2.

179 22 2
                                    

ჰო, ამ წუთას ვარდისფერი თმა მაქვს და ეს არის ასევე მეორე მიზეზი იმისა, თუ რატომ მაშტერდება ყველა, ქუჩაში თუ უნივერსიტეტში. ვიღაც-ვიღაცები "პიდარასტსაც" მეძახიან. მეზიზღება ეგ სიტყვა, გეი მაინც დამიძახონ. მაგ სიტყვის გამო, მოვა დრო და ვიღაცას მართლა ძალიან მწარედ გავარტყამ. მაგ საზოგადოების მიმართ წინააღმდეგი არაფერი მაქვს, მაგრამ რა უბედურებაა სიტყვა "პიდარასტი?"

აიდოლებს რომ ჭრელა-ჭრულად აქვთ თმა ეგენი გეები არ არიან, მაგრამ მე "პიდარასტი" ვარ?! რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ თმის ფერს?

მე, სხვებისგან განსხვავებით, უფრო სერიოზული მიზეზი მაქვს რატომაცაა ჩემი თმა ვარდისფერი. ჩემი საუკეთესო მეგობარი მთხოვდა 1 თვის წინ სანამ ავარიაში მოყვებოდა შეიღებე, მოგიხდებაო და მეც შევიღებე. საკმაოდ ლამაზად მაქვს, რომ არ მოგატყუოთ. თუმცა 1 თვეა სულ ვიღებავ და მგონია, რომ თმა გამცვივდება, ამიტომ მალე გადავიღებავ. ან ჩემს ფერზე, ან შავად.

ლექცია დამთავრდა და ლექტორმა დამიძახა, ცოტახანი დარჩიო. ძლივს ავდექი. ნელი ნაბიჯებით გავემართე რომ არ წავქცეულიყავი.

მეძინება.

-ბატონო, კიჰიონ. - თქვა ბოლოს თავისი ბოხი ხმით.

მეძინება.

-გისმენთ.

-მერამდენედ?!

-ბოდიში. - თავი დავხარე.

-ყოველ ჯერზე ამას ამბობ.

- . . .

-ეს აღარ განმეორდეს! შეგიძლია წახვიდე. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.

-ნახვამდის და ბოდიში. -ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი.

მეძინება.

კიდევ კარგი მალევე გამიშვა, თორემ ამ ახვარის თავი არ მქონდა. ჩანთის გარტყმა არ გამიჭირდებოდა ისე მშლის ნერვებზე ეს ადამიანი.

InsomniacWhere stories live. Discover now