებს,ეს ისეთ კოშმარს ჰგავს რომ ასე მგონია ვეღარ გავიღვიძებ და სიზმარში დავკარგები.მივუახლოვდი ამ გაურკვეველ არსებას და ვხედავ: ჩემზე ორჯერ დიდ და საშინლად უშნო ქმნილებას რომელიც ასეთ არა ამქვეყნიურ ხმას გამოსცემს. რომ დავინახე რომ ეს არარაობა და არაფრის მთქმელი ქმნილე ასე მიმწარებდა შობას,ბრაზისგან ბეისბოლის ჯოხი შემოვცხე,რომელიც თავდაცვისთვის მქონდა თან.შემოვცხე და მარტივ-მამრავლებად დაიშალა.და ეს უშნო ქმნილება ჩემი ძმის შექმნილი ჩანდა მხოლოდ მას აქვს ასეთი უშნო ქმნილებების შექმნის ნიჭი.
მეორე დღეს ეს აბმავი ჩემს მშობლებს ვუთხარი და იმ უშნო ქმნილების შექმნისთვის და ჩემთვის შობის ჯოჯხეთად ქცევისთვის მან ორთვიანი შიდა პატიმრობა მიიღო.

 
                      ***
გთხოვთ თქვენი აზრები      ნაწარმოების შესახებ გამიზიარეთ კომენტარებით.

კოშმარი შობას👻Where stories live. Discover now