***

1.4K 152 23
                                    

თბილი დღე იყო. ერთ-ერთი კაფე ისეთ მშვიდ ადგილას მდებარეობდა, რომ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე პარკიდან გამომავალი ხმაური მასში აღწევდა. თვითონ კაფე ძალიან მყუდროდ გამოიყურებოდა, სასიამოვნო მუსიკა უკრავდა. ეს ტეს საყვარელი ადგილი იყო. ის ფანჯარასთან იჯდა და ნაყინს ჭამდა, თან ღრუბლიან ცას ათვალიერებდა. ფიქრობდა რით გაერთო თავი. ამ დროს რაღაც ხმაური მოესმა, რაც გაუკვირდა, რადგანაც ამ კაფეში მის გარდა იშვიათად თუ შემოდიოდა ვინმე. ტემ თავი მიაბრუნა და ნაცრისფერთმიანი ბიჭი დაინახა, რომელიც მის წინ მდგომ მაგიდას მიუჯდა. V ბიჭს კარგა ხანს ათვალიერებდა. ნაცრისფერთმიანმა მისი მზერა ვერ იგრძნო, რადგან თავისი ტელეფონის გარდა ვერაფერს ამჩნევდა. მას შავი, ღრმად ამოჭრილი მაისური, ლურჯი ჯინსის ქურთუკი და შარვალი, ფეხზე კი კედები ეცვა. ბიჭის სახე ძალიან ნატიფი და საყვარელი იყო: ღია ყავისფერი თვალები, კოხტა ცხვირი, ოდნავ პუტკუნა ლოყები და სავსე, მოწითალო ტუჩები. ნავარჯიშებ ტანთან შედარებით ძალიან ბავშვური სახე ჰქონდა. ტეჰიონმა მზერა მოაშორა. ამოიოხრა. უცნობი ბიჭის ტელეფონის დანახვაზე მას გაახსენდა ერთი საინტერესო აპლიკაცია, რომელიც ტელეფონში ცოტა ხნის წინ ჩაიწერა. „ანონიმური ჩატით მაინც გავერთო",- ამ ფიქრით V-მ ჩაიღიმა და <<Create Conversation>> -ს დააჭირა. მოსაუბრე წუთშივე გამოჩნდა.

(UP - Unknown Partner;  V - ტეჰიონი)

UP: გამარჯობა!)

V: გამარჯობა) რა გქვია?

UP: ჯიმინი, შენთვის ჩიმ-ჩიმი ;) და შენი სახელი თოჯინა?

V-ს გაეღიმა.

V: ტეჰიონი, მაგრამ შეგიძლია უბრალოდ ტე დამიძახო ) რამდენი წლის ხარ ჩიმ-ჩიმ?

UP: 21-ის, შენ?

V: მეც.

UP: სად ცხოვრობ?

V: კორეაში :P

-ეგ ისედაც გასაგებია, ეს ხომ კორეული ჩატია! - უცებ წარმოთქვა ტეს წინ მჯდომმა.

Unknown PartnerWhere stories live. Discover now