197 თავი

115 11 1
                                    

იმ დღის შემდეგ გუ ჰაიმ და ინმა ტელეფონის ნომრები შეიცვალეს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში რეკავდნენ სადმე. მთელი კვირით არსად გადიოდნენ, თუ აუცილებლობა არ მოითხოვდა და თუ გადიოდნენ, ისიც გუ ჰაისა და გუ იანის მიერ ძალიან კარგად იგეგმებოდა.

ბიჭები გუ იანთან სასტუმროს ნომერის აივანზე იდგნენ და საუბრობდნენ:

- „თმები გაქვთ შესაჭრელი" - თქვა გუ იანმა და გუ ჰაის თმებს შეეხო, - „მოუხერხებელია ამხელა თმებში."

- „არამგონია ასეთი საჭირო იყოს ეს." - თქვა გუ ჰაიმ.

- „მე ინზე ვამბობდი." - გულგრილად დააზუსტა გუ იანმა.

ინი სადღაც იყო ფიქრებით წასული და მათ საუბარს ყურადღებას არ აქცევდა.

- „არც ესეა ცუდი, კარგი და ლამაზი თმებია, მაგრამ ცოტათი მოკლედ შეჭრა არ აწყენდა." - გუ იანი გუ ჰაის უყურებდა და ისე საუბრობდა ინის თმებზე.

ინი კედელს მიეყრდნო და ჩუმად მიაშტერდა ერთ ადგილს, არანაირად არ რეაგირებდა მისკენ მიმართულ სიტყვებზე.

გუ იანმა გუ ჰაის შეხედა - „მზად ხარ გზა გააგრძელო?"

გუ ჰაი ცოტა ხანს ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა - „ტიბეტზე ვფიქრობ, რაც უფრო შორს იქნება მით უკეთესი."

- „რატომ?" - დაინტერესდა გუ იანი.

- „პეკინისგან განსხვავებით ბევრად კარგი ადგილია, ზამთარი ისეთი ცივი და სუსხიანი არაა, როგორც იქ." - გუ ჰაი.

- „ახალ წელს იქ შეხვდებით?" - მშვიდად იკითხა გუ იანმა.

გუ ჰაიმ მხარზე დაადო ხელი ინს და მხიარულად თქვა - „ჰო, გვინდა, რომ ახალ წელს იქ შევხვდეთ, შარშან, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ."

- „შარშან რამ შეგიშალათ ხელი?" - დაინტერესდა გუ იანი.

გუ ჰაიმ და ინმა ერთმანეთს გადახედეს და გაიფიქრეს, რომ შარშან ძალიან ბევრი ტკივილი განიცადეს. გუ იანმა შეხედა მათ და მეტი კითხვა აღარ დაუსვამს. კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს, შემდეგ კი გუ ჰაიმ მოულოდნელად თქვა:

ჰეროინი [ ტომი I  ]Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang