თავი 8

332 38 2
                                    

ორშაბათი დილის მოსვლა ყველაზე მეტად არ მინდოდა, რადგან ძალიან ბევრი სამუშაო მქონდა და რომ მახსენდებოდა უკვე ვიღლებოდი.
-დილამშვიდობისა~.-მომესალმა სემი.-როგორ ხარ? რაღაც კარგად არ გამოიყურები...
-დღეს ღამემდე უნდა ვიმუშავო... რა საშინელებაა... უკვე ორი თვე გავიდა, რაც აქ ვმუშაობ, მაგრამ ამდენი გასაკეთებელი არასდროს მქონია. რა საშინელებაა!
-ვიზიარებ, მაგრამ არაფრით შემიძლია დაგეხმარო.. აბა წარმატებები!-თქვა და აიემის კაბინეტისკენ გაიქცა.
-თავისი ჭკუით გამამხნევა...-თვალები გადავატრიალე და სულიერად დაღლილი შევედი ჩემს კაბინეტში. ყავა მოვსვი და მუშაობას შევუდექი. ესემესი მომივიდა.
"ჩემს კაბინეტში შემოდი, რაღაც უნდა გითხრა." ვონო მწერდა, მხრები ავიჩეჩე და მისი კაბინეტისკენ წავედი, კარებზე დავაკაკუნე.
-შემოდით.-თავი შევყავი და გავიღიმე.
-შეიძლება.
-კი.-მას გამომეტყველება არ შეცვლია, არც გაუღიმია. მის კაბინეტში შევედი და სავარძელში ჩავჯექი.-ჰმ.. გითხარი რომ დაჯდომა შეიძლებოდა?
-ვ..ვონო..?
-გუშინდელზე მინდა დაგელაპარაკო...
-გასაგებია... მგონი, გამიბრაზდი არა?
-რაზე?
-დარწმუნებით, რომ არ ვთქვი?-გავჩუმდი.-რომ... ვნანობდი?
-დაახლოებით..
-კარგი რა.. ბავშვივით ნუ იქცევი..-ჩავიცინე.
-ბავშვივით არ ვიქცევი უბრალოდ მინდა, რომ აღიარო...-ტუჩები მობუსხა და შეტრიალდა.
-აჰ... ძალიან საყვარელი ხარ.-გავიცინე.
-და მაინც, კრის როდის უნდა უთხრა?
-არ ვიცი, ალბათ, მალე ვეტყვი, არ მინდა გული ვატკინო...
-აჰ.. კარგი, კარგი... ახლა გადი საქმეს მიხედე.
-ჰოსოკ! ამის სათქმელად დამიბარე?-გამეცინა.-ჰოსოკ!
-გადი. გადი. გადი.-კაბინეტიდან გამაგდო და გამიცინა.-საღამომდე..
-საღამოს რა ხდება?
-არაფერი, ნახავ.-თვალი ჩამიკრა და ისევ გამიღიმა. ჩავიცინე და კაფეტერიაში ჩავედი.
-ინო ერთი ამერიკანო, თუ შეიძლება.
-ახლავე.-გამიღიმა და მალე მომიტანა.-რაღაც გახარებული ჩანხარ, რამე ხდება?-მკითხა და წინ დამიჯდა.
-არა.. უბრალოდ რაღაცას ველოდები.
-რას?
-არც მე ვიცი, სიურპრიზია.-გავუღიმე.
-უკაცრავად, კაპუჩინო, თუ შეიძლება.
-ახლავე.-ინო ადგა.-კარგი, სხვა დროს მოგხედავ, ახლა დატვირთული ვარ.
-კარგი, მეც წავალ, სამუშაო მაქვს.-თვალები გადავატრიალე და ავდექი.
-წარმატებები!-ისევ გამიღიმა და მეც ოფისში ავედი. დაახლობით ექვსი საათი იყო, როცა შესვენება დავაპირე.
-ჯანდაბა, ამდენი გასაკეთებელი მე რატომ მაქვს?..-დავიწუწუნე და თავი გავაქნიე.
-ჰესუ, მე მივდივარ, შენ არ წამოხვალ?
-კრის~...
-ასე გაგიხარდა ჩემი დანახვა?-ჩაიცინა მან და ხელები მომხვია.
-კრის~ წამიყვანე აქედან~...
-სიამოვნებით.
-რატომ მაქვს მე ამდენი სამუშაო? მგონი შუაღამემდე აქ უნდა ვიყო.. რა საშინელებაა!
-ჰეი, ჰეი.. არ გინდა დაისვენო?
-მინდა... მინდა, მაგრამ ამდენ საქმეს ვინ გააკეთებს?
-რამდენიმე კვირაც და ისევ ინგლისში დავბრუნდებით.
-ჰო... დავბრუნდებით...
-არ გინდა ახლა წავიდეთ და დარჩენილი ხვალ დაასრულო?
-არა, ბარემ დღეს მოვრჩები, ხომ იცი არ მიყვარს საქმის გადადება. შენ წადი, ალბათ, ღამე მოვალ.-გავუღიმე და "ცრემლები მოვიწმინდე".
-რა სასაცილო ხარ.-გამიღიმა და თმა ამიჩეჩა.-საღამომდე, თუ რამე დაგჭირდა, მითხარი მოგიტან.
-არა, ამისთვის არ შეგაწუხებ.-გავუღიმე.-ახლა კი წადი!-ის კარებში გავიდა და ხელი დამიქნია.
-იმედია მალე მოხვალ.
-შევეცდები.-მან ისევ გამიღიმა და წავიდა. სავარძელში ჩავჯექი და მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს ხელახლა მოვავლე თვალი. ჩემი შესვენება დამთავრდა ამიტომ ხელხლა გადავწყვიტე მუშაობა, მაგრამ დაახლოებით შვიდზე სემი შემომიხტა ოთახში.
-ჯანდაბა!!-კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი.-შემეშინდა!
