თავი 11

460 39 2
                                    

ჰოსოკს, უფროსწორად ვონოს ვერ ვნახულობდი. რამდენჯერაც ვთხოვე, რომ შევხვედროდით, იმდენჯერ უარი მითხრა.
-ჰეი რაზე ფიქრობ?-მკითხა სემიმ და თვალების წინ ხელი ამიქნია.
-ჰა? რა?
-მგონი ამ ქვეყნიდან გასული იყავი.
-ჯანდაბა გავგიჟდები!-დავიწკმუტუნე და თმები ავიჩეჩე.
-რატომ?
-ჩემთან შეხვედრა არ უნდა.. მხოლოდ მწერს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ეს კი მე არ მაკმაყოფილებს.
-კარგი რა მოგივიდა...
-მენატრება, ხუთი დღეა უკვე არ მინახავს, მგონი ქუჩაში რომ შემხვდეს ვეღარ ვიცნობ.
-ჰეი, მისი მეგობრებიც ნახე, ხო?
-ხო... შემდეგ სემესტრში ჩვენთან გადმოდიან და შენც ნახავ.
-რა მაგარია. ისინიც სიმპატიურები არიან?
-კი..-ვთქვი მოწყენილი ხმით.
-ჰეი კვატო გამოფხიხლდი, ტელეფონი გირეკავს.-მაშინვე გამოვფხიზლდი და ტელეფონს დავწვდი, კინაღამ ლოგინიდან გადავვარდი.
-ვონო, რატომ არ მპასუხობდი?
-მაპატიე, როგორ ხარ? ძალიან მოგენატრე?-ჩაიცინა.
-არა სულაც არა!-გაბრაზებულმა ვუთხარი.
-მხოლოდ ერთი კვირა მოითმინე და მნახავ.
-რას აპირებ, იმიჯთან დაკავშირებით?
-მგონი მთლიანად ვიცვლები არ ვიცი.
-იქნებ მანამდე მოვახერხოთ და შევ..
-სულსწრაფო არსებავ! მოითმინე და მნახავ.
-ხუმრობ? კარგი რაა...
-ჩვენ ხომ შევთანხმდით?
-კარგი, კარგი.. ჩუმად ვარ.-ორივე გავჩუმდით.-ახლა რას აკეთებ?
-ჩემი ბედნიერების ორი წელი დასრულდა, ჩემი მშობლების სახლში დავბრუნდი, სამწუხაროდ.
-არ გიხარია?
-არა.
-რატომ?
-შენ ჩემს მშობლებს არ იცნობ, თორემ ამას არ მეტყოდი. ხო მართლა დედაშენისთვის არ გითქვამს, რომ ერთად ვართ?
-არა.. არ ვიცი ეს როგორ ვუთხრა, თან არც მინდა რომ ჩემს პირადზე ყველაფერი იცოდეს ჯერ. თანაც მხოლოდ ხუთი დღეა რაც ოფიციალურად ერთად ვართ.
-რატომღაც არც მე არ მინდა, რომ ჩვენმა მშობლებმა ჩვენს ერთად ყოფნაზე გაიგონ...-ჩაილაპარაკა ჩუმად.
-რატომ?-ის ხმას არ იღებდა.
-უაზრობაა... ჩემი ცხოვრება..-მოულოდნდლად თქვა.
-ჰეი, რა გჭირს?
-არაფერი დაივიწყე, ვთიშავ.-თქვა და მაშინვე გათიშა.
-შემხვდიო?
-არა.. ცოტა უცნაურად იქცევა, რაც თავისი მშობლების სახლში მივიდა.
-ნეტავ რატომ?
-საიდან უნდა ვიცოდე.. მე ვიძინებ, შენც მალე დაწექი.
***
ერთი კვირა ძალიან გაიწელა, მაგრამ როგორც იქნა სკოლაში წასვლის დროც დადგა. ლოგინიდან ბედნიერი წამოვხტი და სარკეში ჩავიხედე.
-როგორც იქნა ვონოს ნახვა მეღირსება.-ვთქვი, გავიზმორე და აბაზანაში შევედი. რამდენიმე წუთში მზად ვიყავი.
-ასეთი ბედნიერი რატომ ხარ?-მკითხა დედამ და ჩაიცინა.
-უბრალოდ სკოლის დაწყება ძალიან მიხარია.-ვუთხარი და გავიცინე.-მე მივდივარ!
-დამელოდე ერთად წავიდეთ.
-არა უნდა გაციქცე, მეჩქარება!-დავიყვირე და სახლიდან გავვარდი. ავტობუსის გაჩერებამდე სირბილით მივედი, ავტობუსი რამდენიმე წუთში მოვიდა და მეც თხუთმეტ წუთში სკოლაში ვიყავი. კლასში შევედი, იქ სემი დამხვდა. ჩემს მერხთან იჯდა და მელოდებოდა.
-ჰეი!
-როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახავხარ.-გავუღიმე და მაგრად ჩავეხუტე.-როგორც ჩანს ჯერ არ მოსულან.-ჩვენ ვლაპარაკობდით, მანამდე კლასიც შეივსო, სანამ მასწავლებელი შემოვიდა მანამდე კლასი სამი ბიჭი შემოვიდა. ის სამი ბიჭი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდი. ყველა მათ უყურებდა, ვონო არ ჩანდა, რადგან აიემი და მინჰიუკი ეფარებოდნენ, ჩვენკენ წამოვიდნენ და როგორც იქნა დავინახე.
-არ მჯერა!-დავიწკმუტუნე და ჩავეხუტე. მთელი კლასი ჩვენ გვიყურებდა ჯემინი და მისი მეგობრებიც გაკვირვებულები გვიყურებდნენ.-ძალიან მაგრად გამოიყურები.- ჩავჩურჩულე ყურში და მოვშორდი.
-ჩვენც აქ ვართ.-თქვა აიემმა და გამიცინა.
-როგორც ჩანს ახალი ბიჭები გადმოვიდნენ..-თქვა ჯემინმა და ფეხზე ადგა, ის მე და ჰოსოკის წინ იჯდა.
-ოჰ.. შენ დიდებული ჯემინი ხარ არა?-გაიცინა მინჰიუკმა, მისი სიტყვები სავსე იყო სარკაზმით.
-დიახ..
-აქ ზიხარ?
-კი.
-ხო და დღეიდან ეს ჩემი ადგილია.-თქვა მინჰიუკმა და თავისი ჩანთა მერხზე დააგდო.
-ჰეი ბიჭო მე ვზივარ!
-ვის აინტერესებს?-გაიოცა მან და ცალყბად ჩაიღიმა.-დღეიდან აქ ვზივარ.-ისევ გაიმეორა და მისი ჩანთა გადააგდო.
-შენ!-დაუყვირა ჯემინმა და მუშტის გარტყმა დაუპირა, როცა მინჰიუკმა მისი ხელი დაიჭირა და ამოუტრიალა.
-რაო, გტკივა? დაახვიე აქედან!
-ხომ ვთქვი უცხოებთან ძალიან უხეშია-თქო.-გადმომიჩურჩულა ვონომ.-ხომ კარგად ხარ?
-კი ეს არაფერია..-მინჰიუკი და აიემი ჩვენ წინ დასხდნენ და ისინი ააგდეს. ჩვენი დამრიგებელი შემოვიდა.
-ოჰ, ახალ სახეებს ვხედავ. რატომ არ გაგვეცანით?
-საჭიროა?-იკითხა მობეზრებული ხმით მინჰიუკმა.
-კარგი იქნება.
-მე მინჰიუკი ვარ.
-მე ჩანკიონი.
-და მესამე?
-მე ჰოსოკი ვარ მას.-გაიცინა ვონომ და მთელმა კლასმა გაიოცა.
-ოჰ, შეცვლილხარ.-დედაჩემმა უხერხულად გაიღიმა და ჟურნალი მაგიდაზე დადო.
-კარგით, ახლა გაკვეთილს მივხედოთ.-დღე ძალიან მალე გავიდა, ამ ერთ დღეში მათ მოასწრეს თაყვანისმცემლების გაჩენაც.
-ახლა რა ვქნათ?-იკითხა აიემმა.
-სახლში უნდა წავიდეთ, არა?
-მოსაწყენია...
-მე სახლში უნდა წავიდე, ჩემი მშობლების თავი არ მაქვს.-ჩაილაპარაკა ვონომ.
-მეც სახლში მინდა.
-იქნებ ჩვენ წავსულიყავით სადმე?
-ჩვენ?
-მე, შენ და მინჰიუკი.
-არა დღეს მეზარება..-წაიდუდღუნა მინჰიუკმა.
-სახლში წასვლა არ მინდა, სადმე წავიდეთ რა.-სთხოვა აიემმა სემის.
-თუ გცალია, ჯობია დათანხმდე, თორემ თავს არ დაგანებებს.-გაიცინა ვონომ. სემი და აიემი ერთად წავიდნენ, მინჰიუკი სახლში წავიდა, ვონომ კი მე მიმაცილა.
***
დღეები სწრაფად გადიოდა და მას თვეებიც გაჰყვა, უკვე სამი თვე გავიდა. სკოლაში ჩვეულებრივად მიდიოდა ყველაფერი მინჰიუკი ჯემინს ცხოვრებას უმწარებდა, მაგრამ მათ არასდროს უჩხუბიათ, ან ჩემ თვალწინ არ გაუკეთებიათ ეს. მე და ვონო უკვე ოთხი თვეა რაც ერთად ვართ, მაგრამ ეს არც მისმა და არც ჩემმა მშობლებმა არ იციან.
ჩვენ ისევ სკოლაში ვიყავით.
