მგონი მომწონხარ

132 18 5
                                    

ოფისში დაბრუნების შემდეგ, სია ჰუეიმ და ჩჟან ტიანმა შეამჩნიეს, რომ სამუშაო მაგიდა სავსე იყო დესერტებით და სასმელებით. შემდეგ მათ ყურადღება გადაიტანეს სია იაოზე, რომელსაც ტყავის მუხლამდე ფეხსაცმელი ეცვა, ის ბედნიერი ჩანდა.

- ვაუ, ეს რას ნიშნავს?- სია ჰუეიმ სწრაფად გადაინაცვლა საჭმლისკენ.

- ეს თქვენთვის ვიყიდე,- უპასუხა სია იაომ.

- რა რიცხვია დღეს?- ღიმილით იკითხა ჩჟან ტიანმა, რომელიც ასეთი უეცარი საჩუქრით გახარებული იყო.

- არანაირი მნიშვნელოვანი მიზეზი არ არის, უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ.

სია ჰუეის უნდოდა კვახის კაკლის შეკვრა გაეხსნა, მაგრამ ზედმეტი ძალა გამოიყენა და შედეგად ყველაფერი ძირს დაიპნა. სია ჰუეი აპირებდა დახრას, რათა კაკალი აეკრიფა, მაგრამ უეცრად სია იაომ ის შეაჩერა.

- არ გინდა, მე დავგვი.

ამის გაგონებაზე, სია ჰუეიმ და ჩჟან ტიანმა ერთმანეთს გადახედეს, განა ასეთი რა მოხდა, რომ ახალგაზრდა ბატონმა სიამ თვითონ გამოიჩინა ინიციატივა და მუშაობა დაიწყო? სინამდვილეში წუხილი და ბედნიერება მჭიდრო კავშირში არიან, სია იაოს რომ არ გაეცნო იუან ჟუ, მისი დღეები მონოტონურად ჩაივლიდნენ და არაფერი საინტერესო არ მოხდებოდა, შესაბამისად შეუძლებელი იქნებოდა თავის ბედნიერად გრნობა. საბოლოო ჯამში, ყველა სირთულის და წყენის შემდეგ, რომლის გადატანაც მას მოუხდა ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ამ ორი ადამიანის თავიდან მოშორებით მან შეუდარებელი განცხრომა განიცადა, თითქოს მას გაუმართლა და რაღაც ძალიან ძვირფასის იაფად ყიდვა შეძლო. საღამოს, სამსახურის შემდეგ, სია იაო კარგ ხასიათზე იყო, ის თავს მსუბუქად და თავისუფლად გრძნობდა, კოლეგების მხრებზე ჩამოკიდებული ლაპარაკობდა და იცინოდა, და ასე მიემართებოდნენ ისინი გასასვლელისკენ.

- სია იაო, ბოლოს და ბოლოს რა მოხდა, არ გინდა ძმებს მოუყვე?

სია იაომ, მოჩვენებით, იდუმალი სახე მიიღო და ძლიერად მოკუმა ტუჩები, რომ არ გაეცინა, მისი სახის ნაკვთები შეუდარებელნი იყვნენ, ისეთი ცოცხალი და გამომხატველი.

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიOnde histórias criam vida. Descubra agora