*HaeSoo's P.O.V*
მათი სახლიდან გამოვედი და დავმშვიდება ვცადე. არაფერი არ მჭირდა, უბრალოდ ჩემი გული ჩვეულებრივზე სწრაფად ფეთქავდა.
-ჩვენ ჩახუტებულებს გვეძინა?..-ჩავილაპარაკე ჩემთვის და გამეღიმა.-ააავ... ის ისეთი თბილი იყო.-ჩავიცინე და სახეზე ხელები ავიფარე. სახე შეხურებული მქონდა.-მაგრამ ხვალ მივდივარ..-ჩავილაპარაკე და სიცილის ხასიათიც გამიქრა. სასტუმროში ისევ ტაქსით დავბრუნდი.
-როგორი დრო გაატარე შენს მეგობრებთან?-მკითხა დედამ და ყავა დამისხა.
-შესანიშნავი იყო, ძალიან მომნატრებია ძველი დრო, როცა ხუთივე ერთად ვიყავით.-ვთქვი და გავიღიმე.
-მართლაც კარგ ხასიათზე ხარ, არა?-თავი დავუქნიე და გავუღიმე. კრისი ჩვენთან შემოვიდა.
-დღეს წვეულებაზე მოდიხარ, ხომ?-ვკითხე და გავიღიმე, უბრალოდ ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან, ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი და ამის დამალვას არ ვაპირებდი.
-კი. ეჰ.. ძალიან მიხარია ხვალ რომ მივდივართ, მომენატრა სახლი.
-ხო...-ვუთხარი ჩუმად.
-შენი დაპირება ხომ გახსოვს?
-კი მახსოვს.-ძალით გავიღიმე და ყავა მოვსვი.
დაახლოებით რვა საათისთვის უკვე მზად ვიყავით. შავი მომჯდარი ზურგამოღებული კაბა და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩავიცვი, არ ვიცი ყველაფერს შავს რატომ ვიცვამ, მაგრამ, ვფიქრობ, მოსახერხებელი, ლამაზი და დახვეწილია. თმებიცა და მაკიაჟიც თავად გავიკეთე და ახლა მართლა მზად ვიყავი.
ცხრის ნახევრისთვის კი ყველა შევიკრიბეთ, რომ გითხრათ ვერთობი-თქო მოგატყუებთ.
-ჩვენს კომპანიას უკვე ოცდაათი წელი უსრულდება, მაგრამ ემსიეიჩს ათი.-მიკროფონში ლაპარაკობდა ვონოს მამა და თან იღიმოდა.-უკვე ათი წელია რაც ჩვენი შვილები....
-ამის მოსმენა არ მინდა...-ჩავილაპარაკე და თვალები გადავატრიალე.
-გინდა გავიდეთ?
-კარგი გავიდეთ, თავს რაღაც უცნაურად ვგრძნობ.-მე და კრისი სუფთა ჰაერზე გამოვედით.
-ცივა.
-ოქტომბერიც მთავრდება...-ჩავილაპარაკე.-ჩვენი წასვლის დროც დგება...
-მოწყენილი ხარ ამის გამო?
-არა სულაც არა.
-აქ რატომ წამოხვედი?
-შენ რატომ წამოხვედი?
-მე შენ გამო.
-მე კი ჩემი მეგობრების გამო, ხვალ მივდივარ და მინდა მათთან უფრო მეტი დრო გავატარო, მაგრამ თავს რაღაცნაირად ვგრძნობ.
-მაინც როგორ?
-არ ვიცი... მგონია, რომ რაღაც ცუდს ვაკეთებ?-კრისს ველაპარაკებოდი და ცას თვალს არ ვაშორებდი.
-რას გულისხმობ?
-მგონია რომ ჩემი წა..... დაივიწყე.
-მითხარი.
-არაფერია დაივიწყე.
-კარგი რა...
-გეტყვი. მგონია რომ ჩემი ცხოვრება ძალიან უაზროა და ჩემი ცხოვრების წლებს ძალიან უაზროდ გავატარებ, აი რა მგონია.
-...
-ყოველთის ერთსა და იმავე შეცდომებს დავუშვებ და ჩემი სიჯიუტით ცხოვრებას დავინგრევ.
-ჰესუ.. კა.....
-რა იდიოტი ვარ, ზოგჯერ ვერ ვუფიქრდები რას ვაკეთებ და ყველას გულს ვტკენ, განსაკუთრებით იმათ, ვინც მიყვარს...
-ვის გულის... ვო.....-სიტყვის თქმა არ ვაცადე.
-დაივიწყე რაც ახლა ვთქვი, უბრალოდ გავითიშე. ცივა. შიგნით შევიდეთ.-ჩვენ შიგნით შევედით, მისტერ შინს ლაპარაკი დაესრულებინა და ახლა ყველა ერთმანეთში საუბრობდა და თან იცინოდა.
-სად იყავით, გეძებდით.-ჩვენთან სემი მოვიდა და მას დანარჩენებიც მოჰყვნენ. აიემმა შამპანიურის ჭიქა გამომიწოდა.
-ვონო სად არის?
-არ ვიცი, მგონი მამამისთან, წარმოდგენა არ მაქვს, სადღაც გაქრა.
-მგონი ცოტა დალია.-თქვა მინჰიუკმა და შამპანიური მოსვა.-ხომ იცი, ის ორ ჭიქა შამპანიურში თვრება.-ჩაიცინა.
