ეჰჰჰ... მართალია სასტიკად დავიღალე მაგრამ მივხვდი, რომ ასეთ დრამატულ ნოტაზე დამთავრება ჩემი მხრიდან სისასტიკე იქნებოდა ასე რომ... fighting😤
რამდენიმე ხნის შემდეგ მართლაც გაწვიმდა და არა უნრალოდ გაწვიმდა, უძლიერესი შტორმი დაიწყო.
იმის მიუხედავად, რომ ფანჯრები დახურული იყო, სია იაოს გარკვევით ესმოდა გარეთ რაც ხდებოდა. წვიმის წვეთები რაფაზე ხმამაღლა ეცემოდნენ და სია იაოს გულს წვრილ ნამსხვრევებად აქცევდნენ. ის მივიდა ფანჯარასთან და გარეთ სიმწრით გაიხედა. მარტო წვიმა რომ ყოფილიყო სიტუაცია კიდევ ადატანი იქნებოდა, მაგრამ წვიმას თან ჭექსქუხილი და ძლიერი ქარი მოყვა, ხოლო ქოლგა იუან ცზუნის ხელში საშინელ მდგომარეობაში იყო.
- მანქანაში წაეთრიე!- ბრაზიანად წამოყვირა სია იაომ. მაგრამ, საბოლოო ჯამში მან ვერანაირი ზემოქმედება ვერ მოახდინა იუან ცზუნზე და მხოლოდ დედამისი ყურადღება მიიქცია.
- შვილო რა მოხდა?
სია იაომ თავის თავს დასაწყნარებლად დრო მისცა, შემდეგ კართან მივიდა და წყნარი ხმით უპასუხა.
- დედა ყველაფერი რიგზეა.
- ქუჩაში საშინელი ჭექა-ქუხილია, ფანჯრის კარგად დაკეტვა არ დაგავიწყდეს.
- კარგი.
მაგრამ შედეგად მან ფანჯრის დახურვის მაგივრად იგი ბოლომდე გააღო.
- შემოძვერი!
იუან ცზუნი ფანჯარაში შეხტა და იმ წსვე სია იაომ დაინახა მისი მშვიდი სახე, რომელიც დამცინავ ღიმილს მალავდა. უკვე ოთახში სია იაომ შესთავაზა იუან ცზუნს აბაზანა მიეღო, რადგანაც ის სულ სველი იყო და ასეთ მდგომარეობაში ჯდომა მოუხერხებელი იყო. შემდეგ მან კარადიდან უზარმაზარი პიჟამა გამოიღო და იუან ცზუნს გაუწოდა. სააბაზანოში შესვლის შემდეგ იუან ცზუნმა შენიშნა მამაკაცის კანის მოვლის დაშუალებების მთლიანი ნაკრები, რომელიც სია იაოს ეკუთვნოდა და თვითკმაყოფილი ღიმილი ვერ შეიკავა!
დაბანის შემდეგ იუან ცზუნი სააბაზანოდან გამოვიდა, ამ დროს სია იაოს სველი ტანსაცმელი უკვე გაეფინა გასაშრობად.
- შენი საცვლები ზედმეტად პატარაა,- თქვა იუან ცზუნმა.
სია იაო სიბრაზისგან გამწვანდა.
- შენი დედაც, ვინ მოგცა უფლება, რომ ისინი ჩაგეცვა?
- სააბაზანოში იდო, ხოდა მეც ჩავიცვი,- მშვიდად უპასუხა იუან ცზუნმა.
სია იაომ მას ცივი და ბასრი გამოხედვით შეხედა. იუან ცზუნმა ხელი თავის მძლავრ თეძოზე ჩაისვა და განგებ შეპარული ხმით იკითხა:
- იქნებ.... გავიხადო?
- არა, არაა საჭირო!
სია იაომ დაბღვერილი სახით გვერდი აუარა იუან ცზუნს და საწერ მაგიდასთან მივიდა. შემდეგ ხის სახლი გამოიღო.
- გახსოვს იმ დღეს ნათქვამი სიტყვები?- იკითხა სია იაომ. იუან ცზუნმა კითხვაზე კითხვით უპასუხა:
- რა სიტყვები?
სია იაომ ოდნავ უხერხულად უპასუხა:
- თუ გაგიღიმებ, მას საცვლებს ჩააცმევ.
შემდეგ მან პატარა თიხის ნაკეთობა ამოიღო.
ამის დანახვაზე იუან ცზუნმა თავი ვერ შეიკავა და გაიღიმა.
