თავი 4

540 43 0
                                    

გაოცებული ვიდექი, რას ბოდავს? ის რა თვითმკვლელობას აპირებს? რა უნდა?
-რა სისულელეს ამბობ იცი მაინც?
-ვხუმრობ. არც ისეთი მხდალი ვარ, რომ ამ ნაბიჭვრების გამო სიცოცხლე მოვისწრაფო.-თქვა და გაიცინა. მომეშვა.
-იმედია ასეთ სისულელეს აღარ იტყვი...
-მგონი შეგაშინე.
-კი, შემეშინდა. არ წავიდეთ?
-ჩემთან ერთად მართლა გინდა წამოსვლა?
-რა თქმა უნდა.-ჩვენ სახურავიდან ერთად ჩამოვედით და ჩვენი კლასის წინ გავჩერდით.
-იქნებ ჯერ შენ შესულიყავი, არ მინდა, რომ.....
-ერთად შევიდეთ.-გავაწყვეტინე.-ჩემთან ერთად შემოდი.
-მე არ მი...
-ჰოსოკ.. შენ არ მიცნობ.. ამიტომ ჩემზე ნუ ღელავ.-სანამ ჩვენ შევიდოდით მანამდე ზარი დაირეკა და პირველი სემი გამოვარდა და პირდაპირ ჰოსოკს შეეჯახა.
-ფუ იდიოტო აქ რა ჯანდაბას აკეთ...-გაჩერდა როცა მე დამინახა და ჰოსოკს შეეშვა.-ჰესუ?-ცალი წარბი ასწია და ამ-ლუზერთან-რა-გინდოდა სახით გამომხედა. ხელი დამავლო და სადღაც წამიყვანა.
-ჰესუ მე ხომ გითხარი ამ ბიჭს შეეშვი-თქო!
-რატომ? ისიც ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც მეგობარი სჭირდება!
-ხო მაგრამ არ მინდა ეს შენ იყო!
-ის კარგი ბავშვია! არ მესმის რატომ მიშლი მასთან ყოფნას?
-იცი მაინც რა დაგემართება თუ მასთან გამოგიჭერენ? დაგერხევა! შენ ამ მონსტრებს არ იცნობ! ისინი გაგანადგურებენ! წინა წელს ერთ-ერთმა გოგომ სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, რადგან ამ ყველაფერს ვერ გაუძლო, არ მინდა შენც რამე დაგიშავონ.
-გგონია ასეთი მშიშარა ვარ? სემი შენ რა მართლა გგონია, რომ ასეთი სუსტი ვარ? შენ რა არ მიცნობ?
-მე შენზე ვღელავ.
-იმ ბავშვს ჩაგრავდნენ არა? და ჰოსოკს არ ჩაგრავენ? იქნებ ის აღმოჩნდეს სუსტი და მან გადაწყვიტოს სუიციდი, მას დახმარება სჭირდება, მას მეგობარი სჭირდება, მან უნდა იგრძნოს რომ მარტო არაა. კი მაგრამ სემი რატომ იქცევი ასე არ მესმის?
-ჰესუ, ეს ინგლისი არაა, აქ შენი თბილი კლასელები არ არიან, ეს კლასი შეკრული არასდროს იქნება! ეს კლასი ნაბიჭვრების ბუდეა! აქ უბრალოდ სიცოცხლისთვის უბდა იბრძოლო და თან დინებას მიჰყვე, მეც ამას ვაკეთებ, პრობლემები არ მჭირდება, მთავარია სკოლა დავამთავრო და მერე ყველას კისერი უტეხია, ნუ შენ გარდა, რა თქმა უნდა.
-ლაპარაკს მოვრჩეთ, მეგონა გიცნობდი სემი. შენ კი შეცვლილხარ...-ვთქვი და ჩავლა დავაპირე როცა მკლავით დამიჭირა.
-მე გადარჩენას ვცდილობ, არ მინდა პრობლემები შევიქმნა... არ მინდა კლასის დასაცინი ვიყო.
-წლებმა შეგცვალა, ადრე შენც ჩემნაირი იყავი... ახლა კი შენს თავს შეხედე... ყველაფერს ადვილად ეგუები... მე ასეთი არ ვარ. შენ ეს კარგად იცი.-ხელი გავაშვებინე და წავედი.
-მე ეს ვიცი... მე ეს ვიცი და ამიტომაც მეშინია, იმის რომ რამე დაგემართება... მე... ვიცნობ ამ მონსტრებს... მე ვიცი რა შეუძლია მათ... შენც რომ რამე დაგიშავონ, ალბათ, ჭკუიდან შევიშლები... მეშინია... მე მეშინია...-დაიჩურჩულა და ცრემლები წამოუვიდა.
ჰოსოკთან ერთად სკოლიდან წავედი და ქუჩაში მივსეირნობდით.
-მოდი აქ დავსხდეთ.-ვუთხარი და პარკში ერთ-ერთ სკამეიკაზე მივუთითე.-ძალიან გტკივა?
