თავი 10

337 36 3
                                    

-კლუბში რა გინდოდა, დასალევად მოხვედი აქ?
-ხო.
-სადმე სხვაგან წასულიყავი სადაც არავინ შეგაწუხებდა, კლუბში რა გინდოდა?-ისევ გამიმეორე.
-არ ვიცი, უბრალოდ მოვედი.
-იცი მაინც რა მოხდებოდა იქ რომ არ ვყოფილიყავი?
-არ მაინტერესებს...
-რამე მოხდა?
-კი... ყველაფერი დაინგრა დაიმსხვრა და ჩემ თვალწინ დაიფერფლა...
-რა?! შენი სასტუმრო დაინგრა? კრისი სადაა?
-ჩვენი ურთიერთობა დაიმსხვრა...
-რა?
-ყველაფერი დამთავრდა.. ყველაფერი...
-არ გინდა უკეთ ამიხსნა? მაინტერესებს რა ჭირს ჩემს სტალკერს.-როცა ასე დამიძახა გაუაზრებლად გამეღიმა.
-იქნებ ჯერ სადმე წავიდეთ?
-კარგი.-მან თავის მანქანაში ჩამსვა და თავის სახლში წამიყვანა.-აქ ყველაზე მშვიდად ვილაპარაკებთ. თუ გინდა შეგიძლია დარჩე.
-სასმელი არ გაქვს?
-ვაშლის წვენი გინდა ფორთოხლის, თუ ატმის?
-მეხუმრები?
-წყალიც მაქვს.
-ალკოჰოლი მინდა, არაფერი გაქვს?
-ისედაც მთვრალი ხარ, დარწმუნებული ხარ რომ გინდა?
-მინდა, ჯერ დავლიოთ და მერე ვილაპარაკოთ.
-შევთანხმდით.-მაცივარი გამოაღო.-ლუდი მაქვს, გინდა?-თავი დავუქნიე და გამოვართვი.-ახლა დაიწყე.-გვერდზე მომიჯდა, თავისი ქილა გახსნა და მეც გამიხსნა.
-მოკლედ....-ერთი ყლუპი მოვსვი და შევემზადე. მას ყველაფერი მოვუყები და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ვლაპარაკობდი, ამასობაში ორი ქილა ლუდიც ჩავცალე.
-კარგი საკმარისია, ლუდი აღარ გინდა. ანუ ყველაფერი ასე მოხდა? ვოაჰ... ვიცოდი რაღაცის გაჩალიჩებას რომ აპირებდა, მაგრამ მეგონა ბოლოს ისევ შეუყვარდი, მგონი შევცდი, არა?
-მეც მეგონა რომ ვუყვარდი..-ჩავილაპარაკე, ლუდის ქილა წავართვი და მოვსვი.
-დალევას თუ გააგრძელებ გაითიშები.-ისევ წამართვა.
-ოჰ დამალევინე რა!
-ჩუ! არა!
-ააააა! მომეცი!-დავიყვირე და ცრემლები წამომივიდა.
-კარგი რა მოხდა, არ მინდოდა... ნუ ტირი...
-მეგონა მართლა ვუყვარდი... მის გამო მართლა ვაპირებდი კრისისთვის უარი მეთქვა... მან გამომიყენა, მან უბრალოდ სამაგიერო გადამიხადა.. მას ჩემ მიმართ არანაირი გრძნობა არ ჰქონია... მას მე არ ვყვარებივარ... ის ამდენი ხნის განმავლობაში მეთამაშებოდა, მინჰიუკ... ეს მხოლოდ თამაში იყო... თავს საშინლად ვგრძნობ.
-დამშვიდდი...
-ახლა კრისს თვალი როგორ გავუსწორო, ან ვონოს როგორ შევხედო. გული ზიზღით მევსება, როცა მასზე მეფიქრება... როგორ შეეძლო ასე მომქცეოდა...
-გეყოფა, არ იტირო, ყველაფერი კარგად იქნება.. დამშვიდდი. გინდა ვონოს დაველაპარაკო?
