ეს რა ლოგიკაა?

107 15 3
                                    

იმ ღამით სია იაოს თითქმის არ უძინია, ის ბორგავდა ერთი მხრიდან მეორეზე, დღისით მომხდარს იაზრებდა და რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო ცუდად ხდებოდა. "როგორ შეიძლებოდა ასეთ მაგარ მამაკაცს მე მოვწონებოდი? ის რომ ნაზი, ან ქალური მაინც იყოს, ეს ბევრად მარტივი იქნებოდა, ერთ-ორ უხეშ სიტყვას ვეტყოდი და ტრაკში წიხლს ამოვკრავდი. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ეს მამაკაცი მარტივად თავიდან მოსაცილებელი არ არის, მისი დამარცხება რთულია და როდესაც მის იდეალურ ქცევებს აკვირდები, განა რამის გაკეთება შეიძლება." მთელი ეს სიტუაცია აწუხებდა სია იაოს, ეს სიყვარულის ახსნა პოლიციის განყოფილების წინ, რასაც ის არანაირად არ ელოდა, მის გამო სია იაოს აზრები აერია.

წესით უქმეებზე სია იაო კარგად იძინებდა და შემდეგ დიდხანს კოტრიალებდა საწოლში, მაგრამ დღეს თვალიც ვერ მოხუჭა. ის დიდხანს ათვალიერებდა ტელეფონში არსებულ კონტაქტებს, და ბოლოც პენცზეს ნომერზე შეჩერდა, სია იაო დაიძაბა, მან გამოძახების ღილაკს დააჭირა.

- გისმენთ....- ტელეფონიდან მძინარე ხმა გაისმა.

- დაცზე, დღეს გცალია?- სია იაოს ხმა დაბალი და წყნარი იყო.

- როდის?

- ახლა.

პენცზემ დაამთქნარა.

- რისთვის, რომელი საათია?

სია იაომ სევდიანად ამოისუნთქა.

- პრობლემა გამიჩნდა, თანაც საკმაოდ სერიოზული, თუ შეძლებ ახლავე გამოდი, მე ჯუნჩიმენთან რომ კაფეა იქ დაგელოდები.

ყურმილის დაკიდების შემდეგ, სია იაომ ხელპირი დაიბამა, გამოიცვალა და მაშინვე სახლიდან გავიდა. თავიდან მას ეგონა რომ წაჭორავება შეძლებდა, მაგრამ პენცზე მარტო არ იყო, მან ვიღაც ბიჭი მიიყვანა. თანაც ეს ბიჭი უცნაური იყო, მას დასავლურ სტილში ეცვა და ქუჩაში სიარულისას გამუდმებით გარშემო იყურებოდა.

- ეს ვინ არის?- იკითხა სია იაომ.

- ეს ჩემი მეგობარია ლი ჟენჟენი,- გააცნო პენცზემ.

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin