თავი 8

494 39 0
                                    

როცა თვალები გავახილე საავადმყოფოს პალატაში ვიყავი. თვალები ნელა გავახილე და პირველი დედაჩემი დავინახე.
-საყვარელო გაიღვიძე?-მკითხა შეშინებულმა. ახლა სემიც დავინახე.
-ჰესუ ვერ გვიხსენებ?
-აქ რატომ ვარ.. რა მოხდა?
-საყვარელო მეხსიერება დაკარგე?-დავფიქრდი და ყველაფერი გამახსენდა.
-ჰ..ჰოსოკი სადაა? ჰოსოკი როგორაა?-ვკითხე შეშინებულმა და წამოჯდომა ვცადე. დედაჩემს ნამდვილად არ ესიამოვნა მისი სახელის გაგონება.
-ახლა საკუთარ თავზე უნდა ზრუნავდე და არა ვიღაც ბიჭზე.
-დედა ჰოსოკი სადაა? მისი ნახვა მინდა... როგორაა?
-შენ კინაღამ მოგკლა და, ალბათ, ახლა თავს მშვენივრად გრძნობს.
-ჯენი...
-სემი გთხოვ მას დაურეკე, მინდა რომ მოვიდეს..
-არავითარ შემთხვევაში. მასთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტო და საერთიდ ხვალვე გამოვიტან საბუთებს იმ სკოლიდან. ხვალვე ჩაგრიცხავ სხვა სკოლაში.-თქვა მან.-ჩვენ შევთანხმდით.
-დედა გთხოვ არა... არ მინდა... მე წინააღმდეგი ვარ... მე მინდა ამ სკოლაში ყოფნა... დედა გთხოვ...-მისი ხელი ხელებში მოვიქციე და ვთხოვდი, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა.
-არა საყვარელო მე უკვე გადავწყვიტე.
-არა დედა... მე იქ მინდა... მე მასთან მინდა...-ვთქვი და ცრემლები წამომივიდა.-გთხოვ, ნუ მაიძულებ, დავტოვო ჰოსოკი.
-ჰესუ ვერ ხვდები რომ ეს ყველაფერი მის გამო მოხდა?-ხმას აუწია მან.
-ის ჩემზე ზრუნავდა.. დედა მე...
-საკმარისია ამაზე ლაპარაკი, დაისვენე.-ის წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
-შენ დამპირდი, რომ გამიგებდი... შენ შეგეძლო ჩემთვის გაგეგო, არა?-ის არ შემოტრიალებულა.-მე წასვლა არ მინდა, რადგან ჰოსოკი მიყვარს.
-საკმარისია! კიდევ ბევრს თუ ილაპარაკებ საერთოდ ინგლისში დავბრუნდებით!-დაიყვირა მან და გარეთ გავიდა. პალატაში მე და სემი დავრჩით.
-როცა დამშვიდდება მერე დაელაპარაკე.
-ის დამპირდა, რომ გამიგებდა...-დავიჩურჩულე და ცრემლები წამომივიდა.-მე ჰოსოკი მიყვარს, მე ის მიყვარს... არ მაღელვებს ის ლუზერი იქნება თუ მეფე, მდიდარი თუ ღარიბი.. მე უბრალოდ მასთან მინდა ვიყო, ნებისმიერ შემთხვევაში მე მასთან ყოფნა მინდა.
-დამშვიდდეს და შემდეგ აუხსენი. ახლა ცხელგულზე თავადაც არ იცის რას ამბობს.-თავი სუსტად დავუქნიე.-ჰოსოკმაც ძალიან ინერვიულა, ჩვენს თვალწინ იტირა.
-რა?
-არ მოველოდი, მაგრამ ჩემს დედაშენისა და სკოლის ექიმის თვალწინ იტირა. ვფიქრობ, ძალიან შეეშინდა და ძალიან ინერვიულა.
