თავი 13

322 34 3
                                    

უემოციოდ დავუბრუნდი ჩემს ადგილს.
-რა გჭირს? ფერმკრთალი ჩანხარ.-მითხრა კრისმა.
-ჰეი ჰესუ კარგად ხარ?
-სტალკერო რა გჭირს?-მკითხა მინჰიუკმა და ჩემს გვერდით გადმოჯდა. მისი ხელი დავიჭირე და მაგრად მოვუჭირე არ მინდოდა ახლა ცრემლი წამომსვლოდა და ასე ვეცადე დამშვიდება.-ჰესუ მტკივა!-ხელი გამაშვებინა.
-მაპატიე.
-რამე მოხდა?
-ვონო?-გადმომიჩურჩულა სემიმ. მისთვის არაფერი მითქვამს.
-გპატიომ ჩემი ხელის მოტეხვას... არ მეგონა ასეთი ძლიერი თუ იყავი.
-ცოტა შემაგვიანდა.-ვონოც მოვიდა და ისევ ჩემს გვერდით დაჯდა. ვერავინ წარმოიდგენს ახლა როგორ მინდა მას სახეში ძლიერად გავარტყა. ხელები მიკანკალებს და მთხოვს, რომ ვონოს გავარტყა.
-რაღაც თავს უხერხულად ვგრძნობ, ყველა ძალიან დაძაბულია თუ მე მეჩვენება?-ჩაილაპარაკა სემიმ.
-მე მოვრჩი.-ვთქვი და ადგომა ვცადე.
-ფრთხილად!-ვონომ დამიჭირა.
-რა ჯანდაბაა ხელი გამიშვი!-დავუყვირე და ხელი ავიქნიე.
-მე რომ არა, ძირს დაეცემოდი.
-შენი დახმარება არ მჭირდება.
-ასე მიხდი მადლობას?
-მადლობა?..-ჩავიცინე.-ისეთი არაფერი გაგიკეთებია რომ მადლობა დაგემსახურებინა. გგონია დაცემისგან მიხსენი? ის შენს შეხებაზე მტკივნეული არ იქნებოდა.-ჩავისისინე და გავედი. მოულოდნელად ვიღაცამ მკლავში მომკიდა ხელი და თავისკენ შემატრიალა.
-სალაპარაკო გვაქვს, დროზე!-თქვა და ჩემი კაფეტერიიდან გაყვანა სცადა.
-შემეშვი!-დავიყვირე და ხელი გავაშვებინე.-ჩვენ სალაპარაკო არაფერზე გვაქვს და თუ გვაქვს მაშინ აქ ვილაპარაკოთ!
-რა ჯანდაბას აკეთებ, ყველა ჩცენ გვიყურებს.
-მერე რა, არ გინდა მათ გაიგონ თუ როგორი ნაბიჭვარი ხარ?! მითხარი არ გეშინია?!-დავიღრიალე და ცრემლები წამომივიდა. ვონო უფრო გაბრაზდა, მკლავში ხელი ჩამავლო და სადღაც გამათრია.
-მომისმინს გოგო!
-არა! თავი დამანებე! მძულხარ! ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს!
-გაინტერესებს არა ასე რატომ მოვიქეცი?
-არა, რადგან უკვე ვიცი, ახლა კი თავი დამანებე!
-არ ფიქრობ რომ შენი ასეთი მდგომარეობა შენი დანაშაულიცაა?
-არა.-ჩაიცინა.
-გგონია რომ მსხვერპლი ხარ? კრისს ასე შეაცოდე თავი? არ მითხრა რომ მას უთხარი, ვითომ მე შენს კაბინეტში შემოვვარდი და შენს გაუპატიურებას ვცდილობდი.-ჩაიცინა. ცრემელბი ისევ წამომივიდა.
-შესაბრალისი ხარ ვონო.. საბრალო ხარ... საცოდავი.
-საკმარისია!
-არა! გგონია ამით ცხოვრებას დამინგრევდი? მაშინ შეცდი... სამწუხაროა, შენმა გეგმამ არ გაამართლა. გული ძალიან დაგწყდა არა, ჩვენ ხუთივე ერთად რომ დაგვიანხე? რა გეგონა კრისი მიმატოვებდა? შეცდი. გგონია ყველა მიმატოვებდა? ისევ შეცდი! დაფიქრდი. იაზროვნე! შენი გვერდიდან ყველას იშორებ!
-გეყოფა...
-არ გიფიქრია იმაზე, რომ ერთ დღეს ყველა დაგტოვებს? შენი მეგობრებიც ვერ ეგუებიან შენს ქცევებს! არ გგონია რომ ასე შეიძლება ერთ დღეს სულ მარტო იყო! არ გეშინია?!
-რა გტკივა?! მეუბნები რატომ შეიცვალეო და ამაზე დაფიქრებულხარ? ვინ ჯანდაბამ ჩამომაყალიბა ასეთად? ვინ იყო ის ვინამაც ჩემი თბილი გული გამიყინა და დაამსხვრია. ვინ იყო ის ვინამაც მიმატოვა?! გგონია უდანაშაულო ხარ? ყველაფერი შენი ბრალია!! ახლა კი ნუ ტირი და მსხვერპლის როლს ნუ თამაშობ, აქ ერთადერთი მსხვერპლია და ეს მე ვარ. შენ ჩემი ხასიათით ისარგებლე, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი არ იყო, რაც ერთმანეთს ვიცნობდით, მე ყველაზე უკეთ შენ მიცნობდი... შენ ყველაზე კარგად იცოდი ჩემი გრძნობები... შენ ყველაზე უკეთ იცნობდი ჩემს გულს... როგორ შემიყვარდა შენნაირი ადამიანი.. საცოდავი ვარ, მართალია... მაშინ შენ იმედი მომეცი, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ გიშორებდი არასდროს მცილდებოდი. საცოდავი და გულუბრყვილო ვიყავი, რადგან მოგენდე, რადგან ჩემი გული მოგეცი. გეცოდები? მე კი შენ მეცოდები... ასე სიყვარულს მოიპოვებ? ასე ვინმე შეგიყვარებს? შენი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორ ბიჭს უყვარდი თავდავიწყებით და ორივეს ზურგი აქციე, ორივეს გული ატკინე. შენ სიყვარულს არ იმსახურებ ჰესუ!-ცრემლებს ვერ ვიჩერებდი, გული ძალიან მტკიოდა... ის მართალი იყო.
-ვონო საკმარისია!-მინჰიუკი შემოვიდა და ჩვენ შორის ჩადგა.
-აქ რა ჯანდაბა გინდა, ველაპარაკები.
-ეს ლაპარაკია? არ გგონია, რომ ზედმეტად ცუდად იქცევი? საკმადისია!
-ჭკუას ნუ მარიგებ შე საცოდავო არსებავ! რა უფლებით მიყვირი? თავი ვინ ჯანდაბა გგონია!!
-ვინ ჯანდაბა ვარ? თავი ვინ მგონია? საცოდავი არსება? ჭკუიდან შეიშალე?!
-არა.. საერთოდ აქ რა ჯანდაბა გინდა? ეს კომპანია შენ გარეშე უკეთესი იქნებოდა.-მინჰიუკი ვონოსკენ წავიდა და სახეში მუშტი გაარტყა.
-გაიმეორე.-ისევ გაარტყა და ახლა წააქცია.-როგორც იცი ჩხუბში ყოველთვის მე გჯობდი, ერთადერთი რაც იცოდი ეს ცეკვა იყო! ვინ ვარ? თუ არ იცი არ გეტყვი? არ გჭირდები? გზა ხსნილია, წადი, მე არ შეგაწუხებ! მაგრამ თუ კიდევ ერთხელ ატკენ ჰესუს გულს ყველაფერს ასე არ დავტოვებ, ყველაფრისთვის პასუხს გაგებინებ.
-ისევ ჰესუ!! ყველა მის მხარეს იჭერს.
-ნამდვილი ნაბიჭვარი ხარ შინ ჰოსოკ.-უთხრა აიემმა.
-კიდევ ერთხელ ატკენ გულს ჰესუს და გპირდები მოგკლავ! ყველაფერს შენ გამო ვითმენდი! ბედნიერი იყავი და მეც შენი ბედნიერების გამო ვჩუმდებოდი! რატომ? რადგან მეც ჰესუ მიყვარდა! რა დამთხვევაა არა? ორივეს ერთი გოგო გვიყვარდა, ახლა მიხვდი რატომ ვერ ვპატიობდი მას წასვლას? მე მისგან სიყვარულს არ ვითხოვდი, ერთადერთი რამ რაც მჭირდებოდა მისი ნახვა იყო ყოველდღე, როცა მე მომინდებოდა. ის კი წავიდა, აი რატომ ვერ ვპატიობდი. მე ჰესუ მიყვარდა! გგონია ახლა მოვითმენ? გგონია ახლაც შენ გამო ჩემს სიყვარულზე უარს ვიტყვი? ცდები! შენ ჩემთვის არაფერს წარმოადგენ, როგორც მე შენთვის. წარმატებები.-თქვა მინჰიუკმა, ხელი ჩამავლო და იმ ოთახიდან გამომიყვანა. ვერ ვიჯერებ.. გავჩერდით.
-ერთი თხოვნა შემისრულე.
-ჰმ?
-დაივიწყე ყველაფერი, რაც იქ ვთქვი.
-მაგრამ...
-დაივიწყე გთხოვ. უკვე იცი, მე შენგან არც სიყვარულს  და არც პასუხს არ ვითხოვ. უბრალოდ ისე გავაგრძელოთ ცხოვრება როგორც ადრე... ისევ ჩემი სტალკერი იყავი, სხვა არაფერი მინდა. არ მინდოდა ამის შესახებ გაგეგო.-ჩაიცინა.-მაგრამ ასე გამოვიდა. უბრალოდ ისევ მეგობრები ვიყოთ, კარგი?-მკითხა და მიმიხუტა. თავი დავუქნიე და მეც ჩავეხუტე.-კარგია..-ჩაილაპარაკა.
-მას ყურადღება არ მიაქციო.. ხომ იცი ამას არ გულისხმობდა.
-ვიცი... მაგრამ ზედმეტი მოუვიდა. თურმე, ჩემს გარეშე ყველაფერი უკეთ იქნებოდა... ზოგჯერ მგონია რომ თავისი ფეთქებადი ხასიათის გამო მალე დაგვკარგავს.-ვერაფერი ვუთხარი, უბრალოდ გზა გავაგრძელეთ, არც ერთი ხმას არ ვიღებდით.
-როცა თქვენ გაგიცანით უბედნიერესი ადამიანი ვიყავი... არასდროს მეგონა რომ ყველაფერი ასე თავდაყირა დადგებოდა.
-და ამ ყველაფერს თავდაყირა ვონო აყენებს.
-მაგრამ ამას მეც შევუწყვე ხელი.
-შეიძლება ასეც იყოს.
-ვნანობ.-დავიჩურჩულე და ცრემლი მოვიწმინდე.

First LoveWhere stories live. Discover now