-არა! ახლა რას შეცვლი? კრისმა უკვე ყველაფერი იცის... მეზიზღება! ასე როგორ შეიცვალა, მძულს!
-ასე ნუ ამბობ, შენც კარგად იცი, რომ მას ვერ შეიძულებ, ყველამ იცის, რომ ის გიყვარს, ამიტომ ამ უაზრობას ნუ ამბობ.
-ვიცი! ვიცი და სწორედ ამის გამო მეშლება ჩემს თავზე ნერვები, მისი შეძულებაც კი არ შემიძლია... ეს რა ჯანდაბაა?!
-გინდა აქ დარჩე?
-შემიძლია?
-რა თქმა უნდა.
-მადლობა მინჰიუკ, შენ რომ არა არ ვიცი ახლა სად ვიქნებოდი.
-გაგიმარათლა რომ მე გყავარ.-ჩაიცინა.
-რა თქმა უნდა, ძალიან იღბლიანი ვარ, არა?-სუსტად ჩავიცინე და დივანზე მივწექი. თვალები მეხუჭებოდა, მაგრამ მანამდე სანამ ღრმად ჩავიძინებდი, მან ხელში ამიყვანა და თავის ოთახში, საწოლზე დამაწვინა.
-ღამე მშვიდობის, სტალკერო.-ჩამესმა მისი ხმა სანამ დავიძინებდი.
დილას თავი ძალიან მტკიოდა.
-სად ვარ....-ჩავილაპარაკე და ლოგინიდან ადგომა ვცადე, მაგრამ ძირს გადმოვვარდი. თავს მაღლა ძლივს ვწევდი. თვალები გავახილე და...
-ჯანდაბა აქ რა გინდა?!-დავიყვირე და უცებ გამოვფხიზლდი.
-რა გაყვირებს... ჩემს ლოგინში მოგეწონა ძილი?
-სად? აქ რა მინდა? აქ რატომ ვარ?
-არ გახსოვს?
-რომ მახსოვდეს, შენი აზრით, გკითხავდი?
-არც კლუბი არ გახსოვს? არც ის არ გახსოვს რომ მაკოცე?
-მე.. შენ... გაკოცე?!
-არ გახსოვს?
-მოიცადე... ხომ არ მეხუმრები? ჰეი.. მითხარი რომ მეხუმრები... ამას არ გავაკეთებდი...
-არა და გააკეთე.. იცი მაინც რამდენი ხანი ვიხეხავდი კბილებს?!
-შანსი არაა! მე ამას არ გავაკეთებდი!
-ნაბიჭვარი ვონოც მიწოდე.-სახეზე ხელები ავიფარე.
-მაპატიე, არ მინდოდა... ვაიმე, ხომ იცი, რომ... არ მინდოდა...
-მე რა დავაშავე? კიდევ კარგი ჩემი პირველი კოცნა არ იყო, თორემ არ ვიცი რას ვიზამდი.
-მაპატიე~~~~.
-კარგი დაივიწყე... მაგრამ, დამპირდი, რომ მეორედ აღარ დალევ.
-გპირდები, გპირდები! არასდროს დავლევ.
-მართლა... სასტუმროში წასვლას არ აპირებ?
-იქ კრისია..
-კრისი შენს ნომერში ხომ არაა.. სხვადასხვა ოთახები გაქვთ... და საერთოდ მერე რა თუ სხვა შეგიყვარდა.-თვალები გადაატრიალა.
-რა ადვილადაა შენთვის.
-შემიძლია წამოგყვე.
-მართლა?
-კი..
-მადლობა!!-დავიყვირე და ჩახუტება ვცადე.
-არც კი გაბედო. ყარხარ. ააჰ.. გოგოს რომ ალკოჰოლის სუნი აუვა.-ცხვირზე ხელი მოიჭირა და ოთახიდან გავიდა. აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და მოვწესრიგდი.
