ერთ გოგოს მეგობარი ბიჭი ჰყავდა, რომელთან ერთადაც გაიზარდა. მისთვის ის ერთადერთი იყო... ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი... მაგრამ ბიჭისთვის ის მხოლოდ ერთ-ერთი მეგობარი გოგონა იყო, მეტი არაფერი....
-გოგო: ჰეი, არ გინდა კინოში წავიდეთ?
-ბიჭი: არ შემიძლია.
-გოგო: რატო?სასწავლი გაქვს თუ რა?
-ბიჭი: ჰმმ... არა...
-გოგო: აბა რა საქმე გაქვს?
-ბიჭი: შეხვედრა მაქვს... მეგობართან.
ის ყოველთვის ესე იქცეოდა... გოგოებს მის თვალწინ ხვდებოდა თითქოს არაფერიაო. მისთვის ხომ ის 1 უბრალო გოგო იყო... სიტყვა ''მიყვარხარ'' არასდროს გაუგონია მისგან რაც გაიცნო. არასდროს არაფერს ამბობდა... ასე განვლო 100-მა დღემ... 200-მა... ყოველდღე სანამ გოგო დაემშვიდობებოდა, დამშვიდობების დროს ყოველთვის 1 თოჯინას მისცემდა ხოლმე, ეს იყო და ეს... ყოველდღე... ჩავარდნის გარეშე... თუმცა გოგომ არ იცოდა რატომ. შემდეგ ერთ დღესაც...
-გოგო: ჰმმ...ჯეკ?
-ბიჭი: რა? ნუ უვლი გვერდიდან, უბრალოდ მითხარი!
-გოგო: ''მე შენ მიყვარხარ''
-ბიჭი: ჰმმ... შენ... რა?.. .უბრალოდ აიღე ეს თოჯინა და სახლში წადი.
აი როგორ აიგნორებდა ის მის ''სამ სიტყვას'' და დაემშვიდობებოდა და წავიდოდა ხოლმე.
თოჯინებმა რომლებსაც ქეითი ჯეკისგან ღებულობდა ყოველდღიურად, მთელი ოთახი გაავსო, ძალიან ბევრი დაუგროვდა, თუმცა მათ გულმოდგინედ ინახავდა.
ერთ დღესაც მისი დაბადების დღე იყო, ქეითი 15-ის ხდებოდა. დილით ადრე ადგა, სურათიც კი დახატა და წარმოდიგინა თუ როგორ აღნიშნავდნენ დაბადების დღეს ერთად. თავის ოთახში გამოიკეტა და მის ზარს ელოდებოდა. მაგრამ საუზმე გავიდა, სადილიც... და მალე დაღამდა კიდეც. ის არა და არ რეკავდა... მოწყინდა ტელეფონზე ყურება და ლოდინი და დაიძინა გულნატკენმა. დაახლოებით ღამის 2 საათი იქნებოდა როდესაც მისმა ზარმა გააღვიძა და სთხოვა სახლის წინ გასულიყო სადაც ის უცდიდა. გოგოს მთელმა ბრაზმა გადაუარა, ძალიან გაუხარდა და აღელვებული გარეთ გაექანა
-გოგო: ჯეკ
-ბიჭი: აი, გამომართვი...
და მან კვლავ თოჯინა გაუწოდა.
-გოგო: ეს რა არის?
-ბიჭი: თოჯინა...მე ხომ ის გუშინ შენთვის არ მომიცია, ხოდა ეხლა გაძლევ. უნდა წავიდე, ღამე მშვიდობის.
-გოგო :ჯეკ, მოიცადე !იცი დღეს რა დღეა?!
-ბიჭი: დღეს?რა ხდება დღეს?
გოგონას გული მოუკვდა. ეგონა მისი დაბადების დღე მაინც ემახსოვრებოდა და 1-2 ტკბილ სიტვას მაინც ეტყოდა... ის კი შეტრიალდა და გზა განაგრძო, თითქოს არც არაფერი მომხდარა. გოგონამ ვერ მოითმინდა და სანამ შორს წავიდოდა დაუყვირა:
-გოგო: მოიცა!
-ბიჭი: რაღაც გაქვს სათქმელი?
-გოგო: მითხარი... მითხარი რომ გიყვარვარ!
-ბიჭი: რა... თქვი?
-გოგო: მითხარი... გთხოვ... მხოლოდ 3 სიტყვა...
-ბიჭი: არ მინდა... ვინმეს ესე ადვილად ვუთხრა რომ მიყვარს... თუ ესე ძალიან გინდა ამის გაგონება წადი და სხვა ვინმე მოძებნე!
სულ ეს იყო რაც მან თქვა და გაიქცა.გოგონას ფეხები მოეკეცა და ძირს დაეცა... ''არ უნდოდა ესე ადვილად ეთქვა''...როგორ შეეძლო... მან იგრძნო რომ ის მისი შესაფერისი არ იყო... ამ დღის შემდეგ ის ჩაიკეტა და სულ უფრო და უფრო დეპრესიული ხდებოდა... არც სკოლაში აღარ დადიოდა... მის ზარს ამაოდ ელოდებოდა ხოლმე... არც არასდროს დაურეკავს... დილაობით მხოლოდ ის საშინელი თოჯინები ხვდებოდა კარებთან რომლებიც უკვე მოსაბეზრებელი იყო... მთელი ოთახი მისი ნაჩუქარი თოჯინებით იყო გამოტენილი.
YOU ARE READING
მოთხრობა სიყვარულზე
Short Storyპატარაა მოთხრობა და მხოლოდ 2 თავი იქნება იმედია მოგეწონებათ