-არც ისე.
-დაგილურჯდა...-ხელის შეხება მინდოდა, მაგრამ თავი გაწია და მეც გავჩერდი.-რამე მაზს გიყიდი რომ წაისვა.-ვუთხარი და ავდექი, იქვე აფთიაქში შევედი და მაზი ვიყიდე.-აი, აიღე.-მან წასმა დაიწყო, მაგრამ არასწორ ადგილას ისვამდა.-ოდმავ მარჯვნივ.
-აქ?
-არა, ქვემოთ.. არა არა არა.. მომეცი.-გამოვართვი და სახე ავაწევინე. თვალებში მიყურებდა. ლოყაზეც წავუსვი, შუბლზეც და სანტავიკიც დავაკარი.-აქაც გაქვს, წაგისვამ.-ვუთხარი. ის თვალს არ მაშორებდა და ჩემი სახის თითოეულ ნაკვთს სწავლობდა.-ასე რატომ მიყურებ.
-ძალიან ლამაზი თვალები გაქვს...-ჩაილაპარაკა გაუაზრებლად. გამეღიმა. მის ტუჩს შევეხე თუ არა შეკრთა და აზრზე მოვიდა.-თავად ვიზამ.
-ხ..ხო...-თავი დავუქნიე და დავჯექი. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ეს სიჩუმე ჰოსოკმა დაარღვია.
-ჰესუ.. არ მინდა ჩემთან ყოფნის გამო დაშავდე.
-გთხოვ შენც ამაზე არ დაიწყო ლაპარაკი. არ ვაპირებ...
-იქნებ ყურადღება არ მომაქციო?
-ჰოსოკ...
-ძალიან მომწონხარ, ძალიან კარგი ადამიანი ხარ, კარგი იქნება თუ მეგობრები ვიქნებით მომავალში.
-რატომ მომავალში და არა ახლა? ახლა რა გვიშლის ხელს?
-ჩემი მდგომარეობა.
-მე დაგეხმარები.
-არა ჰესუ შენ არ გესმის, მე შენ არ დაგივიწყებ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიღაცამ შემამჩნია, მაგრამ არ მინდა ჩემს გამო დაშავდე, უბრალოდ ორი თვე მოითმინე.
-ორ თვეში რა შეიცვლება?
-ყველაფერი.-გამიღიმა.
-ორი თვე? მხოლოდ ორი ხომ?
-დიახ.. მხოლიდ ორი... მხოლოდ ორი თვის განმავლობაში გაატარე ჩემი მდგომარეობა.
-ჰოსოკ მაპატიე, მაგრამ მე ეს არ შემიძლია. რადგან ვფიქრობ რომ ჩვენ მეგ....
-ჩვენ მეგობრები არ ვართ. არასწორად არ გაიგო.-თქვა მან და ადგა.-მე წავალ.-ის ისევ წავიდა და მე გამოშტერებული დამტოვა. მე მისთვის მეგობარი არ ვარ? ოჰ, რა თქა უნდა, მე უბრალოდ ის ვარ ვინც მას ყურადღება მიაქცია, მე მისი მეგობარი არ ვარ. თავი გავაქნიე და ეს ფიქრები გავფანტე. პირდაპირ სახლში წავედი. დედაჩემი სახლში არ იყო, ამიტომ კარი გასაღებით გავაღე და მაშინვე ჩემს ოთახში შევედი. გამოვიცვალე და ჩემს მაგიდას მივუჯექი.
-ახლა ჯონსუკის დახატვაც მიწევს...-ჩავილაპარაკე და ცარელი თაბახის ფურცელი ავიღე და ჯონსუკის ყველაზე კარგი ფოტო შევარჩიე და მაშინვე ხატვა დავიწყე. ოთხი საათი ვხატავდი. რაღაცას დავამსგავსე მაგრამ მაინც არ იყო სრულყოფილი, მაგრამ.. რატომ მოვიკალი თავი და რატომ მინდა ეს ნახატი ერთ დღეში დავასრულო? ჯობია დავისვენო. ლოგინზე წამოვწექი დასასვენებლად და ჩამეძინა.
დაახლოებით ექვსი საათიიქნებოდა, როცა დედაჩემმა შემაღვიძა.
-საყვარელო გაიღვიძე, როგორც ჩანს არაფერი გიჭამია და არაფერი გიმეცადინია.-მითხრა და მაგიდას გადახედა.
-ც..ოტ..ა.. ხანიც.. რა...
-ჰესუ, ვინ იმეცადინებს შენ მაგივრად?
-კარგი გადი და ავდგები.-ლოგინზე წამოვჯექი და დავამთქნარე.-დედა!!-დავიყვირე.-დღეს ხომ პარასკევია!!-ისევ ვიყვირე, ლოგინში ჩავწექი და საბანი გადავიფარე. დედაჩემს აღარ შევუწუხებივარ. დაახლოებით რვა იყო როცა გამოვიღვიძე და ლოგინიდან წამოვდექი.
