171 თავი

131 13 5
                                    

გუ იანი მთელი დღის განმავლობაში სამუშაოთი იყო დაკავებული. დატვირთული დღის შემდეგ ოთახში შესულმა მაშინვე გაიხადა კოსტუმი, უდიერად მოიხსნა ჰალსტუხი, ჩამოკიდა ტანსაცმელი საკიდზე და თავისი გადაღლილი სხეული სააბაზანოში შეათრია.

ამ დროს კი გუ ჰაი სამზარეულოში იმყოფებოდა, შეხედა საათს და ნახა, რომ უკვე საღამოს 11 საათი იყო. <<ისე მუხლჩაუხრელად მუშაობდა, როგორც რობოტი, როგორც მებრძოლი ან როგორც სრულებით მარტოსული ადამიანი.>> - გაიფიქრა გუ ჰაიმ გუ იანზე. გადაწყვიტა ვახშმად რამე გემიელის მომზადება, რათა გუ იანს ოჯახური გარემო და სითბო შეეგრძნო. სააბაზონდან გამოსულ გუ იანს საჭმლის სასიამოვნო სუნი ეცა, რაც ძალიან უჩვეულო იყო მისთვის, ამ სუნმა დედობრივი სითბო გაახსენა. საზღვარგარეთ ცხოვრების გამო იშვიათად თუ შეეძლო ნამდვილი ჩინური კერძების დაგემოვება. ხალათში ჩაცმული სამზარეულოში შევიდა, კარების ჩარჩოს მიეყრდნო და გუ ჰაის შეხედა.

- „რას აკეთებ? ნუთუ ასე არ გსიამოვნებს ჩვენი დასავლური საჭმელი, რომ გადაწყვიტე თავად მოგემზადებინა რამე?"- გუ იანი.

გუჰაი არ მოსწყდა თავის საქმეს ისე უპასუხა - „სახლში ყოველთვის მე ვამზადებ, ასე ვთქვათ, მზარეულის მაგივრად."

გუ იანი სკეპტიკურად მოეკიდა გუ ჰაის ნათქვამს. უყურებდა თუ როგორ ეჭირა ხელში დანა და როგორ აკურატულად ჭრიდა ბოსტნეულს, ეს ისეთი უჩვეულო სანახავი იყო მისთვის, რომ ცოტა უხერხულიც კი იყო ამ სურათის ყურება, ამხელა მხარბეჭიანი ბიჭი სამზარეულოში როგორ ფუსფუსებს.. გუ ჰაის დიდი, უხეში ხელები აშკარად არ იყო ამისთვის გათვლილი. გუ იანისთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო, სულ რაღაც ერთი წლის წინ გუ ჰაის არანაირი უნარი არ გააჩნდა კერძების მომზდებაში. მიხვდა, რომ ზედმეტი იყო და მშვიდად გამოვიდა სამზარეულოდან ისე, რომ არაფერი უთქვამს. 20 წუთის შემდეგ სუფრა გაშლილი იყო. მაგიდაზე გაწყობილი იყო გარნირი, ქათმიანი თასი, სუპი ქვაბით, რამდენიმე გამომცხვარი დაპრესილი ღვეზელი ( O_o აზრზე არ ვარ რაა ეს :D ), თეფშებთან კი აკურატულად იდო ჩხირები.

ჰეროინი [ ტომი I  ]Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