176 თავი

175 15 1
                                    

დილით ადრე გუ ჰაი რაღაც ხმამ გააღვიძა, ინსტიქტურად ხელი გადაწია თავისი მობილურის მოსაძებნად, თუმცა აღმოჩნდა, რომ ტელეფონი არაფერ შუაში იყო. წამოჯდა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება ნამდვილი დამნაშავის საპოვნელად და იპოვნა კიდეც. აღმოჩნდა, რომ მის აქ არყოფნაში ინს ინტერფეისი* ეყიდია, ძალიან გამოსადეგი ნივთი, რომლითაც შეიძლება ბრძანებები გაიცეს.

გუ ჰაიმ ინი გააღვიძა - „ჭურჭელს გავრეცხავ და წავიდეთ ვისაუზმოთ."

ცოტა ხანში გარეთ გავიდნენ, საჭმელი იყიდეს და საუზმესაც შეუდგნენ.

„ასეთი უცნაური მაღვიძარა იყიდე?" - სასხვათაშორისოდ ჰკითხა გუ ჰაიმ.

ინმა შეხედა და - „კარგ ხასიათზე ვიყავი, ამ ნივთმა კი ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, ამიტომ გადავწყვიტე მეყიდა."

ბოლო სამი კვირის განმავლობაში გუ ჰაი, როგორც იქნა, პირველად შევიდა საკლასო ოთახში, ინი თვალებში უყურებდა და ცდილობდა დაენახა მისი ემოცია, ცდილობდა გაეგო რას გრძნობდა ის ამ მომენტში, მომენტში, როცა ისევ ერთად იყვნენ.

ინი მაშინვე იან მენთან მივიდა და რაღაცაზე დაუწყო ლაპარაკი, ის ინის საუკეთესო მეგობარი იყო ბავშვობიდან და ყოველთვის ყველაფერში უგებდა.
გარკვეული დროის შემდეგ, როცა ინი თავის ადგილს დაუბრუნდა, იან მენმა მობილურ ტელეფონში რაღაცის წერა დაიწყო და სწორედ ამ დროს იუ ციც მიუახლოვდა.

- „რას აკეთებ? - ჰკითხა იუ ციმ.

- „არაფერს. ჩათში ვლაპარაკობ, და შენ რას აკეთებ?" - დაინტერესდა იან მენიც.

- „მე.... მინდოდა ვიღაცისთვის ჩემი გრძნობების შესახებ გამემხილა." - იუ ცი.

- „როდის?" - ჰკითხა იან მენმა.

- „ორი დღის წინ" - უპასუხა იუ ციმ.

- „ორი დღის? და ვისთვის?" - იან მენი.

იუ ცის არ უნდოდა, რომ ვინმეს გაეგო მისი მდგომარეობის შესახებ, თუმცა გრძნობდა, რომ ამ თემაზე საუბარი სჭირდებოდა, ვინმესთვის მაინც უნდა გაემხილა თავისი საიდუმლო, სჯობს სხვებისგან აეტანა ცინიზმი, ვიდრე საკუთარ გულში ჩაეკლა და საკუთარი ჯოჯოხეთი მოეწყო სულში. ამიტომ თქვა:

ჰეროინი [ ტომი I  ]Место, где живут истории. Откройте их для себя