მამა-შვილი გვერდიგვერდ იწვნენ. გუ ჰაის, რომ ჩაეძინა, გუ ვიტო წამოიწია, შუქის ჩაქრობა უნდოდა, თუმცა ერთ ადგილას გაშეშდა, თავის ვაჟს შეხედა, რომელიც გვერდით ეწვა და უცებ მისი კარგად დათვალიერება მოუნდა. თავისი შვილი ჯერ კიდევ ძალიან პატარა ახსოვდა, ახლა კი უკვე ზრდასრულ მამაკაცს ეძინა მის გვერდით.
გუ ვიტომ მამა-შვილურ ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გამოტოვა. არ ახსოვდა როდის თქვა გუ ჰაიმ პირველად „მამა", არ ახსოვდა, როდის გადადგა პირველი ნაბიჯები. არ ახსოვდა მისი პირველი დღე სკოლაში, მან ისიც კი არ იცოდა რა იყო გუ ჰაის საყვარელი საჭმელი ან თამაში.
გუ ვიტოს არასოდეს უგრძნობინებია მისი მხრიდან სიყვარული გუ ჰაისთვის. ყოველთვის ბევრს მუშაობდა, მაშინაც კი, როცა ცოლი გარდაეცვალა. მუდმივად ბრაზობდა, რომ მის ვაჟს მისი არ ესმოდა, თუმცა არასოდეს დაფიქრებულა, რომ თოთხმეტი წლის ბავშვი დედის გარდაცვალების გამო მარტოსული და დარდში ჩაფლული იყო.
ახლა კი, როდესაც დაინახა, რომ მისი 189 სანტიმეტრის სიმაღლის შვილს კარადაში მოკუნტულს ეძინა, გული შეეკუმშა. გუ ვიტო მშვიდად ათვალიერებდა საკუთარ ვაჟს, ჭუჭყი დაინახა მის სახეზე და ფრთხილად, მზრუნველად მოაშორა. შუქი გამორთო და ჩაძინება დაიწყო, ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჩასძინებოდა, როცა გუ ჰაის ხელი იგრძნო, რომელიც მძინარე ჩაეხუტა და არ უშვებდა, როგორც ჩანს ინთან ყოფნის შემდეგ ძილში ახალი ჩვევები გამოიმუშავა გუ ჰაიმ და ვერ მიხვდა ახლა ვის გვერდით იწვა.
შემდეგ დღეს გუ ვიტომ საუზმობისას მცველს ჰკითხა - „რას ფიქრობ გუ ჰაიზე?"
- „თქვენ ჩემს აზრს მეკითხებით?" - მცველი ცოტა დაიბნა
- „აქ კიდევ არის ვინმე?" - გუ ვიტო
მცველმა საჭლის ჩხირები გვერდი გადადო, დამორცხვილმა გაიღიმა და თქვა - „მართალი, რომ გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ ამაზე ასე ძალიან ნერვიულობა ღირდეს. მაგალითად ჩემი ქალიშვილი, თავის შეყვარებულთან დაშორების შემდეგ გეგონებოდათ სიკვდილის პირას არისო, თუმცა ახლა ყველაფერი ძველებურადაა. ამ ისტორიას უკვე ღიმილით ვიხსენებთ და ვხუმრობთ. მისთვის ეს პირველი სიყვარული იყო, ამ ასაკში ხომ ასეთი მნივნელოვანია ეს. თუ თქვენ მათ დააშორებთ, ისინი ამას ისე აღიქვამენ, როგორც სიყვარულს. შესაძლოა მომავალში რომ გაიხსენებენ, გაეცინოთ კიდეც თავიანთ საქციელზე."
YOU ARE READING
ჰეროინი [ ტომი I ]
Romanceავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...