182 თავი

127 14 0
                                    

მეორე დღეს, გუ ჰაი პატარა დარბაზში გაიყვანეს ეროტიული შოუს სანახავად. მთელი დარბაზი მადისაღმძვრელი სხეულის ფორმის ქალებით იყო სავსე, დიდი მკერდითა და უკანალით, გამოყვანილი წელით, გრძელი ფეხები... რომლებიც სათითაოდ სცენაზე გამოდიოდნენ. უცნობია სად იშოვა მამამისმა ასეთი მსახიობები, თუმცა ნებისმიერ მათგანს, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეეძლო სილამაზის კონკურსში გამარჯვება. გამოსვლათა უმრავლესობა ძალიან თავისუფალი, მოურიდებელი იყო.

გუ ჰაი ხან ასწევდა თავს მაღლა, ხან ჩაწევდა, თუმცა ორივე შემთხვევაში თვალები დახუჭული ჰქონდა << არ მინდა ყურება, მართლა არ ვარ ხასიათზე>>.

გოგონები ერთმანეთს ცვლიდნენ, იცვლებოდა შოუც, პროვოკაციული მოძრაობები უფრო და უფრო იმატებდა.

გუ ჰაი პირველ რიგში იჯდა და შიგადაშიგ თვალებს ახელდა. მას უკვე ბოლო ხმაზე უნდოდა გადაეხარხარებინა მამამისის მცდელობების შემყურეს: <<შეეძლო ოთახში მოსულიყო და რამდენიმე პორნოს დისკი მოეტანა, უფრო ეფექტური იქნებოდა>>.

სახლში დაბრუნებულმა გუ ჰაიმ ტელეფონზე დარეკა, საბედნიეროდ, მამას ის არ ჩამოურთმევია.

- „ინ..." - რბილი ხმით წარმოსთქვა გუ ჰაიმ.

დიდხნიანი დუმილის შემდეგ, ინმაც უპასუხა - „რას აკეთებ?"

- „სახლში მოვედი" - ხმის გაგონებაზე გუ ჰაიმ მისი სახე წარმოიდგინა იმ მომენტში - „ჩემზე გაბრაზებული ხარ?"

- „მე არ მცივა, არ მცხელა, გაბრაზებული არ ვარ, რას გააკეთებ?" - ინი. - „სვამ იმ აბებს, რომლებსაც გაძლევენ?"

- „როგორ შემიძლია წამლები დავლიო, როცა შენ მანდ ხარ? შენ თავს ცუდად გრძნობ, ესე იგი მეც ცუდად ვარ." - გუ ჰაი.

- „ასე მოკვდები" - ინი.

- „მზად ხარ მომცე სიკვდილის უფლება?" - გუ ჰაი.

ჰეროინი [ ტომი I  ]Where stories live. Discover now