-რადგან წლის ბოლო ახლოვდება და მალე გამოცდებიც მოგვიახლოვდება მინდა ლაშქრობაში წავიდეთ. ვფიქრობ, კარგი იქნება არა?
-რა თქმა უნდა, მას!
-ამ შაბათ-კვირას წავალთ, მოემზადეთ.-თქვა და კლასიდან გავიდა.
-აბა რას ფიქრობთ?-მოტრიალდა აიემი.
-მე მეზარება.-თქვა მინჰიუკმა და ისიც ჩვენკენ შემოტრიალდა.
-ნუ ხარ ზარმაცი, გავერთობით.
-შენ გაჩუმდი სტალკერო.
-აჰ.. მინჰიუკ კიდევ რამდენი ხანი უნდა მეძახო სტალკერი?-დავიწუწუნე.-ჰესუ მქვია. ჰესუ. აბა სცადე და თქვი, ჰე-სუ.
-სიკვდილამდე სტალკერი იქნები ჩემთვის.-თქვა და გაიცინა.
-არა, მართლა ჯობია წავიდეთ, ვფიქრობ, კარგი იქნება.
-ვონო მართალია.-საიდანღაც მოვიდა სემი.-წავიდეთ.
-კარგით, მეც წამოვალ.
*ლაშქრობა.*

-ბავშვებო აქ უნდა ჩამოვიდეთ და დარჩენილი გზა ფეხით გავიაროთ, ტყის გავლა მოგვიწევს, ასე, რომ ვეცადოთ არ გავიფანტოთ და ერთად ვიაროთ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-ბავშვებო აქ უნდა ჩამოვიდეთ და დარჩენილი გზა ფეხით გავიაროთ, ტყის გავლა მოგვიწევს, ასე, რომ ვეცადოთ არ გავიფანტოთ და ერთად ვიაროთ.-თქვა ჩვენმა დამრიგებელმა. ძალიან ბევრი ვიარეთ და დასვენება მოგვინდა.
-იქნებ ვინმეს ხის წვრილი ტოტები შეეგროვებინა ცეცხლს დავანთებდით და აქ გავშლიდით კარვებს.-თქვა სპორტის მასწავლებელმა. სემი და აიემი სადღაც გაქრნენ, ვერც მინჰიუკსა და ვონოს ვერ ვხედავდი, ამ უნამუსოებმა მარტო დამტოვეს.
-საყვარელო შენ ხომ არ წახვიდოდი?-მკითხა დედაჩემმა.
-ჰესუ და ჯემინ, თქვენ წადით და შეშა შეაგროვეთ კოცონისთვის.-გვითხრა სპორტის მასწავლებელმა. თავი დაძაბულად ვიგრძენი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. როცა მათ მოვშორდით, ჯემინმა უცებ ლაპარაკი დაიწყო.
-მოგწონს არა შენი ახალი ცხოვრება, ჰოსოკთან... უფროსოწრად ვონოსთან.-გაიცინა. მისთვის არაფერი მითქვამს.-ბიჭს მეგობრები გამოუჩნდა და ახლა თავი ყველაზე მაგარი ჰგონია? არა და ადრე ჩემი ჩმორი იყო..-ჩაიცინა.
-შეწყვიტე ამაზე საუბარი.
-რატომ? არ მოგწონს?-თქვა და მომიახლოვდა.
-კარგად იცი, რომ ისინი შენზე ძლიერები არიან და შენზე კარგად ჩხუბობენ, უბრალოდ აღიარე.
-გინდა ვიჩხუბოთ, გინდა ეს შენ თვალწინ გავაკეთოთ?-კიდევ უფრო მომიახლოვდა და ხეზე მიმაყუდა.-იქნებ საბოლოოდ შეგეკრას სუნთქვა და ვეღარასდროს ჩაისუნთქო..?-ის უცებ მომშორდა და გზა განაგრძო.-სწრაფად იარე, არ ჩამომრჩე თუ არ გინდა, რომ დაიკარგო და ღამე მარტომ გაატარო ტყეში.-ის ძალიან სწრაფად დადიოდა, ძლივს ვეწეოდი, შევამჩნიე რომ თასმა მქონდა გახსნილი, ხის ტოტები მიწაზე დავაწყვე და თასმა შევიკარი, შემდეგ ყველაფერი ისევ ავიღე და მივიხედ-მოვიხედე... ჯემინი არსად ჩანდა.
-ჯემინ!!-დავიყვირე, მაგრამ პასუხი არავინ გამცა.-ჯემინ სად ხარ?!-ისევ ვიყვირე, უკვე ბნელდებოდა, ამიტომ რაც შეიძლებოდა სწრაფად უნდა მივსულიყავი ჩვენს ადგილას.-ჯემინ ნუ მეთამაშები!!! მეშინია!-ის არსად ჩანდა და მხოლოდ ახლა გავაანალიზე, რომ ტყეში დავიკარგე.

First LoveWhere stories live. Discover now