წვიმს.
წყლის წვეთები გაუჩერებლივ ეცემა მანქანას..
ფანჯრიდან ვიყურები. ცა აქამდე ასეთი ბნელი და ნაცრისფერი არასდროს მინახავს.
ზამთარია, მაგრამ დღეს მაინც განსაკუთრებულად ყინავს.
მინდა ოდნავ ჩავწიე და ჯიბიდან თამბაქო ამოვიღე... ახლა ალბათ ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებ.
უხმაუროდ მიიკვლევს დაცარიელებულ გზას ლურჯი ფურგონი.
გზა ტყეზე გადის.. ყოველთვის მომწონდა აქაურობა.. მოღრუბლული ცა, მუდამ წვიმიანი ამინდი, მშვიდი მოსახლეობა
მიუხედავად იმისა რომ აქაურობა საკმაოდ დიდია არეულობა ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე.
მანქანამ მარჯვნივ შეუხვია და ქვაფენილს აუყვა, მალე დიდი რკინის ჭიშკარი შევნიშნე.. თვალი მოვავლე იქაურობას.
ორსართულიანი გრძელი, თეთრი შენობა რამდენიმე ჩამტვრეული ფანჯრით, მწვანეში ჩაფლული ეზო სადაც მხოლოდ რამდენიმე ნაძვის ხე იდგა, დაჟანგული რკინის ჭიშკარი...
აქაურობა მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურება.
მანქანა გაჩერდა.. მძღოლს რამდენიმე ქაღალდის ფული მივაწოდე და მანქნიდან გადმოვედი
რკინის კარი შევაღე და ეზოშ შევაბიჯე.. კარის ჭრიალი საზარლად ჩამესმა ყურში და სახე დავმანჭე.
მალე კლინიკის კარებს მივუახლოვდი...
ვორჭოფობდი შიგნით შესვლას.. მთელი 6 თვეა აქეთ არც კი გამომიხედავს.. იქ რომ შევალ რა უნდა ვქნა, რა ვუთხრა მას...
"თავი ხელში აიყვანე ჰანა" - საკუთარი თავი გავამხნევე და სახელური ჩამოვწიე, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი..
შემოსასვლელში დაბალი მსუქანი ქალი იდგა და უკმაყოფილო სახით მაკვირდებოდა, თან რაღაცას ბურდღუნებდა...
- უკაცრავად- მივმართე.
- რა გნებავთ?!
- აქ.. ერთი გოგოს სანახავად მოვედი..
YOU ARE READING
"მე ამ წერილებს შენამდე მოვიტან"
Romanceდა მაშინ როდესაც მე ამ წერილებს შენამდე მოვიტან, ცა გაიხსნება ნათლის დიდებით და სიყვარულის სიმღერას გვიმღერებს ჩიტებთან ერთად....