დღეები სწრაფად გადიოდა, უკვე ათი დღე გავიდა მას მერე, რაც ბიჭებმა იჩხუბეს და ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. ვონო ხვალ ამერიკაში უნდა გაფრინდეს რაღაც საქმეზე, ფრენა გამთენიის ექვს საათზეა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება... არ ვიცი რატომ, მაგრამ ცუდი წინათგრძნობა მაქვს, ჩემმა სიზმარმა კი უფრო შემაშინა. სახლში დღეს გვიან მივედი.
-დე, დავბრუნდი სად ხარ?
-აქ ვარ, აქ.-სააბაზანოდან გამოვიდა დედა, თმაზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული.-სად იყავი აქამდე?
-აიემთან და სემისთან ვიყავი.
-თერთმეტ საათამდე?
-ხო.. ვლაპარაკობდით. მარტო ჩვენ ოთხი ვიყავით და ნუ რავი... აქამდე სალაპარაკო არ გამოგველია.-გავიცინე.
-ვონოზე ისევ გაბრაზებულები არიან?
-მინჰიუკი კი, აიემი, მგონი, აღარ. აიემს ყოველთვის ადვილად გადადის წყენა. მაგრამ მინჰიუკია ერთადერთი და განუმეორებელი.-ჩავიცინე.-კარგი დე, ახლა უნდა დავწვე, ძალიან მეძინება. ჩემს ოთახში შევედი, საღამურები ჩავიცივი და მაშინვე ლოგინში ჩავწექი. მალევე ჩამეძინა. დაახლოებით ექვსის ნახევარი იქნებოდა, როცა დედაჩემმა გამაღვიძა.
-ჰესუ! ჰესუ გაიღვიძე! რა გჭირს? ჰესუ!-ჩამესმა დედაჩემის ხმა და თვალები გავახილე.-რამე დაგესიზმრა?
-მე...
-ძილში ტიროდი და ვიღაცას ეძახდი.
-ვონო... ჩემი ტელეფონი სად არის?-ჩემი ტელეფონი მოვძებნე და მაშინვე ვონოსთან დარეკვა ვცადე, მაგრამ გათიშული ჰქონდა.-რომელი საათია?
-ექვსის ნახევარი.
-უკვე თვითმფრინავში იქნება..
-რა დაგესიზმრა?
-დამესიზმრა რომ ის თვითმფრინავი, რომლითაც ვონო ამერიკაში უნდა გაემგზავროს, გაქრა.
-როგორ თუ გაქრა?
-არ ვიცი ეს დამესიზმრა, გაქრა.. უბრალოდ გაქრა.
-სიზმრებს ყურადღება არ უნდა მიაქციო...
-სამი დღეა ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავ.
-ყურადღება არ მიაქციო საყვარელო, ეს უბრალო სიზმარია.-ვონოსთან დარეკვა კიდევ რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა.-ალბათ, თვითმფრინავშია, დამშვიდდი არაფერი არ მოხდება.-კიდევ ერთხელ დამამშვიდა დედამ და დაწვა.-დაიძინე, ჯერ კიდევ გაქვს დრო.-დრო მქონდა მაგრამ თვალის მოხუჭვა ვერ მოვახერხე. როცა თვალებს ვხუჭავდი, იმ სიზმარზე მეფიქრებოდა და კიდევ უფრო მეშინოდა.
დილას მე და კრისი ისევ ერთად წავედით, მისთვის არაფერი მითქვამს. კომპანია ისევ ისე გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის.
გულს ვერაფერს ვუდებდი, არაფერი გამომდიოდა, ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ჩემი სიზმარი იყო. ჩემს კაბინეტშიც ვერ ვისვენებდი ამიტომ სემისთან წავედი, სემი იქ არ დამხვდა, ვიფიქრე აიემის კაბინეტში იქნება-თქო, მაგრამ იქაც არ იყო. ბოლოს მინჰიუკთან მივედი და სამივე იქ დამხვდა.
-აი ზუსტად შენ გვაკლდი.
-ჩემ გარეშე რას აკეთებდით?
-ვლაპარაკობდით შენზე.-ენა გამომიყო სემიმ, გამეცინა.
-შენზე არა, მაგრამ ვონოზე კი.-მითხრა აიემმა.
-როცა ჩამოვა უნდა შევრიგდეთ, არ შემიძლია ჩემი ბავშვობის მეგობართან ასე უაზროდ გავწყვიტო ურთიერთობა, არ შემიძლია და ეს არასწორია, მას ასე ვერ მივატოვებთ.
-მიხარია ასე რომ გადაწყვიტე.
-რომ ჩამოვა რამე ფართი ხომ არ მოვაწყოთ.
-ფართი... ვაიმე ფართი, ერთ კვირაში ემსიეჩის ათი წლისთავია.
-უი...
-მართლა?
-წვეულება ხომ უნდა გავმართოთ?
-ნახე რამდენი წვეულება გაერთიანდება ერთად. ემსიეიჩის ათი წლისთავი, ვონოს დაბრუნება და ჩვენი შერიგება, რა მაგარია.
-და ჩემი წასვლა.
-რა შენ მიდიხარ?
-მე აქ სამი თვით ვიყავი, სამი თვე კი უკვე გავიდა.
-შანსი არაა... მეგონა რჩებოდი.
-არა.. მივდივარ.
-კარგი რა.. აქაც შეგიძლია იმუშავო, თანაც აქ ჩვენ გეყოლებით, შენ რა მართლა მიდიხარ?-მკითხა სემიმ და მოიწყინა.
-ჩამოვალ ხოლმე.-გავუღიმე.
-"ჩამოვალ ხოლმე" არ მაწყობს.-თქვა მინჰიუკმა.-დარჩი.
-არ არსებობს.. ისევ გვტოვებს...-ჩაილაპარაკა აიემმა.
-კრისს უკვე დავპირდი რომ მასთან ერთად დავბრუნდებოდი.
-კრისი უფრო გიყვარს თუ ჩვენ? სამი ადამიანი გთხოვს კარგი რაა~~~.
-დაპირება დაპირებაა...-მოულოდნელად კაბინეტში კრისი შემოვარდა.
-ძლივს გიპოვეთ...-ეტყობოდა რომ ირბინა.
-რა მოხდა?
-ვონო... რეისი...
-რა? ნორმალურად თქვი.
-კრის თქვი.
-ვონოს რეისი... თვითმფრინავი...
-ამოღერღე!!-დაიღრიალა მინჰიუკმა.
-რადარებიდან გაქრა.
-რ..როგორ თუ გაქრა..? დარწმუნებული ხარ?
-საინფორმაციოშიც გამოაცხადეს და ინტერნეტშიც ვნახე.
-კრის მითხარი რომ ტყუილია... რა დარწმუნებული ხარ, რომ ის ვონოს თვითმფრინავია... მითხარი რომ სიცრუეა... ჩემი სიზმარი... მითხარი რომ ცდები!!-ვიყვირე და ცრემლები წამომივიდა.
-ეს შეუძლებელია...-დაიჩურჩულა მინჰიუკმა.-შეუძლრბელია...
-ვონო... წარმოუდგენელია...-ჩაილაპარაკა სემიმ და აიემს ჩაეხუტა.
-რა გატირებთ? დარწმუნებული ვარ ის ცოცხალია... ამას ვგრძნობ.-ლაპარაკობდა და, ალბათ, თავისი ნათქვამის თავად არ სჯეროდა.-რეისი ექვს საათზე იყო.. ნამდვილად ჩაეძინებოდა... ახლა სახლშია და სძინავს დარწმუნებული ვარ... მე... მე მას უნდა შევრიგებოდი... როგორ გაბედა...-მინჰიუკი სადღაც გაიქცა და ჩვენც გავყევით. აშკარად ვონოსთვის სახლში უნდა მიეკითხა. გასასველისკენ მივდიოდით, როცა...
YOU ARE READING
First Love
Fanficფიკი არის სკოლის "ლუზერსა" და ჩვეულებრივ გოგოზე, რომელიც ვერ იტანს ძალადობას და მიუხედავად იმისა, რომ სუსტია, მაინც ახერხებს დაეხმაროს მას და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალოს. როგორც ყოველთვის ხდება, მათაც შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ იქნება მა...