ნაწილი II

351 36 4
                                    

პროლოგი

დრო გავიდა, მაგრამ პირველი სიყვარულის დავიწყება იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე გეგონათ.
რა მოხდება თუ მათი გზები ისევ გადაიკვეთება? იქნებიან ისინი ისევ ბედნიერები, თუ არა? ყველაფერი შეიცვალა... ის ადამიანიც კი, რომელსაც გეგონა იცნობდი, რადიკალურადაა შეცვლილი. არაფერი აღარაა ისეთი, როგორც ათი წლის წინ იყო და როგორ შეიძლებოდა გრძნობებს ამ დროსთვის გაეძლო?..

"-კრის არასწორად გაიგე, გთხოვ მომისმინე!-ჩემი ოფისიდან გამოვვარდი და კრისს ხელში ჩავწვდი.-გთხოვ მომისმინე.. მე შენ მიყვარხარ...
-მატყუარა! მე შენ გენდობოდი, შენ კი დირექტორთან გააბი რომანი?-დამიყვირა.
-კრის ამას ნუ ამბობ, ჩვენ ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს.. გთხოვ...-მან ხელი აიქნია და წამაქცია.
-არაფერი? შენ ამას არაფერს ეძახი?-დამიყვირა.
-კრის...
-ამის შემდეგ ნდობის მოპოვება გაგიჭირდება.-დამხედა და გაბრაზებული წავიდა, ცრემლები წამომივიდა, ერთ თვეში უკვე ქორწილი გვქონდა და ახლა ყველაფერი დასრულდა.
-გტკივა?-ჩემი ოფისიდან ვონო გამოვიდა.-ძალიან გტკივა?-ისევ მკითხა და ჩემ წინ ჩაჯდა.
-ეს შენ მოაწყვე?
-როგორ გეკადრება.. მე ამას როგორ გავაკეთებდი...-ჩაიცინა.
-რა გინდა?!
-ახლა გრძნობ? გრძნობ რა საშინელებაა, როცა შენ საყვარელ ადამიანს საკუთარ სისწორეში ვერ აჯერებ?-გაჩერდა.-მაგრამ შენ მას მართლა ატყუებდი. მე კი... მე კი შენთან მართალი ვიყავი.-ჩაიცინა და თავი გააქნია.-ახლა შენც იგივეს გრძნობ, რასაც მე ვგრძნოვდი ათი წლის წინ, არა? თურმე ძალიან მტკივნრული ყოფილა, არა?!-ხმას აუწია და გაბრაზებული მიყურებდა.
-არაადამიანო!
-არაადამიანი? ეს ძალიან მარტივი ნათქვამია..-ჩაიცინა.
-მონსტრი ხარ!-ამ სიტყვებზე გამომეტყველება შეეცვალა. ის წამოდგა და შეტრიალდა.
-ნეტავ ვინ მაქცია ასეთად, შენ ხომ არა?"

First LoveWhere stories live. Discover now