რამდენიმე წუთში ოთახში დაბრუნდა გუ ჰაი, რომელსაც ნასვამი ინი გაოცებული სახით მიშტერებოდა. მას ეგონა, რომ გუ ჰაი ვიბრატორს ან რამე აღმაგზნებელ პრეპარატს მოიტანდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ტონა ტანსაცმელში გამოწყობილი გამოვიდოდა. კარგი! გამჭვირვალე, ან აჭრილი, რომ ყოფილიყო კიდევ ხო, მაგრამ, სულ დახურული სამოსი? ამის დედაც! გუ ჰაი თავიდან ბოლომდე შეფუთული იყო, სხეულის არცერთი ადგილი არ უჩანდა!
ინის წინ ტანსაცმელი შეიფერთხა და მტვერი დააყენა, შემდეგ ცერემონიულად გადასცა სამოციანი წლების დროინდელი სამხედრო ქურთუკი, რომელსაც ჯერ კიდევ ასდიოდა სოფლის ძლიერი სუნი.
ინი ნასვამი იყო, თუმცა მისი IQ არ იმ დონეზე დაცემულა, რომ ამით გაესულელებინათ. გამალებით სწვდა გუ ჰაის ყურებში და ცდილობდა თავისი აღშფოთება ასე გამოეხატა.
- „შენ ნორმალური ხარ? სექს-სათამაშოდ ეს ჯვალო ქურთუკი და სამხედრო ფორმა აიღე?" - ინი.
გუ ჰაიმ მალე გაინთავისუფლა ყურები, - „ეს როლური თამაშისთვისაა."
- „როლური თამაში?" - ინმა მკაცრად გადახედა, - „და, როგორია ეს თამაში?"
- „მეე...", - თავის თავზე მიუთითა ხელით გუ ჰაიმ, - „ვთამაშობ სოფლის მამასახლისს!"
- „შენ!" - გუ ჰაიმ პაუზა გააკეთა, ინი კი სერიოზული სახით ელოდა. – „თამაშობ საწყალი გლეხი კაცის მორჩილი ცოლის როლს!"
ინმა კვლავ გასწია ხელები გუ ჰაისკენ, თუმცა მან მოასწრო და სწრაფად დაიფარა ყურები.
- „რაზე დაყრდნობით გადაწყვიტე, რომ მე მორჩილი ცოლის როლი უნდა ვითამაშო? რატომ შენ არ თამაშობ მაგას?" - ინი.
- „ნუ ყვირიხარ, ტცც!" - გუ ჰაიმ თითი მაღლა ასწია და უცნაური სახის გამომეტყველებით თქვა - : „რამ და, ეს ქურთუკი ზედმეტად პატარაა, ჩემი მხრები კი ძალიან განიერია, ვერ ჩავეტეოდი."
ESTÁS LEYENDO
ჰეროინი [ ტომი I ]
Romanceავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...