როცა თვალები გავახილე, მივხვდი, რომ ექიმის კაბინეტში ვიწექი.
-გაიღვიძე?-მკითხა ვონომ.-ძალიან შემაშინე.-თქვა და გამიღიმა.-ექიმმა თქვა რომ გადაიღალე და როგორც ჩანს კარგადაც არ გძინავს, რამე გაწუხებს?
-ეს მე უნდა გკითხო.-ვუთხარი სუსტად.-რა გემართება? საერთოდ შეიცვალე.
-როცა დრო მოვა ყველაფერს აგიხსნი... ახლა ვერაფერს გეტყვი.
-წადი.. მაშინ წადი.
-ჰესუ...
-მარტო ყოფნა მინდა! წადი.-მან შუბლზე მაკოცა და წავიდა. ისევ დავიძინე.*ერთი კვირის შემდეგ.*
შაბათი იყო, გამოცდები ერთ კვირაშია, ამიტომ დილიდანვე მეცადინეობა დავიწყე. დედაჩემიც სახლში იყო და თავის საქმეს აკეთებდა. დაახლოებით ოთხი საათი იქნებოდა, როცა კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.
-მე გავაღებ.-თქვა დედაჩემმა და კარების გასაღებად გავიდა.
-გამარჯობათ.
-აქ რამ მოგიყვანა?
-ჰესუ სახლშია?
-კი, შემოდი.-ვონო მისაღებში შემოვიდა და ჩემს გვერდით, სკამზე ჩამოჯდა.-წვენს მოგიტან.
-გმადლობთ.-დედაჩემი სამზარეულოში გავიდა.
-არ მეცადინეობ? აქ რატომ ხარ?
-პაემანი.. ჩვენი პირველი ნორმალური პაემანი...
-რა?
-დღეს პაემანი გვექნება. ნორმალური, სადაც მხოლოდ ჩვენ ვიქნებით.
-ერთ კვირაში გამოცდებია, გაგიჟდი, რა დროს პაემანია?
-გამოიცვალე და წავიდეთ.
-აჰ, ვონო!
-მიდი, მე გამეცადინებ შემდეგ, გპირდები.-მითხრა და მეც ავდექი.
-სადმე მიდიხართ?
-უნდა გავისეირნოთ.
-კარგი, თქვენც დასვენება გჭირდებათ.-გაგვიღიმა დედაჩემმა. ჩემს ოთახში შევედი და ნახევარ საათში მზად ვიყავი. ჩემი ოთახიდან გამოვედი ვონო ტელეფონს ხელში ატრიალებდა და ფეხს ათამაშებდა.
-აჰ.. ძალიან ლამაზი ხარ..-ჩაილაპარაკა.
-მადლობა.-გავიღიმე.-წავიდეთ.-ჩვენ სახლიდან გავედით და ქუჩაში ნელა მივაბიჯებდით.
-სად წავიდეთ?
-კინოში. ნუ ასე იქცევიან სხვა წყვილები...-ჩვენ კინოში ვიყავით, შემდეგ ერთად ვივახშმეთ, ბოლოს კი პარკში ვსეირნობდით, როცა ვონო გაჩერდა და წინ დამიდგა, ჯიბიდან რაღაც პატარა ყუთი ამოიღო და გამიღიმა.
-ვიცი, რონ წყვილები ამას აკეთებენ.-თქვა და ერთი ბეჭედი აიღო.-წყვილის ბეჭდები.-ისევ გამიღიმა და თითზე გამიკეთა, შემდეგ კი მე გავუკეთე.
-ძალიან ლამაზია..-ვთქვი და ჩვენს ხელებს დავხედე.
-მაპატიე...-თქვა მოულოდნელად.
-რატომ?
-არ ვიცი.. უბრალოდ მაპატიე, შეიძლება ადრე გავაკეთე ისეთი რამ რისთვისაც უნდა მოვიბოდიშო.
-შენ არაფ....
-ან შეიძლება მომავალში გავაკეთო ისეთი რამ... ამიტომ მინდა მაპატიო.
-ვონო რა სულელი ხარ.-ჩავიცინე.-ძალიან მიყვარხარ.-ვუთხარი და ჩავეხუტე.
-მეც..-ჩამჩურჩულა ყურში. ვონოს ტელეფონმა დარეკა.
