გუ იანი, პირველ დღეს თავისთვის ლოცულობდა, რომ გუ ვიტოს ცოტა გვიან აღმოეჩინა, გუ ჰაის დრო რომ ჰქონოდა გასაქცევად. მეორე დღის ბოლოს, გვირაბში არსებული პირობების გამო, უკვე ხელ-ფეხი გაეყინა, თუმცა მაინც არ ტყდებოდა და კვლავ იმოდევნებდა, რომ ბიძამისი ჯერ ვერ იპოვნიდა.
მესამე დღეს კი უკვე ბრაზი შემოაწვა <<გუ ვიტო, გუ ჰაი - შენი შვილია შენმა შვილმა ამ საშინელ გვიარბში უკვე 8 დღე გაატარა! ღმერთო ჩემო, მთელი 8 დღე, არ უჭამია, არ დაულევია, ასეთ პირობებში უკვე „სუპერმენიც" კი მოკვდებოდა!>> აღშფოთებული თავისთვის ფიქრობდა გუ იანი, ხელი სტაცა წყლის ბოთლს და აღმოაჩინა, რომ ცარიელი იყო.
სიცივისგან მოძრაობა აღარ შეეძლო, არც სასმელი ჰქონდა არც საკვები... ყოველ წუთს, უფრო და უფრო აფასებდა გუ ჰაის, იმას თუ, როგორ გაძლო 5 დღე ასეთ პირობებში და ამის მიუხედავად მოძრაობის უნარი არ დაკარგა. ფიქრობდა, რომ გუ ჰაის ძალას ძლიერი სტიმული აძლევდა, მას უღირდა ამ ყველაფრის ატანა, უღირდა, რადგან მიზანი ჰქონდა, რომლის მისაღწევადაც უკან არაფერზე დაიხევდა, ამ მიზანს კი ბა ლო ინთან ერთად ყოფნა ერქვა. გუ იანი უცებ ჩაფიქრდა, ნეტა მასაც თუ აქვს ასეთი სტიმული?
<< კიდევ ერთი საათი, გუ ვიტო, კიდევ ერთ საათს გაძლევ, თუ არ მოხვალ ჩემს გადასარჩენად, მაშინ..... მაშინ მეთვითონ ამოვალ აქედან!>> ფიქრობდა გუ იანი.
ოთახში მდგარ, გუ ჰაისთვის მიჩენილ მცველს სახეზე ნაცრისფერი ფერი ედო, გონებაში თავის თავს ებრძოდა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გატყდა. მეტის ატანა აღარ შეეძლო, ადამიანის სიცოცხლე ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია, აღარ შეეძლო უბრალოდ თვალი ედევნებინა, თუ როგორ კვდებოდა ბავშვი თავისივე სახლში, ამიტომ გენერლის ბრძანებას შეეწინააღმდეგა, ხალიჩა ასწია და გვირაბში ჩავიდა.
სინამდვილეში, ერთი საათის წინ გუ იანს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა თავად ამოსულიყო გვირაბიდან, თუმცა ხელები, რომლებიც თავადვე შეიკრა თოკით ისე გაყინვოდა და გაშეშებოდა, რომ თავის განთავისუფლებაც კი ვერ შეძლო. მცველის გვირაბში ჩამოსვლის ხმის გაგონებაზე სპეციალურად კიდევ უფრო ღრმად ჩაძვრა <<დაე, ცოტა იწვალოს ჩემს ძებნაში>> ფიქრობდა და თან ამ ხოხვა-ხოხვაში გვირაბის მეორე გამოსასვლელს მიადგა. <<გუ ჰაი, მე შენს გამო საკუთარი სიცოცხლით ვრისკავ!!! ნუთუ, არ შეგეძლო გეთქვა, რომ აქ კიდევ ერთი გასასვლელი იყო?! რომ გეთქვა.... შენი დედაც, უკვე ამოსული ვიქნებოდი აქედან!!!>> გაცეცხლებული გუ ჰაის ლანძრვით ვერ ჩერდებოდა.
ESTÁS LEYENDO
ჰეროინი [ ტომი I ]
Romanceავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...