თავი 5

530 48 5
                                    

მაგარია! შესანიშნავია! ფანტასტიკურია! დედაჩემი ჩემი კლასის დამრიგებელია! ჯანდაბა! არ შეეძლო სხვა სკოლაში დაეწყო მუშაობა, ან სხვაგან სადმე სხვაგან! ახლა ის მთელი დღე ჩემთან ერთად იქნება სკოლაში და თანაც ჩემი დამრიგებელი იქნება და ყველაფერი ეცოდინება... ყველაფერი ეცოდინება ჩემს სკოლის ცხოვრებაზე! ახლავე უნდა დაველაპარაკო დედაჩემს!
-დე აქ რა..რას..რატომ?
-მე აქ მისს ჯენი ვარ და არა დედა.
-შენი სამსახური ეს იყო?
-ხო, მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო, ამიტომ არ გითხარი. ხომ გაგიხარდა?
-ააჰ... ძალიან... ძალიან...
-მე წავედი, არ მცალია. წარმატებები.-ის წავიდა. ჯანდაბა ვერ ვიჯერებ! კლასში დავბრუნდი და ჩემს მერხს მივუჯექი.
-კარგია რომ დედაშენი ჩვენი დამრიგებელია, შენს გაკონტროლებას შეძლებს.
-და ესაა კარგი? მას ჩემი სკოლის ცხოვრებაზე ყველაფერი ეცოდინება, რაც მე საერთოდ არ მინდა! ის ყველაფერს გაიგებს.
-ამაში ცუდი რა არის?
-კატასტროფაა კატასტროფაა! ჰეჩანი თუ აქ გადმოვიდა... შემდეგ ყველაფერი გაფუჭდება! ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა!
-ჰე..ჰეჩანი? ეგ ვინღაა? მე არ ვიცნობ...
-ჰეჩანი აქ თუ გადმოვიდა მე რა მეშველება?
-ჰეჩანი ვინაა?
-დამერხა დამერხა დამერხა...
-შენ რა ჩემი არ გესმის? ჰეჩანი ვინაა?
-დედაჩემი ყველაფერს მიხვდება... მორჩა.
-რას ბოდავ?
-ჰეჩანი... ჰეჩანი ფსიქოპატია რომელიც დამსდევს.
-რა?
-ის გიჟია... ფსიქოპატი... დედაჩემმა არ იცის რაც მე და ჰეჩანს შორის მოხდა...
-რა მოხდა?-უცებ მი-მოვიხედე, ახლა მე ვგავდი ნამდვილ ფსიქოპატს.
-ჰოსოკი არ მოსულა?
-ჰოსოკი რატომ გაინტერესებს, მითხარი რა გჭირს!
-იქნებ კლასიდან გავსულიყავით?-ჩვენ კლასიდან გავედი და ბიბლიოთეკაში წავედი.
-შიში მაქვს...
-რისი?
-ძალადობის.
-მაგის ვის არ ეშინია..
-არა... როცა ვუყურებ, რომ ვიღაც ვიღაცას სცემს... შეტევა მეწყება... ვეღარ ვსუნთქავ და შეიძლება გონებაც დავკარგო...
-დედაშენმა ეს არ იცის?
-იცის.. მაგრამ სხვანაირად. მე მას ვუთხარი, რომ ღამე ბიჭების ჩხუბს მოვკარი თვალი და შემეშინდა... ამის მერე კი ასე მჭირს-თქო... მაგრამ ყველაფერი სხვანაირად იყო. ღამე როცა სახლში ვბრუნდებოდით...-გავჩერდი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
-კარგად ხარ? შეგიძლია არ მოყვე.
-არა მინდა, რომ იცოდე. როცა მე და ჰეჩანი სახლში მივდიოდით...
-შენ და ის ფსიქო?
-ხო.. აიჩემა სახლში მიგაცილებ გვიანიაო. თანაც ჩემი უბანი ღამე მართლაც საშიში იყო.. მოკლედ, მან სადღაც მიმიმწყვდია და ჩემი გაუპატიურება სცადა.
-რა?
-ჰო.. მაშინ არ ვიცი როგორ მაგრამ ქვა ავიღე და თავში ჩავარტყი წაიქცა და მეც თავი დავაღწიე იქაურობას, სახლში როცა მივედი დედას ვევედრებოდი რომ კორეაში დავბრუნებულიყავით, მან კი იქ ორი თვე დამაყოვნა და ახლა უჯვე აქ ვარ, მაშინ ელიზაბეთმა მითხრა რომ ჰეჩანი კორეაში მოდიოდა, მაქსიმუმ ოთხ დღეში ალბათ აქ იქნება არ ვიცი რა გავაკეთო.
-ეს საშინელებაა...
-ისევ რომ დამიპიროს რამე? იქნებ შემდეგ აღარ გამიმართლოს...
-ზარი დაირეკა დამშვიდდი და კლასში დავბრუნდეთ.
-სემი.. რომ აღარ გამიმართლოს რა ვქნა?
-იქნებ შეიცვალა.. ვნახოთ.-ჩვენ კლასში დავბრუნდით, ჰოსოკი მოსული ისევ არ იყო, არ ვიცი რატომ მაგრამ მასზე ვღელავდი. შეიძლება თავისი სახის გამო არ უნდა სკოლაში გამოჩენა ან მარტო ყოფნა სურდა.. არ ვიცი.. არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი რომ მასზე ძალიან ვღელავ. მასზე ფიქრები თავიდან მოვიშორე და ვეცადე მასწავლებლისთვის მომესმინა. დღემ ძალიან სწრაფად ჩაიარა, იმ ბიჭებს ჩემთვის აღარაფერი უთქვამს, ეს უბრალო მუქარა იყო. სახლში წავედი, რამდენინე ხანში კი დედაჩემიც მოვიდა.
-როგორი იყო პირველი დღე სკოლაში?
-კარგი. მიხარია, რომ შენს სკოლაში მოვხვდი. ყურადღებასაც მოგაქცევ.
-ჰ..ჰო... მეც მიხარია...
-დღეს ერთი ბავშვი არ იყო ხო?
-ჰო.. ჰოსოკი.
-მიდი იმეცადინე, მეც რაღაცებს მოვამზადებ ხვალისთვის.-თავი დავუქნიე და ჩემს ოთახში შევედი, მაგიდას მივუჯექი და ჩემს ნახატს დავხედე.
-რა ვქნა? შენი თხოვნა შევასრულო? მაგრამ ხომ იცი, რომ ამის გაკეთება გამიჭირდება...-ვჩურჩულებდი ჩემთვის.-ჰოსოკ.. ხომ კარგად ხარ?..
-საყვარელო ვინმეს ელაპარაკები?-ოთახში დედაჩემი შემოვიდა და ჭიქით ატმის წვენი შემომიტანა.
-არა...
-ხმა გავიგე და...-მაგიდას დახედა.-ჰმ... ეს ბიჭი ვინაა? S.H.S? ვისი ინიციალებია? ვინ არის?
-არავინ.. უბრალოდ დავხატე.-რა იდიოტი ვარ! უნდა დამემალა.. ახლა მაშინვე იცნობს, როცა ჰოსოკს ნახავს. რა მაგარი ვარ რა...-უნდა ვიმეცადინო, მადლობა წვენისთვის.-ის გავიდა და მეც მეცადინეობა დავიწყე, გვიან დავამთავრე და მაშინვე დავწექი.
დღეები ძალიან სწრაფად გადიოდა, უკვე ერთი კვირა გავიდა და ამ ერთი კვირის განმავლობაში ჰოსოკი არ გამოჩენილა მასზე ძალიან ვღელავ არ ვიცი რა გავაკეთო. არა ვიცი.
-დე, შენ ბავშვების ნომრები და მისამართები გიწერია?
-კი რად გინდა?
-ჰოსოკი ხომ იცი... ერთი კვირაა არ გამოჩენილა, მასზე ვღელავ მინდა მოვინახულო.
-შინ ჰოსოკი ხომ?
-ხო, მითხარი რა მისი ნომერი და მისამართი.
-აი, შინ ჰოსოკი... აიღე.-მან ფურცელი გამომიწოდა.
-მადლობა.-ფურცელი გამოვართვი და მაშინვე სახლიდან გავედი, ტაქსიში ჩავჯექი და პირდაპირ ამ მისამართზე მივედი. ტაქსი გაჩერდა და მეც გადმოვედი, ნამდვილად გამაოცა იმან რაც დავინახე.
-ეს.. ჰოსოკი აქ ცხოვრობს?-თვალები გამიფართოვდა და იმ უზარმაზარ სახლსა და ეზოს გავხედე, რომელიც ჩემ წინ იყო. რამდენჯერმე დავაზარუნე.
-ვინ ბრძანდებით?-გავიგონე ვიღაცის ხმა.
