როდესაც ხარ უფროსი და გქვია დიდი პასუხისმგებლობა პატარა ძმის მიმართ, მერე რა რომ ის შენზე სულ რაღაც 4 წლით უმცროსია? ახლაც მახსოვს ის საოცარი შეგრძნება როცა ჩემი პატარა ძმის მოლოდინში საავადმყოფოში იქით აქით დავდიოდი, მართალია 4 წლის ვიყავი და ალბათ იფიქრებთ როგორ ახსოვსო მაგრამ ეს იმდენად საოცარი შეგრძნება იყო რომ დეტალებში მახსოვს... ჩემი პატარა ძმის სახის თითოეული ნაკვთი... მახსოვს ის შეგრძნება პირველად რომ მისი პატარა თითებით ჩამეჭიდა თითზე და დღემდე ასე მოვდივართ მას მერე არ გაუშვია ჩემი ხელი...
ახლა ვზივარ მისი ლოგინის კიდეზე და ვუყურებ როგორ პატარა ბავშვივით ძინავს, უნივერსიტეტიდან დაღლილი მოდის მერე მთელი ღამე მეცადინეობს... ჩემი პატარა.... დღეს შაბათია დღეს ჩვენი დღეა.... ორშაბათისთვის ყველაფერი მომზადებული აქვს წუხელ გვიან დაიძინა.... "ეს ორი დღე ნუნასთან უნდა ვიყო" .... ვისაც დედმამიშვილი გყავთ ალბათ იცით ეს რა შეგრძნებაცაა... სიამაყის გრძნობა, რომ შენ შენი ძმისთვის ან დისთვის საუკეთესო ხარ.... უკვე შუადღის 3 საათია მეკი მის გაღვიძებას არ ვცდილობ... სახლი მივალაგე, საჭმელი გავამზადე, მშობლები მივლინებაში არიან ამიტომ ყველაფერი ჩემზეა, ჩემ ძმას რაც შეეხება ის არასოდეს ეკითხება დედას თუ სად დევს მისი პერანგი ის გაყვირის "ნუნაააა ჩემი კლეჩატი ლურჯი წითელში რომა პერანგი, სად დადე?" ასე იყო ყოველთვის იმ დღიდან რაც სეჰუნი სკოლაში წავიდა....
- სეეე ადექი 3 საათია უკვე.... სეჰუნააა აწიე შენი მსოფლიო მაშტაბით მშვენიერი საჯდომი და ჩამოიტანე ქვევით...
- იაააა ნუნააა რამდენჯერ გითხრა ასე ნუ მეუბნებითქო (მოჩვენებით გაიბუსხა მაკნე)
- ხომ იცი რომ ერთი დაძახილის მერე მეორედ ეს მოყვება? იქიდან გამომდინარე რომ აჭიანურებ ადგომას ესეიგი მოგწონს 😂😂😂
- ჩემი ნუნა საუკეთესოა ....
ჩამოეკიდა კისერზე სუიონს და ლოყაზე გემრიელად აკოცა... ესეც ბავშვობის ჩვევაა...
- დღეს რას ვაპირებთ? უი ხო სე იმ გოგოსთან რა ხდება?
- არც არაფერი ნუნა.. ხომ იცი არა ? (მზერა ეშმაკურად აათამაშა სეჰუნამ და მისი ნუნაც მიხვდა ) ია ნუნა ასე ძალიან დაიღალე შენი მაკნეთი რომ გინდა სერიოზული ურთიერთობა მქონდეს?
- სეჰუნააა შენ ჩემთვის მარტო ძმა არ ხარ შენ ჩემთვის შვილივით ხარ და არ აქვსნიშვნელობა სულ რაღაც 4 წლით რომ ვარ უფროსი...
იცის როგორ უნდა გაააბრაზოს და, ახლა მოუწევს გაბუსხული ნუნას შემორიგება, მაგრამ იცის, რომ ნუნა დიდხანს ვერ უბრაზდება, არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი....
პირველი რაც მოიმოქმედეს მაგიდა აალაგეს ჭურჭელი დარეცხეს, ( ეს და-ძმა სახლში როდესაც იყო ჭურჭლის სარეცხს არავინ ხმარობდა, მშობლებს კი უყვარდათ იმის ცქერა თუ როგორ ერთობოდა ეს ორი ქაფით) თუმცა ქაფით არ უთამაშიათ, ამას მხოლოდ მშობლების თვალწინ აკეთებდნენ.... როცა ქუჩაში გადიოდნენ ერთ სტილზე იცმევდნენ და ფეხზე როგორც ყოველთვის საყვარელი კონვერსები.... სავაჭრო ცენტრში რასაც ქვია გაერთნენ, სულ ამ სავაჭრო ცენტრში დადიოდნენ, მფლობელის მადლობები იყვნენ რომ ამ უზარმაზარ ცენტრში ყველაფერი იყო, დაწყებული პროდუქტით დამთავრებული ტანსაცმლის მაღაზიები... ჯერ ტანსაცმლის მაღაზიებში გაბოდიალდნენ, რამოდენიმე ხელი მოიზომეს იმაიმუნეს იტინგიცეს, და კარგადაც ივაჭრეს. წელს ხომ მშობლებთან ერთად ჯერ მთაში და მერე ზღვაზე მიდიოდნენ... ამიტომ გადაწყვიტეს შეეძინათ შესაფერისი სამოსი, განა არ ქონდათ მაგრამ ახალი უნდოდათ... მერე ფეხსაცმლის მაღაზიას მიადგნენ, რამოდენიმე სახეობის კონვერსები იყიდეს და კაფეში ჩავიდნენ, ამდენ მაიმუნობს და ცუღლუტობას ენერგია ხომ ჭირდება.... როგორც ყოველთვის ყავა და კრუასანები... მერე პროდუქტების მაღაზიაში ჩავიდნენ ივაჭრეს და სახლს მიაშურეს... დაისვენეს და ორთაბრძოლას შეუდგნენ.. 😂😂😂😂 რათქმაუნდა თამაშები, ორივეს საკმაოდ დიდი კოლექცია ქონდათ... ისინი იმის და მიუხედავად რომ 25 და 21 წლის ზრდასრული ადამიანები გახლდნენ მაინც პატარა ბავშვებივით ერთობოდნენ....