იუნგიმ დისკი ამოატრიალა და თავისი თეთრი, გამხდარი თითებით მუსიკას რამდენიმე დარტყმა მიუმატა. კლუბი იმაზე უფრო ცოცხალი გახდა, ვიდრე მანამდე იყო. გოგოებმა ბიჭებზე grind-ის გაკეთება დაიწყეს, ბიჭებიც აყვნენ და იგივე დაუბრუნეს. იუნგიმ თვალები დახუჭა და სმენას მიენდო, რადგან იგი ასეთ სიტუაციებს ვერ იტანდა. მას გული ერეოდა გაშმაგებული ხალხის დანახვაზე, რომელიც სხვებს ვერ ხედავდა და თავის "საქმეს" აგრძელებდა. სწორედ ამ ხალხის დანახვაზე მოუწია იუნგის რამდენჯერმე სამსახურიდან დათხოვნის მოთხოვნა, იგი საშინლად ცუდად გახდა.
ეს ალბათ აშკარაა, რადგან იუნგი არის ანგელოზი, არსება, რომელიც გარყვნილობას ვერ იტანს.
როდესაც სიტუაცია გამწვავდება და ხალხი "საქმის კეთებაზე" გადავა, იუნგი თვალებს ხუჭავს და წარმოიდგენს, რომ მარტო არის. მარტო ის, და მუსიკა.
რა თქმა უნდა, მარტო გარყვილი ხალხი არ არის პრობლემა. იუნგის შეუძლია მათი ატანა და თვალების დახუჭვის მერე ვერაფერს ხედავს. მაგრამ არიან არსებები, რომელთაც თვალების დახუჭვა არ შველის.
დემონები.
მათ ძალიან მძაფრი სუნი აქვთ. ისეთი მძაფრი, რომ ანგელოზს შეუძლია, კილომეტრებიდან გაიგოს. ეს სუნი ანგელოზებს თავბრუს ახვევს და არაადეკვატურს ხდის. ადამიანებზე კი უარესი ეფექტი აქვს, თუმცა ადამიანები ამ სუნს პირველად ვერ გრძნობენ.
დემონებისთვის საუკეთესო საკვების მოსაპოვებელი ადგილი კლუბია, სადაც ხალხი ყველაფერზე წამსვლელია. იუნგის მხოლოდ უმართლებს, რომ იმდენი დემონი არ შედის კლუბში, თორემ აქამდე იგი სამსახურიდან წავიდოდა.
იუნგიმ თავი გააქნია, რომ ფიქრები გადაეყარა და მუსიკაზე მოახდინა ფოკუსირება. მან გაამძაფრა მელოდია და ხმას აუწია. ასეთი მუსიკა კლიენტებისთვის საუკეთესო არჩევანი იყო.
იუნგი მეორე ნაწილზე უნდა გადასულიყო, როცა ძალიან საშინელი სუნი იგრძნო. "კიდევ ერთი დემონი..." ამოიხვნეშა მან და გააგრძელა.
სუნი უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა და ბოლოს იუნგისთან გაჩერდა. "რა უნდა ასე ახლოს?" გაიფიქრა მან და თვალები გაახილა.
სცენის წინ იდგა იუნგიზე 1-2 სანტიმეტრით დაბალი ბიჭი. მას ჰქონდა ღია ვარდისფერი თმა, მბზინვარე ყავისფერი თვალები და ტუჩები, რომლებიც ალუბლებს გავდა. მას ეცვა თეთრი პერანგი, რომელსაც სამი ღილი გახსნილი ჰქონდა და შავი, ძალიან მოტკეცილი შარვალი. მისი შავი ფეხსაცმელები სინათლეს ირეკლავდა.
იუნგიმ პირი დააღო.
უცნობმა ბიჭმა რომ შეამჩნია, თუ როგორ უყურებდა მას იუნგი, ახედა და გაუღიმა.
ასეთი თბილი ღიმილის დანახვაზე იუნგის ყბა ჩამოუვარდა.
"ეს...ეს დემონია?"
ŞİMDİ OKUDUĞUN
ანგელოზები და დემონები ( დასრულებული )
Hayran KurguXXI საუკუნე...საუკუნე, რომელშიც ზღაპრებში ამოკითხული მაგიური არსებები სინამდვილეში არიან...