164 თავი

133 12 0
                                    

ღამე... სააბაზანოში, ვანაში ერთად მწოლიარე ორი ახალგაზრდა მამაკაცი სიამოვნებას იღებს თბილი წყლის სხეულზე შეხებით. ინს თავი აქვს მიყრდნობილი ვანის კიდეზე და სიამოვნებისგან ხანდახან ამოიხვნეშავს. დატვირთული დღის შემდეგ არაფერია ცხელ აბაზანაზე სასიამოვნო. სხეულის ყველა ნაწილი დუნდება თბილი წყლის ქვეშ. ინმა ჯერ ერთი ფეხი ასწია, შემდეგ დაუშვა და მეორე ასწია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი კუნთები მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო, ამ მოძრაობების გაკეთება ცოტა მტკივნეული, თუმცა ამავდროულად სასიამოვნო აღმოჩნდა მისთვის.

გუ ჰაი ინის საპირისპირო მხარეს ზის და მის ფეხებს აკვირდება.

- „დღეს ბევრი და დიდხანს ვირბინეთ, როგორაა შენი ფეხები?" - მზრუნველად ჰკითხა გუ ჰაიმ, - „შემიძლია მასაჟი გაგიკეთო" - უთხრა გუ ჰაიმ და დაიწყო ინის ფეხების ნელ-ნელა დაზელა. მასაჟით ნასიამოვნები ინი გაიყუჩა. ვანა საკმაოდ დიდი იყო იმისთვის, რომ ორივე დატეულიყვნენ მასში, გუ ჰაი კი საშინლად ავიწროვებდა ინს და გაუმაძღრად ეხუტებოდა.

მეორე დღეს სასკოლო ოლიმპიადა ელოდებოდათ, ამიტომ ცოტა ხანს კიდევ დატკბნენ ცხელი აბაზანის მიღებით და შემდეგ დასაძინებლად წავიდნენ. გუ ჰაიმ ნაზად აკოცა ინს წილის წინ და ორივემ დაიძინა.

-------------------

სამწუხაროდ, რუსულად, საიდანაც ვთარგმნი, ასეთი პაწაწუნა ნათარგმნი იყო ამ თავის :(  

ჰეროინი [ ტომი I  ]Where stories live. Discover now