-აჰ, ძალიან მაინტერესებს როგორაა, გთხოვ დაურეკე.
-ვცადე მაგრამ არ იღებს.
-მიწერე?
-კი მივწერე, რომ კარგად ხარ და გაიღვიძე, მაგრამ არც უნახავს.
-ნეტავ სად არის..?
-ჰეი.. ჰარუმ მომწერა..
-ჰარუ? ეგ ვინაა?
-ჩვენი კლასელი. როგორც ჩანს, ჰოსოკს დღეს გადაეკეტა.
-რა? რატომ?
-ვფიქრობ, შენ უნდა ყოფილიყავი ამის მიზეზი. ჰესუ დარწმუნებული ვარ რომ მასაც უყვარხარ.
-რამე მოხდა? მითხარი.
-როცა ექიმის კაბინეტიდან გავიდა, თურმე კლასში ასულა და იქ ჯემინი...-გაჩერდა.
-ცემა?-მან თავი დამიქნია. პირველად გამიხარდა ვიღაცის ცემის ამბავი.-როგორც იქნა.
-რა?
-მინდოდა რომ მისთვის თავისი ადგილი ეჩვენებინა.
-ჰარუმ ვიდეოც გამომიგზავნა სათაურით, "მე მეფე ვარ, ის კი ჩემი დედოფალია." ეს რა პონტია? სპონტანურად მოიფიქრა? ვფიქრობ ჰოსოკი მაგარი ვინმეა.
-არა, ეს სიტყვები ადრე მითხრა, როცა მისტერ და მისის ლუზერები გვიწოდეს.
-რომანტიკულია. ჯანდაბა ეს ბიჭი ადრე როგორ არ მომწონდა რა სულელი ვიყავი. რა მაგარი ადამიანი ყოფილა.
-შეგიძლია მარტო დამტოვო? უნდა ვიფიქრო.-სემი გავიდა და მეც მარტო დავრჩი.-ნეტა ახლა სად ხარ? ნეტავ შენს ჭრილობებს თუ მოუარე? ახლა მინდა შენთან ვიყო, ძალიან მინდა ახლა შენი ნახვა.-არ ვიცი რატომ, მაგრამ ცრემლები ისევ წამომივიდა. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ისევ დამეძინა. ეს ერთი დღე აქ დამტოვეს მეორე დღეს კი სახლში წავედი, ექიმებმა დედას უთხრეს, რომ რამდენიმე დღე სახლში ვყოფილიყავი და დამესვენა, მაგრამ ფინალური გამოცდები ახლოვდებოდა და მასალას ჩამოვრჩებოდი. ოთხი დღე სახლში ვიყავი და ბოლოს ორშაბათს, როგორც იქნა სკოლაში წავედი. სწორად გაიგეთ, დედაჩემი დავითანხმე, რომ სკოლიდან არ გადავეყვანე, მე ეს შევძელი. რაც შეეხება ჰოსოკს მას ჩემთვის არაფერი მოუწერია, არც ჩემი ჯანმრთელობით დაინტერესებულა. არ ვიცი რა სჭირს, სკოლაში მივალ და ყველაფერს გავარკვევ.
მე მის გვერდით ვიჯექი, ის კი არაფერს ამბობდა, არც კი მომსალმებია. არ ვიცი რა ხდება.
-ჰოსოკ.. დავბრუნდი..-ვუთხარი ჩუმად და გავუღიმე.
-კარგია.
-რატომ არ მწერდი, ესემესებსაც არ ნახულობდი..
-არ მეცალა.
-ააჰ... კარგი.-მგონი რაღაც სჭირს, არ მინდა ჩემი უაზრო კითხვებით დავღალო, ამიტომ თავი დავანებე. ის მთელი დღე უცნაურად იქცეოედა, არ დამლაპარაკებია, ლანჩზე სასადილოში არ გამოჩენილა, წვენი ვუყიდე და კლასში ავედი, მაგრამ ის იქ არ იყო. როცა სკოლის ეზოში გავედი, ისიც იქ დამხვდა ფუნთუშას ჭამდა და თან მუსიკებს უსმენდა. მის წინ დავდექი. ნელა ამომხედა.
