გაოცებული ვიყავი და არ ვიცოდი რა მეთქვა, საიდან მიხვდა? იქნებ ეჭვობს? ვინმემ უთხრა? ასე მოულოდნელად ეს კითხვა რატომ დამისვა?
-ჰესუ?
-ჰ..ჰა? ჰ..ო... მე...
-გისმენ.
-მე.... მე მისი... შეყვარებული რატომ... უნდა ვყოფილიყავი... რა სისულელეა... ჩვენ უბრალოდ საერთო მეგობრები გვყავდა... სულ ესაა.
-ძალიან დაიბენი.-ჩამიღიმა.
-დავიბენი რადგან ეს ძალიან მოულოდნელი შეკითხვა იყო. არ ვიცი ეს ეჭვი რამ გაგიჩინა, მაგრამ მე და ვო...სოკს არაფერი გვაკავშირებს...
-ვოსოკი ვინაა?
-რა ვოსოკი? მე ჰოსოკი ვთქვი.
-ალბათ, მომესმა. ნუ კარგი.. ბოდიში ასეთი უცნაური შეკითხვა რომ დაგისვი.. მაპატიე შენში ეჭვი არ უნდა შემეტანა.
-არაფერია.-გავუღიმე. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მე ვარ ერთადერთი, რომელმაც ბოდიში უნდა მოიხადოს, მაგრამ კრისი იხდის ბოდიშს.
-დანაშაულის გამოსასყიდად, შემიძლია ვახშამზე დაგპატიჟო რესტორანში.-გამიღიმა.
-არა.. ასეთი დანაშაულიც არ ჩაგიდენია.-ჩავიცინე. ტელეფონზე ესემესი მომივიდა.
"მორჩი ყოყმანს, უბრალოდ დაშორდი. ნუღარ ატყუებ."
-ვინმემ მოგწერა?-ტელეფონში ჩახედვა უნდოდა, როცა დავბლოკე.
-უბრალოდ.. რაღაც მაღაზიის რეკლამა იყო.
-კარგი მაშინ ექვსზე გამოგივლი და სავახშმოდ წავიდეთ სადმე.-თავი დავუქნიე და ისიც გავიდა. ჩემმა ტელეფონმა დარეკა, ვონო მეგონა.
-ჯერ ვერ ვეტყვი, ხომ გითხარი არა!
-ჰესუ? დღეს შვიდის ნახევარზე გამოგივლი, მინჰიუკს უნდა შეხვდე.
-რა? არ შემიძლია..
-რას ქვია არ შეგიძლია? ძლივს დავითანხმე შეხვედრაზე.
-კრისს უკვე დავთანხმდი ვახშმობაზე.
-შენი აზრით, ასეთი შანსი კიდევ იქნება? მინჰიუკს ხომ იცნობ, არა?
-ვიცნობ, მაგრამ კრისს უკვე დავთანხმდი!
-ეტყვი, რომ ბევრი საქმე გაქვს და ვეღარ შეძლებ.
-კიდევ უნდა მოვატყუო?
-ადრე თუ გვიან მაინც გაიგებს, არ გინდა პირდაპირ უთხრა?
-რა? ის რომ ვონო ისევ მიყვარს?
-ეგეც და ისიც რომ დღეს მინჰიუკს უნდა შეხვდე. ხომ არ გინდა, რომ მოატყუო? მაშინ პირდაპირ უთხარი.
-არ მინდა გული ვატკინო..
-გული არ ეტკინება ამით, დამშვიდდი.
-მაგრამ თუ ჩემზე და ვონოზე გაიგებს?
-სჯობს შენ უთხრა, ვიდრე სხვისგან გაიგოს.
-კარგი, კარგი ვეტყვი...-
კრისის ოფისის კარზე დავაკაკუნე და შევედი.
-ჰმ კრის..
-გისმენ.-ფურცლებიდან თავი ასწია და შემომხედა.
-ყავა მოგიტანე...
-ოჰ მადლობა. გემრიელად მივირთმევ.-ჩაიცინა.-რამის თქმა გინდა?
-მგონი ვახშამი ჩაგვეშალა...
-რატომ?
-მაპატიე კარგი? მეგობარს უნდა შევხვდე...
-სხვა დროს რომ შეხვდე?
-არ გამოვა... ცოტა ჯიუტი მეგობარი მყავს, ასე ადვილად არ დათანხმდება ისევ ჩემთან შეხვედრას.
-ვინ არის, მე ვიცნობ?
-არ... მ..მინჰიუკი.
-მინჰიუკი? ლი მინჰიუკი? დირექტორი?-თავი დავუქნიე.-ვოაჰ... მინჰიუკი რა უცნაური ვიღაც ყოფილა... ძალიან ცუდი ხასიათი აქვს, არა?
-არა.. ძალიან კარგი მეგობარია...
-დარწმუნებული ხარ?-ჩაიცინა.
-შენზე კარგად მას მე ვიცნობ. კარგი მოდი ვახშამი სხვა დროსთვის გადავდოთ.-გავუღიმე.
-კარგი, მაგრამ მაშინ აუცილებლად წამოხვალ.
-გპირდები.-ისევ გავუღიმე და გავედი. უკვე ხუთი სრულდებოდა, ექვსამდე გასაკეთებელი, რაც მქონდა ყველაფერი დავასრულე და იმ მისამართზე წავედი, რომელიც აიემმა გამომიგზავნა.