-საპირფარეშოში გავალ.-
საპირფარეშოში შევედი ხელები დავიბანე და თმა შევისწორე. საპირფარეშოდან გამოსულს კარებში ვონო შემეფეთა.
-შემაშინე...
-დაგინახე რომ შემოხვედი, ამიტომ აქ გელოდებოდი.-გამიღიმა.-აქ დგომას აპირებ? გამოდი.-ხელი მომკიდა და სადღაც წამიყვანა.
-აქ რა გინდა, ან სად ვართ?
-დახურული დარბაზი, მხოლოდ ჩვენ... ვფიქრობ, ეს გჭირდებოდა, თვალს გადევნებდი, რაღაც ვერ უნდა ერთობოდე.
-მართალია.
-არ გინდა ვილაპარაკოთ?
-რაზე?
-ჩვენზე.
-ჩვენზე?
-დიახ.
-სალაპარაკო რამე დაგვრჩა? რამე შემოგვრჩა რაზეც შევძლებთ ფიქრს?
-მოგონებები.. მოგონებები არასდროს გაქრება.
-გაქრება, ამნეზიას ყველაფრის გაქრობა შეუძლია.
-მართალია, მთელ გონებას "გისუფთავებს", მაგრამ გულს ვერა. შეიძლება ადამიანი დაგავიწყდეს და ვერ იცნო, მაგრამ გული ყოველთვის იცნობს.-თქვა და ლუდის ქილა გამომიწოდა.
-ჰეი.. მადლობა.-გავუღიმე და გამოვართვი.-მართალია.
-ასე ძლიერ გინდა?
-რა?-ვკითხე მაგრამ ვხვდებოდი საუბარი საითკენაც მიჰყავდა.
-ჩვენი მოგონებების გაქრობა.... იქ, ინგლისში მართლა ბედნიერი ხარ?
-ვონო...
-მიპასუხე, ბედნიერი ხარ შენი ახალი ცხოვრებით?-ვყოყმანობდი, არ ვიცოდი რა მეთქვა.
-ა....-ესემესი მომივიდა.
"სად ხარ? კარგად ხარ?" კრისი მწერდა.-კი, ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით.
-ოჰ... მაშინ კარგი.
-რა?
-კარგია... მიხარია, რომ ბედნიერი ხარ, მეც ეს მინდოდა.-ისევ ესემესი მომივიდა.
"ჰესუ მაშინებ, საპირფარეშოში არ ხარ, სად წახვედი? მიპასუხე!" ტელეფონი გავთიშე და გვერდზე გადავდე.
-და შენ ბედნიერი ხარ აქ?
-კი, ალბათ...
-ალბათ...-ჩავილაპარაკე და გვერზე გავიხედე.
-ჰესუ...-როცა მან ჩემი სახელი წარმოთქვა ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ჩემი სახელით ყველა მომმართავს მაგრამ ის.. მისი პირიდან წარმოთქმული ჩემი სახელი, მაინც სხვანაირად ჟღერს. რატომ? რადგან ის ყველაში არ შედის, ის სხვაა, ის განსხვავებულია... ის განსაკუთრებულია.-შემიძლია რაღაც გთხოვო?
-რა თქმა უნდა...
-არ დაივიწყო. ნუ ეცდები ჩვენი მოგონებებისა და წარსულის დავიწყებას, მინდა ყველაფერი გახსოვდეს, არ მინდა დამივიწყო, რადგან არც მე არ ვაპირებ შენს დავიწყებას.
-ვონო...
-მითხარი, შემისრულებ ამ თხოვნას?-თავი დავუქნიე და თვალებში ჩავხედე. გამიღიმა და ჩემკენ მოიწია.
-რ...-ხმის ამოღება არ დამაცადა, მან თავისი ტუჩები ჩემსას შეახო, აი ახლა რა მჭირდებოდა, აი ახლა რა მინდოდა, ერთადერთი რამ რაზეც ახლა ვფიქრობდი მისი ტუჩები იყო, ერთადერთი რაც მინდოდა მისი კოცნა იყო და მან ეს შემისრულა.
-თუ შენ ბედნიერი იქნები, მაშინ მეც ბედნიერი ვიქნები.-თქვა, როდესაც ტუჩები მომაშორა.-გაგიშვებ. მაშინ გაიქეცი და შენი შეჩერება ვერ შევძელი, მაგრამ ახლა ჩემი ნებით გიშვებ...-თქვა და ხელი გამიშვა.-ახლა ნებას გრთავ წახვიდე, შენ ხომ კრისს დაჰპირდი.-ჩაიცინა და თავი გააქნია. მისი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში ჩავხედე. ცოტა გაუკვირდა. ახლა მე ვაკოცე, მაგრამ მან კოცნა მალე გაწყვიტა.-წადი.-ადგა და მალევე სადღაც გაუჩინარდა.
YOU ARE READING
First Love
Fanfictionფიკი არის სკოლის "ლუზერსა" და ჩვეულებრივ გოგოზე, რომელიც ვერ იტანს ძალადობას და მიუხედავად იმისა, რომ სუსტია, მაინც ახერხებს დაეხმაროს მას და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალოს. როგორც ყოველთვის ხდება, მათაც შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ იქნება მა...