*Wonho's P.O.V*
კაფეში ჰესუ დავინახე და მისკენ წავედი, მინდოდა დავლაპარაკებოდი. გამარჯობა უნდა მეთქვა, როცა მან მოულოდნელად გონება დაკარგა, კიდევ კარგი მასთან ახლოს ვიყავი და მისი დაჭერა მოვასწარი, მისი ყავა ხელზე გადამესხა. ხელში ავიყვანე და კაფედან გავიყვანე. კრისი დამეწია.
-რა მოუვიდა.
-საიდან უნდა ვიცოდე, გონება დაკარგა.-ის ჩემი მანქანის უკანა სავარძელზე დავაწვინე და საჭეს მივუჯექი. მოულოდელად კრისმა კარები გააღო და ჩემ გვერდით დაჯდა.
-აქ რას აკეთებ?
-საავადმყოფოში არ მივდივართ? სწრაფად.-თვალები გადავატრიალე და მანქანა დავქოქე. საავადმყოფოში მისვლას რამდენიმე წუთი მოვანდომეთ.
-მე ავიყვან.-მითხრა კრისმა და ჰესუ მანქანიდან გადმოიყვანა.-უკაცრავად, მან გონება დაკარგა სად....
-აქეთ მოიყვანეთ, დააწვინეთ.-კრისმა ჰესუ ლოგინზე დააწვინა.
-ახლავე გავსინჯავთ.-თქვა ექიმმა და რამდენიმე წუთით გავიდა. ვაღიარებ, შემეშინდა. არ ვიცი რა დაემართა, ამიტომ მართლა შემეშინდა, თანაც როცა ის ხელებში ჩამივარდა ძველი სცენა გამახსენდა.
-შეტევები ისევ ემართება?-ვიკითხე და ჰესუს გავხედე.
-უკაცრავად?-ახლა მივხვდი რა კითვაც დავუსვი.
-ანუ... ანუ... ხომ შეიძლება სიცხე ქონდეს და უცებ შეტევა... დაივიწყე... არ ვიცი რას ვამბობ.-კრისი გაკვირვებული მიყურებდა. ღმერთო ჩემო რა დებილი ვარ. ექიმიც მოვიდა და ჰესუს სიცხე გაუზომა.
-ძალიან მაღალი სიცხე აქვს. წამალს გავუკეთებთ და ისიც დაისვენებს.
-წადით.-მითხრა კრისმა.-აქ თქვენი ყოფნის საჭიროებას ვერ ვხედავ.-ჩემი აქ ყოფნა მეც მეუცნაურა.
-წავალ..
*HaeSoo's P.O.V*
როცა თვალები გავახილე გარემო ვერ ვიცანი.
-გაიღვიძე?
-სად ვარ?..
-საავადმყოფოში.
-აქ შენ მომიყვანე?
-კ..კი აბა სხვა ვინ იქნებოდა, თუ არა მე?
-აქ სხვა არავინ ყოფილა შენ გარდა?
-არა.-როგორც ჩანს დამესიზმრა. მართალია, ეს ცხადი როგორ იქნებოდა. მე უბრალოდ დამესიზმრა ერთი კარგი სიზმარი, რომელიც მალევე დასრულდა. იმ ღამეს საავადმყოფოში დამტოვეს. მეორე დილასვე წამოვედი სახლში და სამი დღის განმავლობაში ლოგინში ვიწექი. როგორც იქნა გამოვკეთდი და კომპანიაში წავედი.
-ჰეი როგორ ხარ?-მკითხა სემიმ.
-ახლა უკვე კარგად.
-ჰესუ, აიემთან შეხვედრა არ გინდა?
-არ ვიცი..
-წამოდი, ნახე იქნებ მანაც ჩემნაირად ადვილად გაპატიოს.
-ვცადო?-მან თავი დამიქნია და ჩვენც აიემის კაბინეტში შევედით.