-უპასუხე.-ვუთხარი და გავიწიე, მან ტელფონს დახედა და გათიშა.
-არაფერია..-მისმა ტელეფონმა ისევ დარეკა და ვონომაც ისევ გათიშა.
-იქნებ რამე ხდება, უნდა უპასუხო.
-მათი თავი არ მაქვს. ახლა შენთან....-მისმა ტელეფონმა ისევ დარეკა და ვონომ ისევ გაუთიშა და ახლა ტელეფონიც გათიშა.-ისევ უაზრობაზე დაიწყებენ საუბარს და განწყობას გამიფუჭებენ, ამიტომ არ მინდა ვუპასუხო.-მან თავის მაჯის საათს დახედა.-ცხრა დაიწყო.. ახლა რა გავაკეთოთ? ჯერ არ მინდა სახლში წავიდეთ.
-არ ვიცი..-ვთქვი და პარკში საქანელაზე ჩამოვჯექი.
-სახლში გინდა?
-შენთან..
-ჩემს სახლში? მაპატიე, მაგრამ მარტო აღარ...
-შენთან ერთად ყოფნა მინდა სამუდამოდ, არა აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები, მთავარია ჩემს გვერდით იყო.-გაუაზრებლად ვთქვი ეს სიტყვები, მაგრამ მართალი იყო. მე მხოლოდ ის მჭირდება და მისი სიყვარული. ვონომ ჩაიცინა და მომიახლოვდა.
-კარგი.. მუდამ ერთად ვიყოთ.-თქვა და თავზე მომეფერა. საათ ნახევარი ისევ დავსეირნობდით და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ სახლში წავსულიყავით. მან სახლამდე მიმაცილა.
-მადლობა დღევანდელი დღისთვის, ძალიან კარგი იყო.
-ჰესუ მე...-დაიწყო და გაჩერდა.
-რა?
-სკოლის... სკოლის დამთავრების შემდეგ გეტყვი... შენთვის დიდი ხანია რაღაც მაქვს სათქმელი.
-კარგი.-თავი დავუქნიე და გავუღიმე, შემდეგ შევტრიალდი და კორპუსში უნდა შევსულიყავი, როცა ვონომ მაჯით დამიჭირა და შემომატრიალა.
-რამე ხომ არ დაგავიწყდა?
-არა... მგონი არა..-მან თავი გააქნია და უფრო ახლოს მოიწია, თმაში ხელი შემიცურა და ჩემს ტუჩებს გემო გაუსინჯა. როცა გაიწია ჩამომხედა და გამიღიმა.
-მარწყვის გემო ჰქონდა..
-ტუჩსაცხი იყო.. მარწყვის..-ვთქვი და თავი დავხარე, რომ მას ჩემი სიწითლე არ დაენახა.
-ახლა კი წადი.-მითხრა თუ არა, მაშინვე გავიქეცი და სადარბაზოში შევვარდი. გული ძალიან სწრაფად მიცემდა. მგონი დროა სხვა არაფერზე ვიფიქროთ და ბედნიერები ვიყოთ, არა? დავმშვიდდი, სერიოზული სახე მივიღე და სახლში შევედი. მისაღებში სავარძელში ჩავჯექი და სახეზე ხელები ავიფარე.
-მეგონა უბრალოდ გაისეირნებდით..
-დე!! მგონი შენი შვილი ყველაზე ბედნიერი გოგოა მთელს მსოფლიოში!
-საყვარელო..-მითხრა და გვერდზე ჩამომიჯდა.
-რამე ხდება?
-აქ ყოფნა.. ძალიან გინდა?
-კი.. რატომ მეკითხები?
-სამსახური შემომთავაზეს..
-ეს ხომ შესანიშ....
-ინგლისში.-დააყოლა ჩუმად.
-არ მითხრა, რომ წასვლა გინდა, დედა გთხოვ.. ჩვენ აქაც კარგად ვართ.
-ვიცი, საყვარელო. ამიტომ ჯერ არ დავთანხმებულვარ, არ მინდა პირდაპირ ვუთხრა უარი, მოსაფიქრებლად ათი დღე მომცეს.-შვებისგან ამოვისუნთქე.
