186 თავი

99 14 1
                                    

მომხდარიდან ორი კვირა გავიდა. გუ ვიტომ გადაწყვიტა სახლის უსაფრთხოება შეემოწმებინა და სპეციალურმა ხელსაწყომ საძნებელში რაღაც საეჭვო დააფიქსირა.

- „კიდევ ერთი დონე? გინდა თქვა, რომ ჩემს ოთახში აკრძალული ნივთები ინახება?" - გუ ვიტო.

- „არა, არა... არაა აუცილებელი ეს იარაღი იყოს, თუმცა ხელსაწყომ რაღაც მაინც დააფიქსირა."

- „როგორ? ამ სახლში ამდენი წელია ვცხოვრობ, ავეჯიც კი არ გამომიცვლია." - გაოცდა გუ ვიტო.

ჯარისკაცმა დარცხვენით გაიღიმა - „იმედია, გესმით, რომ ჩვენ მიზეზი უნდა ვიპოვოთ."

- „რა თქმა უნდა, შეამოწმეთ." - გუ ვიტო.

ჯარისკაცები მოწყობილობით ხელში მთელს სახლს ათვალიერებდნენ. როცა საძინებელ ოთახში შევიდნენ და ხალიჩაზე გაიარეს მოწყობილობამ სიგნალის ხმამაღალი ხმები გამოსცა. ჯარისკაცებს გაუკვირდათ, თავდაპირველად იფიქრეს, რომ ეს ახალი ხალიჩის ბრალი იყო, ოთახის იმ ნაწილში გავიდნენ სადაც ხალიჩა არ იყო და სიგნალიც ჩაწყნარდა, შემდეგ ისევ ხალიჩას დაუბრუნდნენ და სიგნალის ხმა გაძლიერდა.

ყურადღებით ათვალიერებდნენ ხალიჩას, როდესაც ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ფეხქვეშ რაღაცის გამოძრავება იგრძნო, ხალიჩა ასწიეს და უზარმაზარი ხვრელი აღმოაჩინეს - ეს მიწისქვეშა გვირაბი იყო! სამხედროებს ოფლმა დაასხათ ამის დანახვაზე.

- „ამდენი ხანია აქ ვცხოვრობ და არც კი ვიცოდი, რომ მიწისქვეშა გვირაბი იყო ამ ოთახში." - გაოგნებული იყო გუ ვიტოც.

- „იქნებ ეს ახალი გათხრილია? მაგალითად ერთი წლის?"

მიწის შეხების შემდეგ მიხვდნენ, რომ გვირაბი სულ ახალი გათხრილი იყო, შესაძლოა რამდენიმე დღისაც კი.

- „როგორ? მე სულ რამდენიმე დღე არ ვიყავი სახლში, აქ კი სხვა არავინ არ იყო, ვინ შეძლებდა ამის გაკეთებას?" - გუ ვიტო.

ჰეროინი [ ტომი I  ]Where stories live. Discover now