-აიღე.-წვენი მივაწოდე მაგრამ არ გამომართვა.-აიღე, შენთვის ვიყიდე.-მის გვერდით ჩამოვჯექი, ის კი გაიწია.
-არ მინდა.-ადგომა დააპირა, მაგრამ მაჯით დავიჭირე.
-ასე რატომ იქცევი?
-არ მინდა-თქო.-თქვა ჩუმად.
-ჰოსოკ ასე რატომ იქცევი? თუ ჩემს შეტევაზე ღელავ და თავს დამნაშავედ გრძნობ, ცდები. შენ არაფერი დაგიშავებია. ამიტომ გთხოვ.....
-მარტო ყოფნა მინდა.-გამაწყვეტინა და ხელი გამაშვებინა. ის წავიდა მე კი დავრჩი.
-დაგტოვა?-საიდანღაც ჰეჩანი გამოჩნდა.-ახლა ხომ მიხვდი?
-თავი დამანებე.
-შენ მას დაეხმარე, მან კი ხელი გკრა.-ის გვერდზე დამიჯდა.-მე ვარ ერთადერთი ვინც შენზე ღელავს. ახლა გაიგე? ახლა მიხვდი, რომ ჩემ გარდა სხვა შენზე არ ფიქრობს?
-ჰეჩან წადი.
-რატომ არ გინდა დიჯერო, რომ მიყვარხარ.
-ჰეჩან, შენ სკოლის ყველა გოგო გიყვარს. გთხოვ გეყოფა.
-მე მხოლოდ შენ მიყვარხარ.
-ამას ინგლისშიც მეუბნებოდი, მინდოდა შენთვის ჩემი გულის კარი გამეხსნა, მაგრამ შენ რა გააკეთე?
-მე არაფერი გამიკეთებია.
-შენ მედისონთან იწექი!-დავიყვირე და ხელი ვკარი.-ახლა კი ისე ნუ იქცევი, თითქოს შენთვის ერთადერთი ვიყო!
-შენ ჩემთვის ერთადერთი გოგო ხარ...
-შეწყვიტე!-დავიყვირე და გავიქეცი. ტუალეტში ჩავიკეე და ისტერიკული ტირილი ამიტყდა, თავს ვერ ვიმშვიდებდი. როგორც იქნა ათ წუთში დავწყნარდი, სახეში წყალი შევისხი და კლასში შევედი. იქ მათემატიკის მასწავლებელი იყო.
-შემოდი.-მითხრა მან. მეც ჩემს მერხს მივუჯექი.
-ჰესუ, ფერმკრთალი ჩანხარ, კარგად ხარ?
-კი..-ვუთხარი ჩუმად და ჰოსოკისკენ გავიხედე. ის მასწავლებელს მისჩერებოდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ არ უსმენდა. მთელი დღე ისე გავიდა, რომ მან დალაპარაკების უფლებაც კი არ მომცა, როცა მასთან მივიდოდი, გარბოდა და ამბობდა, რომ რაღაც საქმე ჰქონდა. ისეთი შეგრძნრბა მქონდა, რომ თავს ძალით მარიდებდა. სემიმ მითხრა, რომ მასთან წავსულიყავი, მაგრამ უბრალოდ ხეტიალი ვარჩიე. შვიდ საათამდე ქუჩაში დავბოდიალობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიღაც უკან მომყვებოდა და მითვალთვალებდა, მაგრამ როცა გავიხედავდი, არავინ იყო. იქნებ ეს უბრალო ახირებაა და სხვა არაფერი, ვინ უნდა დამყვებოდეს უკან.. ეს ხომ სისულელეა.

First LoveWhere stories live. Discover now