ვონჰოს ოთახიდან გამოსვლის მერე ისევ არაფერი მახსოვს.
უკვე საღამოა. მე ჩემს ოთახში ვზივარ. გვერდით ვონჰო მიზის. საქმე არაფერი მაქვს და ტელეფონის ეკრანს დავჩერებივარ. აქაც არაფერია საინტერესო. ვონჰოც ხმას არ იღებს.
საჭმლის სუნი მოდის. დედა აკეთებს რამეს?
რა კარგი სუნია.
-ოოო, ჩემი საყვარელი საჭმლის სუნი მოდის. - აღნიშნა ვონჰომ და ოთახიდან გავიდა.
-აჰ, ანუ რამენს აკეთებს. - ვთქვი მე.
-კი ბატონო. - მიპასუხა ვონჰომ სიცილით. ავდექი და მეც გავედი ოთახიდან. სასტიკად მშიოდა, არაფერი მიჭამია მთელი დღეა.
სამზარეულოში გავედით და დავსხედით სამივე ერთად.
დიდი ხანი ჩუმად ვიყავით, მერე როგორც იქნა ვონჰომ მაინც ამოიღო ხმა:
-ძალიან გემრიელია.
-მადლობა. - თქვა დედამ და ვონჰოს გაუღიმა.
-იცით როგორ მშიოდა? - შვებით ამოვისუნთქე და ორივემ გაიცინა.
მაგრამ . . .
მეძინება.
ყველაზე მალე მე მოვრჩი ჭამას, ამიტომ მალევე ავდექი. მადლობა ვუთხარი დედაჩემს გემრიელი საჭმლისთვის და გავედი.
უცებ მივხვდი, რომ ახლა იყო წამლის მოძებნის დრო, სანამ დედაჩემი ყურადღებას არ მაქცევდა და თავისთვის იყო.
სასწრაფოდ მისი ოთახისკენ გავემართე.
კარი ღიაა. მშვენიერი.
ყველა უჯრა ვნახე, ყველა კარადა და ის პატარა მაგიდაც, რომელიც ოთახში ედგა. ლოგინიც შევათვალიერე. ოთახის ყველა პატარა კუთხე-კუნჭულიც ვნახე. მაგრამ რისთვის?
რა თქმა უნდა, არაფერია.
გამოსვლისას კარის გვერდით პატარა სეიფი დავინახე. აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე? ვლოცულობდი, ვიხვეწებოდი, რომ ღია ყოფილიყო. მაგრამ უშედეგოდ. ვის რად უნდა შენი ლოცვა? თუ ღია არაა ამას რაღა გააღებს? დაკეტილია. კოდითაც და გასაღებითაც.
YOU ARE READING
Insomniac
Fanfictionამბავი ერთ ძალიან ჩვეულებრივ ბიჭზე, რომელსაც ინსომნიის ანუ ძილის დარღვევების გამო ცხოვრება მთლიანად ამოუტრიალდა და რეალობა ილუზიად ექცა.