გუ ჰაი წამოდგა, გახედა უსასრულო წყალს, რომელიც დიდებულად გამოიყურებოდა და ხმამაღლა დაიყვირა:
- „მე მქვია გუ ჰაი, 18 წლის ბიჭი ვარ პეკინიდან. ბიჭი, რომელიც გვერდით მიზის არის ადამიანი, რომელიც მიყვარს, მიუხედავად მრავალრიცხოვანი წინააღმდეგობებისა და მარცხისა, ჩვენ არ ვნებდებით და წინსვლას ვაგრძელებს!"
ინი ხელის თითებით სილაში თამაშობდა და თან გუ ჰაის უყურებდა.
- „შენ არაფრის თქმა არ გინდა?" - ჰკითხა გუ ჰაიმ.
- „და, რა უნდა ვთქვა?" - ირონიულად უპასუხა ინმა.
ინმა ყურადღებით ახედა გუ ჰაის, ფეხზე წამოდგა და მანაც ხმამაღლა დაიყვირა:
- „მე მქვია ბა ლო ინი, 18 წლის ბიჭი ვარ, ვცხოვრობ პეკინში, უბან სიჩენში*. ვარ საშუალო სკოლის მესამე კურსის მოსწავლე პეკინის სკოლაში, კლასის ნომერი 27, ერთი ღარიბი და მარტოსული ბიჭი. ახლა ამ ადგილას ჩემს საყვარელ ქმართან ერთად ვარ. მას შემდეგ რაც, როგორც არანორმალური სტალკერი ყველგან კუდში დამყვებოდა, შევიცოდე ეს ფსიქიკურად არაჯანმრთელი და სიბრალულის გამო გადავწყვიტე მისი მეუღლე გავმხდარიყავი. სამწუხაროდ, მესმის, რომ ჩვენი ქორწინება ამჟამად შეუძლებელია, თუმცა ჩემი დამოკიდებულება და გრძნობები ჩემი ქმრის მიმართ სრულიად გულწრფელია, მე მას არასოდეს ვუღალატებ!"
ინის შემხედვარეს გემრიელად გაეცინა გუ ჰაის, ეს სიტყვაძუნწი ბიჭი ხანდახან უმოწყალო ხდებოდა. ინი კი ყვირილს განაგრძობდა:
- „გუ ვიტო, თქვენ არ იღებთ ჩვენს ურთიერთობას, ცდილობთ გვაკონტროლოთ, მაგრამ მე და გუ ჰაის ვერ დაგვაშორებთ, ერთად ყოფნით ყველაფერს გავუმკლავდებით."
გუ ჰაი ჩუმად ელოდებოდა, სანამ ინი დაასრულებდა სიტყვას....
- „გუ ვიტო.... მე მიყვარს თქვენი შვილი, მე მიყვარს გუ ჰაი..."
YOU ARE READING
ჰეროინი [ ტომი I ]
Romanceავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...