-წავიდეთ?-მისაღებში გამოვედი და მინჰიუკი ისევ საღამურებით იჯდა და ამთქნარებდა.-ჰეი, აქ რა გინდა, მეგონა უკვე მოემზადე.
-რომ იცოდე მხოლოდ ერთი სააბაზანო მაქვს და რომ იცოდე ძალიან პატარა ბინა მაქვს.
-ოუჰ.. ისე ამ პატარა სახლში რატომ ცხოვრობ?
-დიდი რად მინდა? ერთ ადამიანს მშვენივრად ჰყოფნის.
-კარგი კარგი... მოდი სწრაფად მოემზადე და წავიდეთ.
-სად გეჩქარება...-ჩაილაპარაკა და თავის ფხანით შევიდა აბაზანაში. რამდენიმე წუთში ისიც მზად იყო, ჩვეულებრივი ტანსაცმელი ეცვა, შავი დახეული შარვალი და უბრალო შავი მაისური ეცვა. თავზე კეპი ჩამოვაფხატე და გავიცინე.
-რა გაცინებს...-თვითონაც ჩაიცინა, თავისი საყვარელი ლურჯი ჟაკეტი ჩაიცვა და კარი გააღო.
-უბრალოდ.. ვიღაც ბიჭს მაგონებ კაფედან.-გავიღიმე და ჩვენც სახლიდან გავედით.
-რომ იცოდე ის ფოტოები და ნახატები კიდევ მაქვს.
-მართლა? არ მეგონა ამდენ ხანს თუ შეინახავდი.
-ნუ.. ასე გამოვიდა. რომ იცოდე დღეს სამშაბათია და კომპანიაში უნდა წავიდეთ.
-არა.. ჯანდაბა, არ მინდა.
-სამი კვირაც და წახვალ.
-არც წასვლა არ მინდა და არც დარჩენა.
-მთელი ცხოვრება მათ ვერ დაემალები.
-მართალია მაგრამ...-სიტყვა არ დამიმთავრებია, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. სასტუმროში მალე მივედით.
-გარეთ დაგელოდები, მეზარება შენს ნომერში შემოსვლა, მალე გამოიცვალე რა..-მითხრა მინჰიუკმა და მეც მაშინვე ჩემს ნომერში შევედი, პირველი რაც მომხვდა ის ჩავიცვი და მალე გამოვედი. მინჰიუკმა შემომხედა და ჩაიცინა.-ტანსაცმლის გასწორება არ შეგიძლია?-მკითხა და პერანგის საყელო გამისწორა.-ასე უკეთესია.-გამიღიმა.
-უკვე ახალი ბიჭი იპოვე?-მომესმა კრისის ხმა.
-უკაცრავად?-შეტრიალდა მინჰიუკი და კაპიუშონი გადაიძრო.-მე მითხარით რამე?
-ბატონო მინ... დაივიწყე, ჩვენ უკვე აღარაფერი გვაკავშორებს და მეც არ უნდა ვინტერესდებოდე შენი ცხოვრებით, არა ჰესუ?-გვერდი ჩამიარა კრისმა და წავიდა.
-არ მესმის ამ იდიოტს როგორ ხვდებოდი, თან რამხელაა... კარგი რა.. ამ ალვის ხეს ვონო არ ჯობია?-არ ვიცი რატომ, მაგრამ ცრემლები წამომივიდა.-ჰეი რა გჭირს? რამე ცუდი ვთქვი? მაპატიე, კარგი რა არ იტირო.. ხომ იცი ვერ ვიტან, როცა გოგო ტირის..-მითხრა და მიმიხუტა.
-მინჰიუკ... მე ყველაფერი გავაფუჭე და არ დავკმაყოფილდი იმით, რაც გამაჩნდა...-ამოვილაპარაკე და მეც ჩავეხუტე.
-შენ ბედნიერი უნდა იყო.. კრისთან თუ ბედნიერი ვერ იქნები, რა აზრი ექნება მასთან ყოფნას..
-და ახლა მე ბედნიერი ვარ?

First LoveWhere stories live. Discover now