მეორე დღე, დილა.
ინი ლოგინში წევს, თუმცა ვერ ხვდება სადაა, საკუთარ ოთახში თუ სადმე სხვაგან, თვალების გახელის გარეშე ცდილობს გაიგოს სად იმყოფება, ვისთან ერთადაა და საერთოდ რა მოხდა გუშინ საღამოს. თავის აწევა სცადა, თუმცა ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო, ყელი გამომშრალი ჰქონდა და საშინლად სწყუროდა, ყველაფერი გასაგებია, როგორც ჩანს გუშინ ზედმეტი მოუვიდა და ნაბახუსევია.
თვალები გაახილა და შეეცადა ლოგინზე წამომჯდარიყო, მისი ტანსაცმელი აქეთ-იქით იყო დაყრილი, ზედ კი ცარიელი ტრუსები ეცვა. თვალები მოჭუტა და თავს ძალა დაატანა გაეხსენებინა წუხანდელი ამბები, რაც არ უნდა ეცადა მაინც ბუნდოვნად ახსოვდა ყველაფერი და მთლიან სურათს ვერ იღდგენდა. ვერ იხსენებდა თვითონ მოვიდა სახლში, ვინმემ მოიყვანა, თუ მამას დაურეკა წამოსაყვანად, გონებაში ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. უცებ, თითქოს რაღაცა გაახსენდაო და შეცბუნებული გამომეტყველება მიიღო, გაახსენდა, რომ გუ ჰაისთან ერთწლიანი ცხროვრების შემდეგ ძილში ბევრი რამის უფლებას აძლევდა საკუთრ თავს ისე, რომ ამაზე არც ფიქრობდა. ახლა კი ტრუსების ამარა, არც კი ახსოვს მარტოს ეძინა თუ არა, წესივრად ვერ იხსენებდა როგორ აღმოჩნდა ლოგინში, როგორ გაიხადა ტანსაცმელი..... თვალები გაუფართოვდა და მთელს სხეულზე ცივმა ოფლმა დაასხა იმის წარმოდგენით, თუ რა შეიძლება ღამე გაეკეთებინა, თუ მარტოს არ ეძინა.
ცდილობდა მის გონებაში არსებული ინფორმაცია ერთმანეთთან დაეკავშირებინა და ზუსტად აღედგინა გუშინდელი ღამის სურათი, გამალებული ეძებდა რაიმე დამამტკიცებელ საბუთს იმის დასადგენად, მარტო იყო ოთახში თუ ვინმესთან ერთად... ბოლოს და ბოლოს დარწმუნდა, რომ ოთახში მარტო იყო და შვებით ამოისუნთქა, თუმცა ამასთანავე გაახსენდა თუ რა შორს იყო გუ ჰაი და საყვარელი ადამიანისგან მონატრეულმა ამოიკვნესა - „გუ ჰაი..."- და პატარა ბავშვივით ატირდა.
როცა დაწყნარდა კვლავ დასაძინებლად დაწვა, როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულა ბოლომდე. გარკვეული დროის შემდეგ მაღვიძარამ დარეკა, საათს დახეთა და მიხვდა, რომ აგვიანდებოდა.
....
გუ ჰაიმ სარკეში ჩაიხედა და საკუთარი სხეული აათვალიერ-ჩაათვალიერა, ერთი შეხედვაც საკმარისი იყო, რომ მიმხვდარიყავი რამდენად გადაღლილიყო, დაახლოებით 2,2 კილოგრამი დაიკლო ამ დრეების განმავლობაში. უყურებდა სარკეში გამოსახულ ჩაშავებულ თვალებს, გათეთრებულ ტუჩებს, ჩაცვენილ ლოყებს, გაუპარსავ სახეს.... ერთი სიტყვით სარკეში არეკლილი გამოსახულება სიყვარულისგან დამწვარი ადამიანის ტიპიური გამოვლინება იყო.
ერთ-ერთ დილას გუ იანმა თქვა - „მიუხედავად იმისა, თუ როგორი დაღლილები ვიქნებით, მაინც უნდა ვიცოცხლოთ. მე ხომ არ გექცევი ცუდად? კარგად იკვებები და ძილითაც ნორმალურად, დღეში 8 საათი გძინავს, მთლიანობაში ცხოვრების კარგი რიტმი გაქვს."
- „ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს მანამ, სანამ არ მომცემ დარეკვის უფლებას" - გუ ჰაი
გუ იანმა მსუბუქად გაიღიმა - „ვის უნდა დაურეკო? შენს უფროს ძმას? არ გაწუხებს ის ფაქტი, როგორ თავისუფლად ლაპარაკობ ამ თემაზე?"
- „არა."- თქვა გუ ჰაიმ და გაეცალა....
ESTÁS LEYENDO
ჰეროინი [ ტომი I ]
Romanceავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...