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო?-მკითხა დედამ და გამიღიმა.
-ჯანდაბა.. დღეს მთელი დღეა მძინავს.
-რამეზე ნერვიულობ? ასე მხოლოდ მაშინ გემართება.
-არა, უბრალოდ ძალიან დაღლილი ვიყავი.-მან თავი დამიქნია და მითხრა გვერდზე მივმჯდარიყავი.-დე, სუსტ ადამიანს ხომ უნდა დავეხმარო? ხომ უნდა დავეხმარო ისეთ ადამიანს, რომელიც თავს ვერ იცავს?
-უნდა შეეცადო მაინც.
-და ის თუ მეუბნება, რომ ჩემი დახმარება არ სჭირდება?
-დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას არ გულისხმობს. ვიზე ლაპარაკობ? სემის სჭირს რამე?
-არა არა რა სისულელეა.
-აბა?
-ჩემს მეგ.... ერთ ვიღაცას.
-ვინ არის?
-რა მნიშვნელობა აქვს... ძიან უცნაური ვინმეა... მითხრა, რომ ჩემთან მეგობრობა უნდიდა, მაგრამ ორ თვეში, შემდეგ კი მითხრა, რომ ჩვენ არავინ ვიყავით ერთმანეთისთვის.
-გოგოა?
-ჰჰმმ... კ..კი...
-ჩამოყალიბება სჭირდება, მგონი თავადაც არ იცის რას ამბობს. ვაიმე საყვარელო, შენთვის რაღაც უნდა მეთქვა.
-რა?
-იცი მე.... არა, დაივიწყე.
-მითხარი~~.
-სიურპრიზია, მალე გაიგებ.
-ააჰ დედა...
-ჩუ.-თქვა და საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიიდო.
-კარგი, მე ვიძინებ.
-ისევ?
-თავს რაღაცნაურად ვგრძნობ.. ძალიან მოთენთილი ვარ.-ისევ ჩემს ოთახში შევედი და ლოგინზე დავეხეთქე. ისევ ჩამეძინა.
შაბათ-კვირა ძალიან მალე გავიდა და ჩემი სკოლაში წასვლის დროც დადგა.
-დე, სენდვიჩი გამიკეთე რ... ჰეი, რა კარგად გამოიყურები სადმე მიდიხარ?
-სამსახური ვიშოვე!
-სერიოზულად? ეს შესანიშნავია!-მას მაგრად ჩავეხუტე.-კარგი მაშინ თავად გავიკეთებ.-გავუღიმე. სენდვიჩი მალე გავიკეთე და უცებ შევჭამე.
-დე წავედი!-დავუძახე და სახლიდან გავედი, სკოლაში თხუთმეტ წუთში მივედი. არც სემი და არც ჰოსოკი არ იყო ჯერ მოსული. ჩემს მერხს მივუჯექი და ყურსასმენები გავიკეთე. მანამდე ვუსმენდი სიმღერებს სანამ ორი ბიჭი წინ არ დამიდგა და ყურსასმენები არ მომაძრო.
-ჰეი ლამაზო, როგორ ხარ?-არაფერი მითქვამს, ყურსასმენების აღება დავაპირე მაგრამ ერთ-ერთმა გადააგდო და ფეხი დაადგა.
-ჩემი ყურსასმენები... ფეხი ასწიე!
-იცი მაინც რა მოდის იმას ვინც ლუზერებთან მეგობრობს?-მკითხა ერთმა.
-ისიც მისნაირი ხდება.-მიპასუხა მეორემ.-და იცი შემდეგ იმ მეორეს რას ვუკეთებთ?
-გააჩნია.. თუ ბიჭია იმავეს ვაკეთებთ... ფულს ვძალავთ და ვცემთ, მაგრამ თუ გოგოა და თანაც ლამაზი...-გაჩერდა.-მას თავისი სხეულით ვახდევინებთ პატარავ...-თმაზე მომქაჩა, ჩამჩურჩულა და ორივე წავიდა. გაოცებული და ვაღიარებ ოდნავ შეშინებულიც ვიყავი. კლასში მასწავლებელი შემოვიდა.
-დილა მშვიდობისა ბავშვებო, ვფიქრობ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ, თქვენი დამრიგებელი სკოლიდან წავიდა.
-რა?! რატომ?!-ყველამ ერთროულად წამოიყვირა, ჩემ გარდა, რა თქმა უნდა.
-და ახლა ახალი დამრიგებელი გეყოლებათ.
-მაგრამ...-კლასში ის ახალი მასწავლებელი შემოვიდა.
-გამარჯობათ, მე ვარ ჯენი, თქვენი ახალი მასწავლებელი.
-დედა?!!-დავიყვირე გონებაში და თვალები გამიფართოვდა.-ესღა მაკლდა.. ახლა დედაჩემს ყველაფერი ეცოდინება.-ჩემთვის ჩავილაპარაკე და ისევ მას გავხედე.

First LoveWhere stories live. Discover now