თავი 12

428 43 2
                                    

*Wonho's P.O.V*
უკვე დაბნელდა და წვიმაც იწყებოდა, ჩემს მაჯის საათს დავხედე, რვის ნახევარი იყო.
-ჰეი აიემ ჰესუ ხომ არ გინახავს?
-არა. სემი ჰესუ არ გინახავს?
-არა..-პანიკაში ჩავვარდი, იქვე მდგარ ჩემ კლასელსაც ვკითხე, მან კი მიპასუხა.
-მგონი ჰესუ იყო, ჯემინთან ერთად მიდიოდა შეშის შესაგროვებლად.
-რა?
-ჯემინი ახლა სად არის?-ჰკითხა მინჰიუკმა.
-არ ვიცი.. ალბათ, უკვე მოვიდოდნენ, რამდენიმე საათის წინ წავიდნენ.-მას მოვშორდით თუ არა ჯემინს მოვკარი თვალი, თავის მეგობრებს ელაპარაკებოდა.
-ჰესუ სად არის?
-მე რა ვიცი...-მითხრა და ისევ გააგრძელა ლაპარაკი.
-ბიჭო, მე შეგეკითხე!
-და მეც ვთქვი არ ვიცი!
-ის შენთან ერთად იყო, ერთად არ დაბრუნებულხართ?
-არ ვიცი! შემეშვი!
-ჰეი, ჯემინ მომისმინე.-ახლა მინჰიუკი მივიდა და საყელოში სწვდა.-სად არის ჰესუ? ახლავე თქვი თუ არ გინდა, რომ აქ მინი შოუ დავდგა.
-არ ვიცი-თქო!-მინჰიუკმა ვეღარ მოითმინა და სახეში მუშტი გარტყა.-ვიცი რომ შენთან ერთად იყო მარტო ტყეში, მითხარი მას რა უქენი?!-დაუღრიალა მინჰიუკმა და ყველამ ჩვენ გამოგვხედა.
-აქ რა ხდება?-იკითხა სპორტის მაწავლებელმა.
-შენ ვინ ჯანდაბა ხარ? მისი შეყვარებული არ ღელავს ასე, შენ რა ჯანდაბა გინდა?
-გეყოფათ!-ახლა ჩვენი დამრიგებელი მოვიდა.
-დიახ, მე ის ტყეში დავტოვე, ახლა ის ტყეშია მარტო! საკმარისია? ის ძუკნა მე ტყეში დავტოვე!-დაიყვირა ჯემინმა. წონასწორობა დავკარგე და პირველად არ დავემორჩილე მასწავლებელს. მას გამწარებული მივვარდი და სახეში მუშტი გავარტყი, წაბორძიკდა მაგრამ არ წაქცეულა, ფეხი მუცელში ჩავარტყი და ისიც ჩაიკეცა.
-ჰოსოკ გეყოფა!-მიყვიროდა ორივე მასწავლებელი, მაგრამ მე ვერ ვჩერდებოდი. ჯემინს გამეტებით ვურტყამდი მუშტებს და ბოლო ხმაზე ვღრიალებდი.
-შე ნაბიჭვარო! მე გაგაფრთხილე, რომ არ გაცოცხლებდი თუ მას ისევ შეეხებოდი! მე გაგაფრთხილე!-სპორტის მასწავლებელმა როგორღაც მომგლიჯა ჯემინს.
-გეყოფა!
-თუ მას სხეულზე ერთი ნაკაწრი მაინც ექნება... გპირდები ჯემინ... ვერ გადამირჩები...
-ვნახოთ ლუზერო!-მიყვირა და გიჟივით იცინოდა.
-გამიშვი!-ვუყვირე სპორტის მასწავლებელს და როგორღაც თავი დავაღწიე მისი მკლავებიდან. ახლა ჰესუს დედა გადამიდგა წინ.
-გაჩერდი გთხოვ, ასე ჰესუს ვერ იპოვი.-მითხრა ჩუმად და მეც ოდნავ დავმშვიდდი.
-უნდა წავიდე.-ვთქვი და გავიქეცი.
-საწვიმარი მაინც ჩაიცვი!-გავიგონე აიემის ყვირილი. მაგრამ რა დროს საწვიმარი იყო, როცა ჰესუ ღამე, ამ წვიმაში ტყეში იყო, თანაც სრულიად მარტო.
-ჰესუ!!-დავიყვირე, მაგრამ, რა თქმა უნდა, პასუხი არავინ გამცა.-ჰესუ, სად ხარ?!-მთელი ნახევარი საათი უშედეგოდ ვეძებდი. მთლიანად სველი ვიყავი.-ჰესუ..!-ყვირილის თავი აღარ მქობდა, მთელი ნახევარი საათი გიჟივით დავრბოდი.
-ვონ..ო...-გავიგე ვიღაცის სუსტი ხმა და სილუეტსაც მოვკარი თვალი, რომელიც ჩემკენ მოდიოდა.
-ჰესუ?-მეც მისკენ წავედი. მან ხელები ძლიერად მომხვია და ჩამეხუტა. მაშინვე ატირდა. მთელი სხეული უკანკალებდა.
-მეგონა... სამუდამოდ აქ დავრჩებოდი... მე მართლა მეგონა...
-დამშვიდდი მე შენთან ვარ... დამშვიდდი.
-ვონო... შენც ხომ არ დაიკარგე? იცი აქედან როგორ უნდა გავიდეთ?
-რა თქმა უნდა, სულელო. წავიდეთ.-მან ფეხი გადადგა, მაგრამ ჩაიკეცა.-რ.. რა გჭირს?