-ჩვენი გადაწყვეტილება არც ათ დღეში და არც ერთ თვეში.-ვთქვი და გავუღიმე.
-რა თქმა უნდა.
*Wonho's P.O.V*
როცა სახლში შევიდა, მეც წამოვედი. რამდენიმე წუთის წინ, კინაღამ, რაღაც სისულელე გავაკეთე! კიდევ კარგი არ წამომცდა, თორემ განწყობას გავუფუჭებდი. არა.. ეს ყველაზე მარტივი ნათქვამია.. "განწყობას გავუფუჭებდი." გამოცდების მერე აუცილებლად ვეტყვი, სხვა გზა არ მაქვს, მანამდე თუ ვერაფერი მოვახერხე... ყველაფერი ჩემს თვალწინ დაიმსხვრევა. სახლის კარი შევაღე თუ არა, მამაჩემის ხმა გავიგონე.
-როგორ გაბედა ამ თავხედმა ლაწირაკმა ტელეფლნის გამორთვა და ჩემი დაიგნორება?!
-ალბათ, დაკავებ...
-რითი?!
-მოვედი..-ჩავილაპარაკე ჩუმად.
-აქ მოდი.-მითხრა მან, მაგრამ მე ჩემს ოთახში ავედი და პირველი რაც დავინახე იყო, კედლის ცარიელი ნაწილი.
-ჩემი ნახატები სად გაქრა?!-ქვემოთ ჩავედი.
-როგორც იქნა მოხვედი.
-ჩემი ნახატები სადაა?
-რაში გჭირდებოდა ეს უაზრო, არაპროფესიონალის დახატული ნახატები, ჩვენს მოსამსახურეს ვუთხარი, რომ გადაეყარა.-მიპასუხა მამამ.
-უაზრო? არაპროფესიონალი? ჩემს ოთახში რა უფლებით შეხვედით?
-ჰოსოკ დამშვიდდი.
-სად არის ჩემი ნახატები?!
-ნაგავში!!
-ჩემგან რა გინდათ? რა ჯანდაბას ითხოვთ ჩემგან?!-წონასწორობა დავკარგე და დავიღრიალე.-ეგ ნახატები პროფესიანოლის თუ არაპროფესიონალის დახატულია, ეგ შენი საქმე არაა! მე მომწონდა და ოთახში მეკიდა, რა უფლებით ჩამოხსენით და რა უფლებით გადაყარეთ?!
-ნუ მიყვირი!!
-მაშინ ისე ნუ მექცევი თითქოს ადამიანიც არ ვიყო.-შევუღრინე.
-ჰოსოკ, რას ამბობ.. შეწყვიტეთ.-დედამ ჩვენი დამშვიდება სცადა.
-ჩაშალე ეს ქორწილი.-ვთქვი ჩუმად.-ჩაშალე ეს დაწყევლილი ქორწილი!
-ეს ჩვენი ოჯახისთვის და ჩვენი კომპანიისთვისაა კარგი.
-ისევ...-ჩავიცინე.-ისევ ეს კომპანია. ყოველთვის ჩემზე წინ შენს კომპანიას აყენებ.
-დიახ, რადგან მის აშენებას და ფეხზე დაყენებას წლების განმავლობაში ვცდილობდი.
-პირდაპირ მითხარი.. მე მიშვილეთ?
-ჰოსოკ დამშვიდდი.. საყვარელო შენც დაწყნარდი.
-მიპასუხეთ.
-რა თქმა უნდა, არა.
-აბა ასე რატომ მექცევით?
-შენს ოთახში ადი.-თქვა მამამ.
-ეს ქორწილი არ შედგება.-გამომცრა.
-შენი დანახვა აღარ მინდა, შენს ოთახში ადი!-დაიყვირა მან. ჩემს ოთახში, რა თქმა უნდა, არ ავსულვარ. სახლიდან გავვარდი და მინჰიუკთან წავედი.
YOU ARE READING
First Love
Fanficფიკი არის სკოლის "ლუზერსა" და ჩვეულებრივ გოგოზე, რომელიც ვერ იტანს ძალადობას და მიუხედავად იმისა, რომ სუსტია, მაინც ახერხებს დაეხმაროს მას და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალოს. როგორც ყოველთვის ხდება, მათაც შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ იქნება მა...