- ჰიუნგ.
- ჰიუუნგ!
- ჰიუუნგ გაიღვიძე გირეკავეენ!
იუნგიმ ბალიში ისროლა.
- მოკეტე ჯუნგკუკ! - დაიყვირა მან და საბანი გადაიფარა.
ჯუნგკუკმა ბალიში გადააგდო და იუნგის საბანი გადახადა.
- კომპანიიდან გირეკავენ.
- კომპანიიდან?! - ანგელოზი წამოხტა. - ეგრევე რატომ არ თქვი?
იგი ტელეფონს მივარდა, ხელი სტაცა და უპასუხა.
- დიახ, ბატონო ნიმ?
ჯუნგკუკმა დოინჯი შემოიყარა და ამოიხვნეშა.
- მაგას ვამბობდი მთელი 15 წუთი... - ჩაიჩურჩულა მან.
- აჰ, შუგა. ბოლო-ბოლო მიპასუხე.
- უკაცრავად, ბატონო ნიმ. ტელეფონი გამორთული მქონდა.
ნიმს გაეცინა.
- ნუ გეშინია, არა უშავს.
- რამეზე დალაპარაკება გინდოდათ?
- კი. სასიხარულო ამბავი მაქვს, შუგა. შენი აყვანა თვით ბიგჰითის კომპანიას უნდა.
იუნგის ტელეფონი გაუვარდა, მაგრამ დაჭერა მოასწრო და სწრაფად მიიდო ყურზე.
- ბი-ბიგჰითს?!
- დიახაც, ბიგჰითს. ოღონდ ერთი პირობა აქვთ.
- და რა არის ეს პირობა?!
- სიმღერა 1 კვირაში უნდა დაწერო და გადასცე. შეძლებ?
იუნგი შეყოვნდა.
- თუ არ შეგიძლია, ისევ ჩვენთან დარჩი. თუმცა ასეთი კარგი შემოთავაზება არა მგონია კიდევ მოგივიდეს.
- დავწერ.
- რა თქვი?
- მე შემოთავაზებას ვიღებ, ბატონო ნიმ.
- ასეც ვფიქრობდი. - გაეცინა ნიმს. - აბა, წარმატებას გისურვებ!***
იუნგიმ უკვე მეცხრე ფურცელი დაკუჭა და ნაგვის ურნაში ისროლა. მან კალამი დადო და თმებში ხელი შეიყო.
- რატომ, რატომ არ მომდის იდეები?! - მან თმები აირია და ცარიელ ფურცელს მიაშტერდა.
ამ დროს იუნგის ოთახის კარებზე კაკუნი გაისმა.
- შუგა-ჰიუნგ, ყავა მოგიტანე.
- არ მინდა ჯუნგკუკ, მადლობა.
- ჰიუნგ, შავი ყავა.
- არ მინდ, ჯუნგკუკ.
- ჰიუუუნგ...
ჯუნგკუკმა თავი შემოყო.- შავი ყავ-
- ოო კარგი კარგი მომეცი ეგ შენი შავი ყავა!
იუნგიმ ჯუნგკუკს ჭიქა გამოგლიჯა და საწრუპი პირში ჩაიდო. მისი ძილის სურვილი გაქრა და ( არ ვიცი, როგორ ) ნერვები დაუმშვიდდა.
- ეხლა წადი, გთხოვ, ფიქრი მინდა.
ჯუნგკუკმა თავი დაუქნია, გაუღიმა და გავიდა.
იუნგიმ დახედა ფურცელს და კალამი ხელში აათამაშა.
- ჩემს ახალ სიმღერას ერქმევა... "ჯუნგკუკი და შავი ყავა ". - გაიცინა მან და თავი მაგიდას მისცხო.
ESTÁS LEYENDO
ანგელოზები და დემონები ( დასრულებული )
FanficXXI საუკუნე...საუკუნე, რომელშიც ზღაპრებში ამოკითხული მაგიური არსებები სინამდვილეში არიან...