-დავეცი და მუხლი ვიტკინე... ფეხსაცმელმაც მატკინა ფეხი.-მე მის წინ ჩავიმუხლე.
-შემაჯექი.
-შენც დაღ..
-მიდი შემაჯექი, რას ელოდები? არ მინდა აქ დავრჩე.-მე ის ზურგზე შევისვი, მან კი ხელები ყელზე მომხვია, რომ არ გადავარდნილიყო.
-ვონო... როცა აქ მარტო ვიყავი, რაღაცაზე დავფიქრდი.
-რაზე?
-იმაზე, რომ ძალიან მიყვარხარ.-ჩავიცინე და მას გავხედე, ჰესუს თავი ჩემს მხარზე ედო.-მაინტერესებს შენ რას გრძნობ?
-რავი... მე იმისთვის გეძებდი, რომ მეთქვა დავშორდეთ-თქო...
-რა?
-ვხუმრობ, რა თქმა უნდა, ძალიან ძალიან მიყვარხარ.-შევამჩნიე, როგორ გაწითლდა. ორივე გავჩერდით, ხმა არცერთს არ ამოგვიღია.
-ხომ არ მიმატოვებ?-თქვა მოულოდნელად.
-რატომ უნდა მიგატოვო?-გავიკვირვე, მგონი ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრ რაღაცაზე დაფიქრდა.
-მიპასუხე. მინდა რომ დამპირდე.
-გპირდები არასდროს დაგტოვებ და სამუდამოდ მეყვარები, მხოლოდ შენ ჰესუ.
-კარგი.-გამიღიმა.-ხომ არ მომატყუებ? ყველაზე მეტად ტყუილს ვერ ვიტან.
-არა არასდროს, გპირდები! ერთმანეთთან გულწრფელები ვიქნებით.-ის ისევ გაჩერდა, მეც არ მინდოდა ლაპარაკი. ჩვენი კარვები დავინახე.
-მიყვარხარ ვონო.-ჩამჩურჩულა ყურში. უცებ გავჩერდი.
-მეც მიყვარხარ, ჰესუ.-როგორც იქნა ჩვენს ადგილას მივაღწიეთ, ერთი შეხედვით მიხვდებოდით, ვინ ეძებდა ჰესუს და ვინ არა. გარეთ მხოლოდ ხუთი ადამიანი იდგა. მინჰიუკი, სემი, აიემი და ჰესუს დედა, რომლებსაც შეშინებული სახე ჰქონდათ და აშკარად ეტყობოდათ, რომ ბევრი ირბინეს. მეხუთე კი ჩვენი სპორტის მასწავლებელი, რომელიც გაბრაზებული იყო, რადგან ვიღაც მოსწავლის გამო წვიმაში სირბილი მოუწია. ჰესუ ნელა ჩამოვსვი.
-მაპატიეთ, რომ განერვიულეთ.-თქვა სუსტად.
-საყვარელო იცი მაინც როგორ შემაშინე?-თქვა დედამისმა და ჩაეხუტა.-სად იყავი?
-ტყეში.-ჩაიცინა მან.
-აჰ ჰესუ!-ახლა სემის ჯერი იყო, მან აიემს ხელი გაუშვა და ჰესუს ჩაეხუტა. მოიცა... მას და აიემს ხელები ჰქონდათ ჩაკიდებული? ალბათ შემეშალა, ამ სიბნელეში კარგად ვერაფერს ვხედავ. მინჰიუკიც და აიემიც გადაეხვივნენ.
-გამოიცვალეთ და ეცადეთ დაიძინოთ, ხვალ დილას დავბრუნდებით.-თქვა ჰესუს დედამ.
-ჰეი სტალკერო, იცი მაინც როგორ მოვიწყინე შენს გარეშე?-თქვა მინჰიუკმა და ჰესუს თმა აუჩეჩა.-ამიტომ ასე აღარ გაქრე, კარგი?-ჰესუმ თავი დაუქნია და ჩვენც ჩვენ-ჩვენს კარვებში შევედით. გამოვიცვალე, თმა გავიშრე და საძილე ტომარაში გავეხვიე. მინჰიუკი ჩემ გვერდით იყო და ისიც დაძინებას ცდილობდა.
-იცი.. დღეს ჰესუმ პირველად მითხრა, რომ ძალიან ვუყვარდი.
-აქამდე ეს სიტყვა ერთმანეთისთვის არ გითქვამთ?
-მას არ უთქვამს ჩემთვის.-ვთქვი და გავიღიმე.
-შენმა მშობლებმა გადაიფიქრეს?-მკითხა მოულოდნელად.
-არა.-ვთქვი და ის ბედნიერი ღიმილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩემს სახეს ამშვენებდა, გაქრა.-მათ ხომ იცნობ... ვერ გდააფიქრებინებ იმას, რასაც გადაწყვეტენ.
-ვიცნობ. მაგრამ არ მინდა ყველაფერი ასე დასრულდეს.
-არც მე.. უნდა გადავაფიქრებინო.
-ეს რთული არ იქნება?
-ვფიქრობ, რომ ასე იქნება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს... თუ ვიგრძნობ, რომ ვმარცხდები, ისევ წავალ სახლიდან.-ვთქვი და თვალები დავხუჭე.
-ეცადე, რომ შენმა მშობლებმა ეს სისულელე გადაიფიქრონ.
-ვეცდები.

First LoveWhere stories live. Discover now