-სწორედაც ეს მინდოდა მე!!-თქვა და გაიცინა.
-ნასვამი ხარ?-ჩავიცინე და ავდექი.
-არა, მაგრამ არ გინდა დასალევად წავიდეთ?-მკითხა და წარბები აათამაშა.
-ალბათ, ხუმრობ... ამდენ რაღაცას ვინ გააკეთებს?
-ოუჰ...
-ვონომ დამაბარა, რომ ეს ყველაფერი დღეს დამესრულებინა.
-რამე ხო არ დააშავე?-გაიცინა.-ან რამეს ხო არ გიჩალიჩებს, მაგალითად ცდილობს კომპანიაში დაგტოვოს და ხმ ხმ..(ჩახველება)
-მოკეტე და წადი.-ვუთხარი და გავიცინე.
-ოქეი, შენი საქმის შენი იცი.. და ისე.. რამე დებილობა არ გააკეთო.-თვალი ჩამიკრა და წავიდა.
-ვაიმე ეს ბავშვი რაზე ფიქრობს?-ჩავიცინე და მუშაობა გავაგრძელე. დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიე, საათს დავხედე. 21:23.
-მოვრჩი..ოღონდ ნაწილს!-გავიზმორე და თვალები კარგად გავახილე. ამ დროს უკვე ყველა წასულია, რა საშინელებაა, კომპანიაში მხოლოდ მე ვარ და ვმუშაობ, საკუთარი თავი მეცოდება. მოულოდნელად კარი გაიღო და ვონომ თავი შემოყო.
-ჰეი პატარავ, როგორ ხარ?-გამიღიმა.
-კარგად.. მაგრამ ცუდად! ამდენი საქმე რომ არ დაგევალებინა, ნამდვილად უკეთესად ვიქნებოდი.
-სულელო, მინდოდა მარტო ვყოფილიყავით...
-ახლა მარტო ვართ?
-დიახ, მთელ კომპანიაში.
-მე რამდენი ვიწვალე შენ კი...
-დამშვიდდი, მგონი ეგ შენი დარჩენილი საქმე იყო, რაც აქ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში უნდა გაგეკეთებინა, სამაგიეროდ დარჩენილი დღეები დაისვენებ.
-იდიოტო..-ჩავიცინე.-ლაპარაკი გინდა? რატომ შემოხვედი?
-უბრალოდ..-თქვა და მომიახლოვდა.-მომენატრე და შენი ნახვა მინდოდა.
-ჰ..ჰეი...-მან წამომაყენა და უცნაურად მიყურებდა.-რ..რას აკეთებ?-ჩაიღიმა.
-იმას ვაკეთებ, რასაც წყვილი აკეთებს მონატრებისას.
-ეგ.. ჩახუტება არაა?
-ჩახუტება? ეგ უაზრობაა...-თქვა და თავისი ტუჩები ჩემსას მიაწება. მინდოდა შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ ამასთანავე მისი კოცნა მჭირდებოდა. გული ძალიან დამიმძიმდა, არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ ასე არასდროს მომსვლია. როგორც იტყვიან "გული ცუდს მიგრძნობს."
-ე..ეს არასწორია..-გავწიე და ვუთხარი, თან სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი.
-რატომ?
-არ ვიცი...
-აქ მხოლოდ ჩვენ ვართ.
-არ ვიცი.. არ ვიცი..-ჩავილაპარაკე და ახლა მე ვაკოცე. კისერზე ხელები შემოვხვიე, მან კი წელზე მომხვია და ჩაიღიმა. მაგიდაზე მიმაყუდა და ჩამომხედა. ისევ ჩაიღიმა და პერანგის ჯერ ერთი ღილი შემიხსნა შემდეგ მეორე.
-რ..რას...
-ჰაჰ... რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი შენთან, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი ამაში.
-რა?
-ჰესუ...-ჩაიცინა.-ჩემს ერთ ნაწილს უნდა ამის გაკეთება, მეორეს-არა. მაგრამ შენ ეს დაიმსახურე.-ისევ მაკოცა და ახლა ყელზე გადავიდა, წელზე ხელი უფრო ძლიერად მომხვია. მის სხეულს ავეკარი, ის კი კოცნას არ წყვეტდა. როცა კიდევ ერთხელ მაკოცა ყელში, კვნესა აღმომხდა. მან ტუჩები ყურზე გამიხახუნა და ჩამჩურჩულა.
-არ მაპატიო რასაც ახლა გაგიკეთებ.-ყურის ბიბილო მომიწუწნა. ჯანდაბა... ჯანდაბა... ჯანდაბა... აქ? ახლა? ეს ბიჭი გიჟია? მხარზე მკოცნიდა, როცა გაჩერდა.-ჩემო თოჯინავ, თამაში დასრულდა...-მხარზე გადაგდებული პერანგი გამისწორა. როგორ თუ მორჩა? დავიყვირე გონებაში. მან ლოყაზე მაკოცა და თან აშკარად ვიღაცას უყურებდა. მის მზერას თვალი გავაყოლე და... გული ნამდვილად ცუდს მიგრძნობდა. კარებში კრისი იდგა, ორი ყავის ჭიქით, რომელიც მალევე დაუვარდა, როცა ჩვენ ორი დაგვინახა.

// ესეც მერვე თავი❤️❤️ბოდიში დაგვიანებისთვის, იმედია მოგეწონათ😍❤️

First LoveWhere stories live. Discover now