თავი 2

310 43 8
                                    


-რაში უნდა დაგეხმარო?-უცნაურად იკითხა ჯინმა, თითქოს შეეშინდა კიდეც გუკის თხოვნის. უმცროსმა ნერვიულად გაიცინა, მერე კი ჰაერს ხარბად დაეწაფა და ლაპარაკი დაიწყო.
-უნდა დამეხმარო ერთ ადამიანზე რაღაცების გაგებაში. მისი მეილის და სხვა სოციალური ქსელების გატეხვა მჭირდება...
-ჯანქუქ, ეს კანონითაა აკრძალული,-ჯინმა მისი დაიგნორება სცადა, ისე, როგორც ამას უმცროსი აკეთებდა.
-სწორედ ამიტომ მოგმართე შენ,-ბიჭმა კიდევ ერთხელ გაუღიმა. ყველაფერს გააკეთებდა, რომ თეჰიონზე გაეგო. უყვარდა და გაიგებდა, თუნდაც ჯინი არ დახმარებოდა...
რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ ჯინმა ჯანქუქს უცნაურად შეხედა.
-დავფიქრდები,-თქვა და ფეხზე ადგა,-იმედია იცი, რომ უკანონო ქმედებას მაიძულებ, გუკ.
-არ გაიძულებ. გთხოვ. როგორც ძმა ძმას...
ჯინმა ჩაიცინა, თავი დაუქნია.
-როგორც ძმა ძმას,-მისი ნათქვამი ჩვეული, მშვიდი ხმით გაიმეორა და 'მეგობარს' მოშორდა.

ჯინმა ადგილი შეიცვალა. და ასე მხოლოდ ჯანქუქისგან შორს ყოფნისთვის მოიქცა. მერე რა, რომ წლებია იცნობს... უყვარს გუკი, თუმცა ამ ხნის ურთიერთობის შემდეგ კარგად იცის, რომ მათი ახლოს ყოფნა კარგს არაფერს გამოიწვევს...

კლასი ახმაურდა. ეს კი ნიშნავს, რომ ბიჭები უკვე აქ არიან. როგორც ყოველთვის, ახლაც ერთად განიხილავენ კომპიუტერულ თამაშებს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ახალ ამბებს... თუმცა ერთი განსხვავებით-ჯანქუქი მათ არ უერთდება.
-ჯანქუქ-ი!-ჰოსაკს ეს არ გამორჩენია. სახელის გაგონებაზე უმცროსმა მას შეხედა.
-რა გჭირს?-მიუახლოვდა და ჩუმად კითხა. მან კი თავი გააქნია-არაფერიო. თუმცა ჯერ კიდევ იმ გოგოზე ფიქრობდა, ვინც ასე მიიზიდა თეჰიონი.

-კარგი რა, გუკი,-ჰოსაკმა ირონიულად ჩაიცინა,-უბრალოდ, პირდაპირ უთხარი,-ხელი მსუბუქად დაადო მხარზე.
-არ გამოვა, ძმაო, არა,-ამოიხვნეშა ბიჭმა და მხოლოდ მაშინ მიხდა, რომ კლასში ამაზე არ უნდა ელაპარაკათ, როცა ნაცნობი, პოზიტივით სავსე ხმა გაიგო.
-ვის რა უნდა უთხრა, ჯანქუქ?-ჩვეული ღიმილით იკითხა და მათ წინ დადგა. ჰოსაკს ხელის ოდნავ კვრით ანიშნა გაწეულიყო, მერე კი გუკის გვერდით დაჯდა. წითურმა მეგობარს წარბები აუწია, შორიდან ანიშნა, „ხომ გეუბნებოდი, ყველაფერი ასე ცუდად არააო“ და ოდნავ მოშორებით დადგა მათგან.
-ჩემ მეგობარს უნდა ვუთხრა რომ მიყვარს,-ჯანქუქმა ამოიხვნეშა და მხოლოდ ჰოსაკის მზერის დანახვისას მიხვდა რა თქვა.
-მაგარია!-თეჰიონმა გახარებულმა შესძახა, თუმცა ალბათ მხოლოდ ჯანქუქი შეამჩნევდა რაღაც უცნაურს მის მზერაში,-ვინ დაიმსახურა შენი ყურადღება?-გაბრწყინებული თვალები მიანათა მეგობარს. გუკიმ სცადა არაფერი შეტყობოდა, გაიგებო, მხოლოდ ეს უთხრა, მერე კი გაკვეთილის დაწყებისთვის მოემზადნენ.

The Door Of The Paradise (Completed)Donde viven las historias. Descúbrelo ahora