- რაა სასაცილო?- სია იაოს სახე გაღიზიანებისგა გამუქდა.
ნებისმიერი ვინც ამ ნივთს დაინახავდა, სიცილს ვერ შეიკავებდა, მინი სია იაოს ასო და უკანალი შავად იყო შეღებილი, ხოლო ზემოდან ვარდისფერი ქაღალდის ნაგლეჯები ჰქონდა დაწებებული. როგორც ჩანს სია იაოს ქანდაკებაზე საცვლის ჩაცმის მრავალი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ მისი მცდელობები კრახით დასრულდა.
- სამუშაოს სირთულე ბევრად გაიზარდა, მხოლოდ ღიმილით ვეღარ გამოძვრები!
- ნუ თავხედობ!- სია იაო თვალებ მოჭუტული, გამჭოლი მზერით უყურებდა იუან ცზუნს,- ეს შენთვის უკვე დიდი პატივია, ის რომ მისი გამოსწორება გთხოვე! გააკეთე, თუ არ აპირებ, დამიბრუნე!
იუან ცზუნმა თავი დახარა და სია იაოს შეხედა:
- გამოვასწორებ.
ამის გაგონების შემდეგ, სია იაომ ოდნავ გაიღიმა. ქუჩაში კოკისპირულად წვიმდა, ორი მამაკაცი აგრძელებდა ფანჯარასთან ჯდომას. ერთი მხრივ სია იაო წვიმის ხმას უსმენდა, ხოლო მეორე მხრივ იუან ცზუნის მიერ გამოცემულ ხმებს. ის ხაბნეული იყო, როდესაც ნაკეთობის ჩაქუჩით გატეხვას ცდოლობდა, არაფერი გამოუვიდს, ხოლო იუან ცზუნმა მხოლოდ დანუთ შეძლიო ამ მატერიის რბილი თიხსსავით გაჭრა.
- ძალა დანაში კი არა ხელებშია,- თქვა იუან ცხუნმა.
- გამოჭერი...- სია იაომ ცივად ჩაიცინს.
ამი მიუხედავა სია იაოს არ შეეძლო იუან ცზუნით არ აღფრთოვანებულიყო, ერთი შეხედვით უხეში და შეუდარებელი ხელები, სინამდვილეში თავის საქმის ფროფესიონალის აღმოჩნდნენ და ასეთ დეტალუს სამუშაოს საკმაოდ მოქნილად ასრულებდნენ. თითებს შორის მოთავსებული დანა თამაშით ასრულებდა თავის საქმეს, ეს ლამაზი იყი. რამდენიმე ხანში ნაკეთობას პატარა ასო გაუქრა და მის ადგილას პატარა ბორცვი გაჩნდა. გაუგებარი იყო, როგორ შეძლო იუან ცზუნმა მისთვის საცვლის ჩაცმა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ქანდაკება იფრო პატიოსნად გამოჩენილიყო, ის უფრო მიმზიდველი გახდა და ეს საეჭვო ჩანდა. ამბობენ, რომ სრული სიშიშვლე არ შეიძლება მიმზიდველი იწოდოს, მაგრამ ნახევრად დაფარული სხეული პირდაპირ ყვიროდა სექსუალურობაზე, და იუან ცზუნმა თავისი ქმედებით შეძლო ამ გამოთქმის დადასტურება. სია იაო მაინც უხერხულად გრძნობდა თავს და თქვა:
- შარვალი ჩააცვი.
იუან ცზუნმა წარბი აწია, მას შეხედა და თქვა:
- სამუშაოს მოცულობა ზედმეტად დიდია ვერ გავუმკლავდი.
- შენ ეს სპეციალურად გააკეთე.
იუან ცზუნმა ეშვები გაილოკა და უპასუხა:
- მე ისე მოვიქეცი, როგორც შენ მთხოვე, შენ საცვალს ითხოვდი და არაფერი გითქვამს იმაზე, რომ ის არ შეიძლება მიმზიდველად გამოიყურებოდეს.
ESTÁS LEYENDO
Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელი
Romanceხანგრძლივობა : 215 თავი (ძირითადი ისტორია) + 10 თავი (ეპილოგი) ძირითადი წყვილი : იუან ცზუნი-სია იაო დამატებითი წყვილი : პენგ ზე-ლი შენშენი ავტორი : ჩა ჯიდანი აღწერა : ისტორია მოგვითხრობს პოლიციელ სია იაოზე, რომელიც კინოვარსკვლავივით ლამაზია, ის მიე...