-აქ შინ ჰოსოკი ცხოვრობს?
-დიახ.
-ახლა სახლშია?
-დიახ.
-შეიძლება ვნახო?
-ახალგაზრდა ბატონს არავის ნახვა არ სურს.
-უბრალოდ მითხარით როგორაა?
-კარგად.
-რამე ხომ არ აწუხებს?
-არა.-მისი პასუხი ჩემში უკმარისობის გრძნობას იწვევდა.
-ქალბატონო სიმართლე მითხარით ჰოსოკზე ძალიან ვღელავ უკვე ერთი კვირაა სკოლაში არ ყოფილა, მართლა კარგადაა?
-დიახ.-თქვა და კონტაქტიც გაწყდა.
-ქალბატონო.. ქალბატონო შემომიშვით! ქალბატონო!-ვაზარუნებდი და თან ვყვიროდი. როცა მივხვდი, რომ კარს არავინ გამიღებდა შევეშვი. ცოტა ხანი დავსეირნობდი შემდეგ კი პირდაპირ სახლში წავედი. კარი შევაღე და ფეხსაცმელები გავიხადე, ძალიან დაღლილი ვიყავი, სამზარეულოში შევედი წყლისთვის.
-ჰოსოკი ნახე? როგორაა?
-არ მინახავს, მაგრამ ვიღაც ქალმა, ალბათ, მოსამსახურემ, მითხრა რომ კარგად იყო.
-მოსამსახურემ?
-ახალგაზრდა ბატონს ეძახდა და რომელი დედა მიმართავს ასე თავის შვილს?
-ააჰ... ალბათ, ხვალ მოვა.
-იმედია.
მეორე დღეს ჰოსოკი მართლაც მოვიდა სკოლაში, მაშინვე მის გვერდზე დავჯექი.
-ჰოსოკ, როგორ ხარ? რატომ არ დადიოდი? რამე მოხდა?
-ხომ გითხარი...-გამოსცრა.
-არ მაღელვებს, რატომ არ დადიოდი?
-ეს შენ არ უნდა გაინტერესებდეს...-სემი მომვარდა და წამომაყენა.
-გაეცალე ამ ლუზერს!-გამქაჩა, მაგრამ შევეწინააღმდეგე.
-ჰოსოკ რა გჭირს?
-ჰესუ!
-ჰოსოკ გთხოვ...-მთელი კლასი ჩვენ გვიყურებდა და ჩვენზე ჭორაობდა, ვიცი, ალბათ, ნამდვილად დამერხევა, მაგრამ არ მაღელვებს.-შენზე ვღელავ...
-სახლში გამოვიკეტე, საკმარისია?
-მე.....
-ოჰ... მისის ლუზერი მისტერ ლუზერზე ღელავს?-იკითხა ბიჭმა და მაჯაზე ხელი ძალიან მაგრად მომიჭირა და სემი მომაშირა.-ანუ გადაწყვიტე და საბოლოოდ მისის ლუზერი გახდი...-თქვა და კედელზე მტკივნეულად მიმახეთქა.
-ჯემინ არ გინდა გაუშვი.-უთხრა ჰოსოკმა.
-ხმის ამოღებაც შეგიძლია? მიდი თუ ასე გინდა დაიცავი, რატომ არაფერს აკეთებ? ისიც შენნაირი გახდა, მე უკვე ამის სრული უფლება მაქვს, რასაც მინდა იმას გავუკეთებ.-სახეზე ხელი ჩამომისვა და გამიღიმა.-ძალიან კარგად გავერთობით პატარავ.-ჩამჩურჩულა.
-გაუშვი-მეთქი!-პირველად დაიყვირა ჰოსოკმა ჯემინის წინ, მთელი კლასი გაოცებული იყურებოდა.
-შენ ახლა დამიყვირე? შენ რა ყვირილიც შეგიძლია? მან ეს თავად მოისურვა, ახლა უკვე ის მე მეკუთვნის!-ცალყბად გაიღიმა ხელი გამიშვა და ჰოსოკს მოუქნია მუშტი, მაგრამ ჰოსოკმა მისი ხელი დაიჭირა და თავად გაარტყა, ისე ძლიერად, რომ წააქცია. შემდეგ ხელი ჩამკიდა და მას უთხრა.
-ის შენ გეკუთვნის? ცდები, რადგან ის დიდი ხანია, რაც ჩემი ადამიანია!

//იმედია მოგეწონებათ❤️❤️

First LoveWhere stories live. Discover now