196 თავი

107 11 8
                                    

სანამ გოგონა მანქანას მართავდა, გუ ჰაი ყურადღებით უყურებდა გზას, მანქანაში თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.

- „ამ შუქნიშნის შემდეგ მარცხნივ უნდა შევუხვიოთ." - თქვა გუ ჰაიმ, - „იძულებული ვიყავი ვიღაცებს გავქცეოდი, თქვენ ძალიან დროულად გამოჩნდით ჩემს დასახმარებლად." - ცალყბად გაიღიმა გუ ჰაიმ.

- „ვხედა." - რბილად უპასუხა გოგონამ.

- „არ გეშინიათ?" - ჰკითხა გუ ჰაიმ.

- „მაშინვე მივხვდი, რომ გასაჭირში იყავით და ვიღაც მოგდევდათ." - გოგონა.

გუ ჰაიმ გაიფიქრა თუ, როგორი ახალგაზრდა და ლამაზი გოგონა იყო და თან მშვენივრად ატარებდა მანქანას. ფიქრობდა, როგორ გაუმართლა იქვე რომ აღმოჩნდა.

- „არ გეშინია, რომ რამეს დაგიშავებ?" - კიდევ ჰკითხა გუ ჰაიმ.

გოგონამ ფართოდ გაიღიმა და ლოყებზე ჩაღრმავებები გამოუჩნდა - „შენ, ეგეთი ადამიანი არ ხარ."

- „არ შეგიძლია ეს დანამდვილებით იცოდე" - გუ ჰაი.

- „უბრალოდ, ქალური ინტუიცია" - გაუღიმა გოგონამ.

გუ ჰაი აღარ ლაპარაკობდა, უბრალოდ გზას უყურებდა. გზად ბენზინგასამართ სადგურზე შეიარეს.

- „პეკინიდან ხართ?" - გუ ჰაი.

- „ჰმ!" - გოგონა.

- „ძალიან ნაცნობი აქცენტი გაქვთ, აქ ნათესავების მოსანახულებლად ჩამოხვედით?" - გუ ჰაი.

- „ჩემი მშობლები ცინდაოში ცხოვრობენ, მე კი პეკინში ვცხოვრობ. ორი წელია რაც აქ არ ვყოფილვარ... შენ კი, ლამაზი ხარ." - გოგონა.

- „უნდა ვთქვა, რომ მიუხედავად ჩემი ახალგაზრდობისა, უკვე შევხვდი ჩემს მეორე ნახევარს." - გაუღიმა გუ ჰაიმ.

ლამაზმანი ძალიან გააოცა ამ სიტყვებმა - „უკვე გყავს შეყვარებული?"

- „ხო, ძალიან ადრე შევხვდი ჩემს ბედს." - გუ ჰაი.

- „...." - ლამაზმანი გაჩუმდა.

ჰეროინი [ ტომი I  ]Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz