გასასვლელისკენ მივდიოდით, როცა... როცა ვონო დავინახეთ. ის კომპანიაში შემოდიოდა და თან ამთქნარებდა. ხუთივე გავშეშდით, თვალებს ვერ ვუჯერებდი, იქნებ მის სულს ვხედავ? მეჩვენება? მაგრამ ხუთივეს გვეჩვენება?
-მეჩვენება თუ თქვენც ხედავთ?-ვკითხე დანარჩენებს. ვონო ჩვენთან მოვიდა და გაკვირვებული გვიყურებდა.
-ასე რატომ მიყურებთ?..-საათს დახედა.-ბოდიში, დავაგვიანე.-თავი ვეღარ შევიკავე და მას ჩავეხუტე.
-მეგონა... მე მეგონა...-მას აშკარად გაუკვირდა, რადგან როცა მოულოდნელად ჩავეხუტე შეკრთა და ხელები ზემოთ ასწია. დანარჩენებს გაოცებული უყურებდა.
-ყველა ისე გამოიყურებით, თითქოს ახლა მოჩვენება დაინახეთ.-მხარზე ხელი დამადო და ჩამომხედა.-რამე მოხდა?
-აქ რა... რა გინდა?
-ვიცი მინჰიუკ, არ მეჩხუბო.. ვიცი რომ ახლა ამერიკაში უნდა მივფრინავდე მაგრამ...
-ჩაგეძინა... ხომ?
-ხო.. მეგონა გავათენებდი და არ დავაგვიანებდი, მაგრამ ჩამეძინა... ვიცი ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მაგრამ რა ვქნა, ტელეფონიც თურმე დამიჯდა და შესაბამისად არც მაღვიძარამ არ დარეკა.-ახლა მინჰიუკის ჯერი დადგა. ის ჩაეხუტა და უაზროდ იცინოდა.
-მადლობა მეგობარო, მადლობა.
-მადლიბას რატომ მიხდი?
-რატომ? რადგან ტელეფონი არ დატენე, რადგან იდიოტი ხარ, რადგან ჩაგეძინა და რადგან ჩემი მეგობარი ხარ. მადლობა, რომ ჩემს უაზრო ხასიათს უძლებ.
-ვაიმე მინჰიუკ მაშინებ...-ჩაილაპარაკა.-ახლა ვისი ჯერია?-გაიღიმა მან და ხელები გაშალა.
-ძალიან არ გაგიტკბეს, წამოდი.-წამოათრია აიემმა და თან იცინოდა.
-მაინც მითხარით რა მოხდა?-კრისმა ტელეფონი აჩვენა.-ვაიმე... სერიოზულად? ეს ჩემი რეისი იყო...
-ზოგჯერ კარგია რეისებზე რომ აგვიანებ.-თქვა სემიმ და გაიღიმა.
-ჯანდაბა.. რომ წარმოვიდგინე ცოტა შემეშინდა.
-ამაზე არ იფიქრო, რაც მთავარია გადარჩი.
-გადავრჩი ხო.. მაგრამ... ჩვენ შევრიგდით?
-კი, რა თქმა უნდა.-თქვა მინჰიუკმა.-და დაივიწყე ყველაფერი რაც... რაც იმ დღეს გითხარი. ეს უბრალოდ შენ გასაბრაზებლად ვთქვი.-ვონომ გაიღიმა, მისი ასეთი ღიმილი, მგონი, ათი წელია არ მინახავს, მართლაც ძალიან ბედნიერი იყო.
-გინდა რაღაც გითხრა?
-რა?
-ჰესუ მიდის ხუთ დღეში.-თქვა სემიმ.
-რატომ?
-აქ ყოფნის სამი თვე გავიდა და კრისთან ერთად ინგლისში ბრუნდება. წარმოგიდგენია? არ რჩება.-ვონო გაჩერდა და შემდეგ მე შემომხედა.
-მას თუ ასე სურს, რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ, ეს ხომ მისი გადაწყვეტილებაა.-თქვა ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.-თუ ასე სურს, მაშინ უნდა წავიდეს.-თქვა მან და სემის გახედა.
-კრის არ გინდა რომ დატოვო? გვითხრა კრისს დავპირდიო და ეს პირობა რომ გააუქმო, არა?-ჰკითხა სემიმ.
-არ გამოვა, ეს პირობაა რომელიც ჩვენ დავდეთ, მინდა ჰესუ ჩემთან ერთად წამოვიდეს, ის ინგლისში თავს ძალიან კარგად გრძნობს და იქაც ყავს მეგობრები.
-კარგი, კარგი... მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს, ჯობია წვეულებაზე ვილაპარაკოთ, რომელიც ხუთ დღეში უნდა გავმართოთ.
-აუ.. ათი წელი გვისრულდება ხომ? ეგ სულ დამავიწყდა. ალბათ წელსაც მამაჩემი გააკეთებს არა? მე მეზარება.-გაიცინა ვონომ.-ხომ იცი ასეთ რაღაცებს არ ვაღიარებ.
-ოდესმე შენითაც ხომ უნდა დაგეგმო... ნუ კარგი.
-ალბათ, უკვე მზად ექნება ყველაფერი, მამაჩემი ყოველთვის ერთი თვით ადრე ემზადება ამისთვის.
-შენი მშობლები ბოლოს როდის ნახე?
-დედაჩემი ერთი კვირის წინ და მამაჩემი თვენახევარია არ მინახავს.
-ისევ ცუდი ურთიერთობა გაქვთ?-ვკითხე.
-არა, აღარ, უბრალოდ სადღაც იყო და რომ ჩამოვიდა მე ვეღარ მოვახერხე მისი ნახვა. რომ იცოდე შეიცვალა. მიხვდა რომ გავიზარდე და ჩემს ცხოვრებაში აღარ ერევა. უკვე ოცდარვა წლის ვარ და დღემდე არ უხსენებია ქორწილი და ცოლის მოყვანა.-ჩაიცინა.
-მართლა? მიხარია.-გავუღიმე.
-წვეულებაზე ხომ იქნები?
-კი.
-კარგია, მინდოდა წასვლამდე გვენახე.-გამიღიმა.
-მოკლედ....-კრისის ტელეფონმა დარეკა.
-ახლავე მოვალ.-ის გავიდა და რამდენიმე წუთში დაბრუნდა.-ჰესუ... მამაჩემი იყო... მკითხა ამ დღეების განმავლობაში ვინმე ხომ არ მოგყვებოდათო და რამე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათო.
-რა?
-რა ხდება?-იკითხა აიემმა.
-ვიღაც გითვალთვალებთო.
-მან საიდან იცის, ჩვენ არაფერი შეგვიმჩნევია.
-ვიღაცამ დაურეკა დაფარული ნომრიდან და ჩვენი გატაცებით დაემუქრა.
-რა?
-მძღოლი გამოგვიგზავნა, მხოლოდ მისი მანქანით იარეთ და მარტო სიარულს მოერიდეთო.
-ჩვენი გატაცება ვის რაში უნდა სჭირდებოდეს.
-კრისის მამას, როგორც ვიცი, ინგლისში ერთ-ერთერთი უმსხვილესი კომპანია აქვს. ფილმში მაინც არ გინახავს? ალბათ, გამოსასყიდი უნდათ და, ალბათ, საკმაოდ ძლიერები და გაბედულები არიან ასე რომ აფრთხილებენ.
-რა უნდა ვქნათ?
-მძღოლს დაველოდოთ და ფრთხილად ვიყოთ, სხვა რა უნდა ვქნათ...
YOU ARE READING
First Love
Fanficფიკი არის სკოლის "ლუზერსა" და ჩვეულებრივ გოგოზე, რომელიც ვერ იტანს ძალადობას და მიუხედავად იმისა, რომ სუსტია, მაინც ახერხებს დაეხმაროს მას და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალოს. როგორც ყოველთვის ხდება, მათაც შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ იქნება მა...