როგორც იქნა დედაჩემი დავითანხმე, რომ სეულში გადმოვსულიყავით. უკვე ჩვენს ახალ სახლში გადმოვედით, ყველაფერი მოვაწესრიგე, ჩემი ოთახი ძალიან მომეწონა, ნათელი და ლამაზია, საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ ჩემი ნივთები ლამაზად დავაწყო და ყველაფერი ერთმანეთზე არ დავყარო, როგორც წინა სახლში მქონდა.
-დე ჩემი ფუნჯები რომელ ყუთში დევს?-გავყვირე დედაჩემს ჩემი ოთახიდან, როცა ყველა ყუთი გავხსენი და ვერც ერთში ვერ ვნახე.
-შემოსასვლელში დევს ის ყუთი და აიღე.-მეც შემოსასვლელში გავედი ყუთი ავიღე და ჩემს ოთახში შევიტანე. ჩემი ფუნჯები, გუაშები და ფანქრები ამოვიღე და მაგიდაზე დავაწყვე. ფაილებში ჩადებული ნახატებიც ამოვიღე და ლოგინზე დავაწყვე.
-მხოლოდ ორი ყუთია ნახატებისთვის?-ჩემს თავს ვკითხე და თავი მოვიფხანე.-დე მხოლოდ ესაა ჩემი ნახატები?-ისევ ვიყვირე.
-ხო, მხოლოდ საუკეთესოები აარჩიე და ის წამოიღე.
-აა ხო..-ერთ ფაილში მქონდა ყველა ის ნახატი რაც უნდა გამეკრა. ნახატები ამოვალაგე და მათი კედელზე გაკვრა დავიწყე.
-იქნებ ჯერ ტანსაცმელი მოგეწესრიგებინა?-თავი შემოყო ოთახში დედამ.
-ჯერ რაც მნიშვნელოვანია იმას ვაკეთებ.-მისთვის არ შემიხედავს ისე ვუთხარი.
-კარგი კარგი.. ხო, შენი ფოტოები იმ ყუთში დევს.-თქვა დედამ და პატარა ყუთზე მიმითითა.
-მადლობა ახლა ზუსტად ეგ უნდა მეკითხა.-ფოტოები ამოვიღე და ლოგინზე გავშალე, შემდეგ კი იმ ნახატებს მივაკარი, რომლის შესაბამისიც იყო. ალბათ მიხვდით რომ ფოტოგრაფიითა და ხატვით ვარ გატაცებული, ფოტოაპარატი სულ თან დამაქვს და კარგ მომენტებს ვაფიქსირებ ხოლმე. როცა ჩემი ოთახის დალაგებასა და მოწესრიგებას მოვრჩი, ფოტოაპარატი ავიღე და სახლიდან გავედი. ტელეფონი ამოვიღე და სემის დავურეკე.
-ჰეი, როგორ ხარ? მე უკვე ჩამოვედი, არ გინდა შევხვდეთ?
-ჰესუ!!!-მომესმა კივილი ტელეფონიდან.-არ მჯერა!! როგორც იქნა აქ ხარ! სწრაფად ჩემს სახლში მოდი!
-უკვე ღამეა.. უბრალოდ სადმე შევხვდეთ.
-კარგი მაშინ ჩემ სახლთან რომ კაფეა იქ მოდი.
-კარგი.-ტელეფონი გავუთიშე და პირდაპირ იმ ადგილისკენ წავედი სადაც შეხვედრა დავთქვით. გზაში რამდენიმე ფოტო გადავიღე. როცა კაფეში მივედი, ის ჯერ მოსული არ იყო, ამიტომ მეც ერთ თავისუფალ მაგიდას მივუჯექი და მას ველოდებოდი. ერთი მომენტი "დავიჭირე" და ფოტოაპარატი ჩავრთე და ფოტო ვიღაც შავებში ჩაცმულ ბიჭს გადავუღე, არ ვიცი რატომ, მაგრამ მომეწონა ის პოზა, როგორც იჯდა და ყავას სვამდა, მეც მისი დაფიქსირება მოვასწარი და კმაყოფილმა გავიღიმე. კაფეში კიდევ რამდენიმე ფოტო გადავიღე და მაშინვე გავჩერდი, როცა ის შავებში ჩაცმული ბიჭი ჩემკენ წამოვიდა.
YOU ARE READING
First Love
Hayran Kurguფიკი არის სკოლის "ლუზერსა" და ჩვეულებრივ გოგოზე, რომელიც ვერ იტანს ძალადობას და მიუხედავად იმისა, რომ სუსტია, მაინც ახერხებს დაეხმაროს მას და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალოს. როგორც ყოველთვის ხდება, მათაც შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ იქნება მა...