-აქეთ!-დამიძახა სემიმ და მეც ფანჯარასთან მაგიდას მივუჯექი.
-ჩვენ მარტო დაგტოვებთ..-ჩაილაპარაკა აიემმა და ადგა.
-ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ.
-რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთან ერთად დაელაპარაკები, თუ ჩვენს გარეშე. ისიამოვნეთ.-გაიკრიჭა.
-ჰესუ, თუ შეიძლება, შენი ტელეფონი მათხოვე.-გამიღიმა სემიმ, მეც მივეცი და ორივე წავიდა. რამდენიმე წუთი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
-ხმის ამოღებას არ აპირებ? აქ შენ საყურებლად არ მოვსულვარ.-არ ვიცოდი რითი დამეწყო.
-დიდი დრო გავიდა არა...
-არა, უკვე ერთი თვეა გხედავ, ამიტომ არა.
-ბოდიში..
-რისთვის? მე რატომ მიხდი? ჩემთვის ისეთი არაფერი გაგიკეთებია, რომ ბოდიში მოგეხადა.
-რომ წავედი.
-მაშინ ვონოს მოუხადე ბოდიში.
-მინდა ურთიერთობა დავალაგოთ... მინდა ისევ სტალკერი ვიყო.-მას ხმა არ ამოუღია.-ვონოს რაც შეეხება, მგონი, ურთიერთობა ავაწყვეთ.
-წარმოუდგენელია. შანსი არაა...
-ასეა.
-არა! ის ისეთივე დებილი არ არის, როგორც ადრე, ამიტომ იმედი ნუ გექნება..!
-მაგრამ ჩვენ შევრიგდით.
-ოჰ ეს ბიჭი...-თვალები გადაატრიალა და გამომხედა.-შენც ხომ იცი, რომ მე ვონოს ნაირი ხასიათი არ მაქვს?
-კი.
-შენ სტალკერი იყავი ათი წლის წინ, მაგრამ ახლა შენ ჩემი თანამშრომელი, მინ ჰესუ ხარ, სხვა არაფერი.-ადგა და გაჩერდა.-და, ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა აღარ შეიცვლება.
-მაგრამ...
-არასწორად არ გაიგო. აიემს და სემის მხოლოდ იმიტომ გამოვყევი, რომ ტვინი შემიჭამეს და დავთანხმდი, რადგან გაჩერებულიყვნენ. ჩვენ ერთმანეთს არსად შევხვდებით, კომპანიის გარდა.
-მინ....-სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, მანამდე კაფედან გავიდა და მარტო დამტოვა. აიემი და სემიც დაბრუნდნენ.
-ჰეი, რა მოხდა, წავიდა?
-აიემ მისგან რას მოელოდი, შენც იცოდი რომ წავიდოდა..
-უბრალოდ მეგონა...
-ისე ჰესუ, ვონომ მოგწერა.
-რა? მე? მე მომწერა? რატომ?
-ამდენი კითხვის დასმას, ჯობია წაიკითხო.
"არ გინდა ხვალ შევხვდეთ და პატარა პიკნიკი მოვაწყოთ?"
-წახვალ?
-არ ვიცი...
-ეს ბიჭი ძალიან უცნაურად იქცევა...-ჩაილაპარაკა აიემმა.-თუ მდინარე....-ესემესი ისევ მომივიდა.
"მდინარის სანაპიროზე რას იტყვი? ლამაზი იქნება."
"ჰესუ~~ წავიდეთ?"
"რატომ არ მწერ, არ გინდა?"
-აჰაა!-წამოიყვირა აიემმა და ორივე შეგვაშინა.
-რ..რა?
-ნამდვილად შენი დახრჩობა უნდა!-თქვა და ბოროტულად ჩაიცინა.
-შენ დებილი ხომ არ ხარ?-მხარზე ხელი მიარტყა სემიმ.-ალბათ, პაემანს გინიშნავს, წადი.
-მაგრამ კ....
-თუ ისევ კრისის ხსენებას აპირებ მოგკლავ. არ გინდა მაგ ბიჭთან ურთიერთობა გაწყვიტო? ორ ბიჭს ერთად ხვდები, ტეხავს.
-არ ვიცი როგორ ვუთხრა ეს, ამიტომ ვწელავ ასე...
-ნუ რა მნიშვნელობა აქვს... წა....-ჩემმა ტელეფონმა დარეკა და აიემმა თვალები გადაატრიალა.
-წამოსვლა არ გინდა?
-არა ასე არ არის...
-აბა გინდა?
-არა...
-საერთოდ მოგწონვარ?
-არა.. მოიცადე..-თავი გავაქნიე.
-თუ არ მოგწონვარ, მაშინ დაივიწყე.
-არა, არა, წამოვალ!.. და კი.
-მშვენიერია.-გავიგონე როგორ ჩაიცინა.-მაშინ ხვალისთვის მოემზადე სანაპიროზე წასასვლელად.
YOU ARE READING
First Love
Fanfictionფიკი არის სკოლის "ლუზერსა" და ჩვეულებრივ გოგოზე, რომელიც ვერ იტანს ძალადობას და მიუხედავად იმისა, რომ სუსტია, მაინც ახერხებს დაეხმაროს მას და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალოს. როგორც ყოველთვის ხდება, მათაც შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ იქნება მა...