-სემ...-აიემს ღიმილი სახეზე შეახმა.
-ეს აქ რას აკეთებს?
-კარგი იქნებოდა თუ დაილაპარაკებდით.
-ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს...
-აიემ...
-რა?-ხმას აუწია მან და გაბრაზებულმა გამომხედა.-გინდა ჩვენთან ურთიერთობა გამოასწორო? გინდა ისევ ჩვენთან იყო და შემდეგ, როგორც გჩვევია, უცებ გაქრე?-დამიყვირა.
-წავალ..-სუსტად ჩავილაპარაკე და გასვლა დავაპირე, როცა აიემმა ხელი ჩამკიდა და გამაჩერა.
-ამასთანავე უზრდელიც ყოფილხარ. იქნებ დამამთავრებინო სათქმელი.-გაჩერდა და თვალებში მიყურებდა.-მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მინდა, რომ ისევ გემეგობრო.-გაიკრიჭა და ჩამეხუტა. გაოცებული ვუყურებდი.
-რ..რა?
-არ გინდა ისევ ერთად ვიყოთ? მეგონა ამისთვის მოხვედი... ცოტა შეგაშინე არა? ხომ მაგარი ვიყავი.
-აიემ... რა სულელი ხარ!-ვუთხარი და გავიცინე.
-როგორც ჩემმა საყვარელმა ცოლუკამ მითხრა.. მინჰიუკთან და ვონოსთან ურთიერთობის დალაგება გინდა არა?-თავი დავუქნიე.-მაშინ ეს მისია გააქტიურებულია!
***
მე და კრისი კაფეში მივდიოდით, როცა გზაში ვონო შეგვხვდა, გამიღიმა და გაჩერდა.
-ახლა თავს როგორ გრძნობ?-ცოტა გამიკვირდა.
-კარგად.
-მშვენიერია, ძალიან შემეშინდა მაშინ კაფ...
-მაშინ, რომ შეგატყობინეთ, ხომ, კაფედან?
-ჰა?.. ჰო.. ჰო. ძალიან შემეშინდა, რომ შემატყობინე.-ბოლო სიტყვა კარგად გამოკვეთა.-თავს გაუფრთხილდი.-გამიღიმა.
-წავიდეთ?
-გადავიფიქრე.
-არაფრის ჭამას არ აპირებ?
-უკვე მივირთვი, ამიტომ ჩემზე არ ინერვიულო, თანაც ცოტას დავისვენებ.
-კარგი საყვარელო.-გამიღიმა და წავიდა. როცა ჩემს ოფისში დავბრუნდი იქ ვონო დამხვდა.
-აქ რას აკეთებ?
-უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა.
-ახლახანს არ მნახე?
-მეხუმრები? როცა იმ იდიოტთან გხედავ ნერვები მეშლება.
-გეყოფა, ის ჩემი საქმროა.
-რა მნიშვნელობა აქვს... ერთმანეთს ხშირად ატყუებთ?
-რა სისულელეს ამბობ?
-რავი.. შენ შენს წარსულს უმალავ.. ისიც რაღაცებს გატყუებს... რა უაზრო ურთიერთობაა.
-ის მე არ მატყუებს.
-რა დარწმუნებული ხარ? შენ ჩემი სიმართლე არ დაიჯერე და არ მომისმინე და არამგონია მის ტყუილებს უსმინო.
-ის არ მატყუებს.
-ასე დარწმუნებული ნუ იქნები, მისი ასე გჯერა? ჰმ... ჯობდა ჩემთვის დაგეჯერებინა.
-აჰ ვონო! შეგიძლია შეწყვიტო წარსულის შეხსენება? ეს ყველაფერი წარსულში მოხდა და წარსულშივე დასრულდა, ამიტომ გთხოვ.. შეწყვიტე ამის გახსენება, ჩვენ ვეღარაფერს შევცვლით.
-რომ შეგვეძლოს? წარსულში დაბრუნება, რომ შეგვეძლოს, მაშინ როგორ მოიქცეოდი?-გავჩერდი ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი.
-ჩვენ წარსულში ვერ დავბრუნდებით...-ის მომიახლოვდა.
-რომ შეიძლებოდეს...-თვალებში ჩამხედა და კიდევ უფრო ახლოს მოიწია, მის ცხელ სუნთქვას ტუჩებზე ვგრძნობდი.
-მე... ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. თუ რაღაც გავაკეთე, ესე იგი ეს სწორი იყო. მე არ ვნანობ ჩემს არც ერთ ქმედებას.-ვუთხარი და ავხედე. ჩვენს ტუჩებს შორის მანძილი, ალბათ ორი სანტიმეტრი იქნებოდა.
-ისევ ამას გაიძახი? გინდა დაგარწმუნო, რომ ნანობ? გინდა დაგარწმუნო, რომ ისევ მე გიყვარვარ და არა შენი "საქმრო"?-ის ჩემკენ დაიხარა და ის ორ სანტიმეტრიანი დისტანციაც დაარღვია. მან თავისი ტუჩები ჩემსას მიაწება და ხელი წელზე მომხვია. ჩემი გონება მაიძულებდა, რომ მისთვის ხელი მეკრა და ეს კოცნა გამეწყვიტა, მაგრამ გული საწინააღმდეგოს ამბობდა. როგორც ჩანს ჩემმა გონებამ გაიმარჯვა.
-ხომ გითხარი... შენ არ შეგიძლია ამის უარყოფა... შენ მხოლოდ მე გიყვარვარ. ხომ ასეა?..-თავი სუსტად დავუქნიე.-ვიცოდი.-თქვა კმაყოფილმა და გამიღიმა.
-მაპატიე.-ხელი ვკარი.
-რ..რა?
-მე არ შემიძლია...
-რატომ?
-როცა დავრწმუნდები... მხოლოდ მაშინ...
-რაში?-გაკვირვებულმა მკითხა.
-შენს გრძნობებში.
-მიყვარხარ!
-მინდა დავრწმუნდე.
-დარწმუნდე? გგონია ასე უაზროდ გაკოცებდი, რომ არ მიყვარდე?
-არ ვიცი...
-რა უცნაური ხარ..
-გადი აქედან. გადი, გთხოვ.-მან თავი დამიქნია და ჩემი კაბინეტიდან გავიდა. იქვე ჩავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
-თავი ქუჩის ქალი მგონია..-ჩავილაპარაკე და თმა გადავიწიე.-ერთ ბიჭზე ვთხოვდები და სხვა ბიჭს ვკოცნი... რა საშინელი ადამიანი ვარ...
-ჰესუ მანდ რას აკეთებ?-კრისი ყავის ჭიქით შემოვიდა.-ცუდად ხომ არ ხარ?
-არა..-ავდექი და ყავა გამოვართვი.-მადლობა.
-არაფრის.-თქვა და დივანზე ჩამოჯდა.-შემთხვევით ემსიეიჩის მესამე დირექტორთანაც ხომ არ გაკავშირებს რამე?-მკითხა მოულოდნელად.
-მე? რატომ მეკითხები?
-უბრალოდ.. თქვენი ურთიერთობა უბრალო დირექტორისა და თანამშრომლისას არ ჰგავს.
-ის ჩემი მეგობარი არასდროს ყოფილა, რა სისულელეა...
-აბა შეყვარებული?..-მკითხა და ჩაიღიმა.
YOU ARE READING
First Love
Fiksi Penggemarფიკი არის სკოლის "ლუზერსა" და ჩვეულებრივ გოგოზე, რომელიც ვერ იტანს ძალადობას და მიუხედავად იმისა, რომ სუსტია, მაინც ახერხებს დაეხმაროს მას და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალოს. როგორც ყოველთვის ხდება, მათაც შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ იქნება მა...