174 თავი

155 12 2
                                    

ფიზკულტურის გაკვეთილის შემდეგ ინმა იუ ცის ხელი გადახვია და ისე გაემართა საკლასო ოთახისაკენ. მას შემდეგ რაც გუ ჰაი საზღვარგარეთ წავიდა ისინი უფრო დამეგობრნდნენ, ასე, რომ ფორუმზე (რა ფორუმია არ წერია ვიცი) განიხილავდნენ, რომ იუ ციმ იან მენი მიატოვა და სხვასთან წავიდა. თემის სახელი იყო „ჩემმა ძმამ (ანუ ყველაზე ახლო მეგობარმა) შეყვარებული წამართვა." (O.o ღმერთმანნი ვერ გავიგე რა შუაშია ეს, მაგრამ მაინც ვთარგმნე :D ).

იუ ციმ საკმაოდ რთული კითხვა დაუსვა ინს - „როდის ბრუნდება გუ ჰაი?"

ინმა თავი სულელად მოაჩვენა - „უკომენტაროდ! ეგ ადამიანი საერთოდ დამავიწყდა."

ამის თქმა და ინის ტელეფონზე გუ ჰაის ზარის შემოსვა ერთი იყო - „ინძაა, დავბრუნდი, აეროპორტში ვარ და ბარგს ველოდები...."

ინი წამში შეიცვალა, მაქსიმალურად ცდილობდა დაემალა ის ფაქტი, რომ გონებაში გუ ჰაიზე ფიქრით აღგზნებას იწყებდა. გამორთო ტელეფონი, შეხედა იუ ცის ისე, რომ არაფერი უთქვამს, შებრუნდა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. 10 წამზე ნაკლებ დროში უკვე სკოლას მოშორდა და ქუჩაში აღმოჩნდა.... იუ ცი ერთ ადგილას ბოძივით გაშეშებული უყურებდა ბა ლო ინის ზურგს, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს უსასრულო მორევში ჩააგდესო.

ამ დროს აუჩქარებლად მიუახლოვდა იან მენი, ბოლოს გავრცელებული ჭორების გამო სურდა გუგლრილად აევლო გვერდი, თუმცა დაინახა რა იუ ცის სახე, იან მენმა ცნობისმოყვარეობა ვერ შეიკავა და ჰკითხა:

- „ეი, იუ ცი, რას აკეთებ?"

იუ ცი გაცეცხლებული ბრაზს გულში იკლავდა, არ იცოდა ვისზე გადმოენთხია და აი, გამოჩნდა იდეალური ვარიანტი იან მენის სახით. ისე ძლიერად შეანჯღრია იან მენი, რომ ლამის ძირს დაანარცხა, თუმცა საწყალმა და შეშინებულმა იან მენმა როგორღაც მოახერხა და თავი შეიკავა. იუ ცი არ დანებდა, მხრებში სწვდა და გიჟივით ნჯღრევა განაგრძო. საწყალი იან მენს რყევისგან თავბრუდაეხვა, გარშემო ყველაფერი ტრიალებდა, მან კი ისიც კი არ იცოდა რით დაიმსახურა ეს.

ჰეროინი [ ტომი I  ]Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin