178 თავი

134 13 10
                                    


მოულოდნელად შემოსასვლელი კარები იღება. გუ იანმა დააკაკუნა, თუმცა პასუხი რომ ვერ მიიღო, პირდაპირ შემოვიდა სახლში და ჩხუბის ხმების გაგონებაზე სასტუმრო ოთახში შევიდა. დანახულმა სურათმა მართლაც გააოცა: ორი მამაკაცი ხალიჩაზე გაწოლილიყო, ერთი ზევიდან შემომჯდარი, მეორე კი ქვევით მწოლიარე ერთმანეთს ჩაბღაუჭებოდნენ და გამალებით ჩხუბობენ. ორივეს აწითლებოდა სახე, მძიმედ სუნთქავენ, გეგონება იხრჩობიანო, მათ სიახლოვეს დამტვრეული მაგიდის ნამსხვრევებია მიმოფანტული, ქამარიც იქვე სადღაც გდია, გუ ჰაის ინი ჰყავს მომწყვდეული და ცდილობს მთლიანად ჩახადოს შარვალი, ის კი მთელი ძალით ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას.

ინმა მოძრაობის ხმა გაიგონა, თვალები მოჭუტა და მის წინ მდგარი მაღალი ფიგურა დაინახა, რომელიც მშვიდად, ვითომც არაფერიო დივანზე ჩამოჯდა და თავისი ჩვეული, სახის ცივი გამომეტყველება არც შეეცვალა.

კონფლიქტური ატმოსფერო გუ იანის მოსვლამ ჩიხში შეიყვანა.

- „გააგრძელეთ, გააგრძელეთ! მე ნუ მომაქცევთ ყურადღებას." - ცივად თქვა გუ იანმა, ჟურნალი აიღო, რომელიც ახლომახლო იდო და მისი კითხვა დაიწყო ისე, რომ ბიჭებისკენ აღარც კი გაუხედავს.

გუ ჰაიმ უხეშად შეხედა და თქვა - „შენ დაინახე ეს..."

- „მაგრამ მე არ მჭირდება ეს, ხომ ასეა?" - გუ იანი უყურებდა გუ ჰაის, ცალყბად იღიმოდა და თქვა - „მე თქვენი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ბოლომდე მოსმენაც კი არ შემიძლია და გგონია ამ სცენის ყურება მინდა?"

ინის სახის გამომეტყველება წამში შეიცვალა, ნელ-ნელა დავიდა მის გონებამდე თუ რა თქვა გუ იანმა, გუ ჰაის, რომლის ყურადღებაც გუ იანზე იყო გადართული, შეხედა, მომენტით ისარგებლა, ხელი ჰკრა და გვერდით გადააგდო. სწრაფი მოძრაობით წამოდგა, აკურატულად ჩაიცვა შარვალი და სააბაზანოსკენ წავიდა.

ჰეროინი [ ტომი I  ]Dove le storie prendono vita. Scoprilo ora