<1>

5.3K 248 72
                                    

როგორც იქნა, მატარებელი გაჩერდა და მეც სასწრაფოდ ჩამოვედი, რადგან იმ დახუთული და ათასი სუნით შეზავებული ჰაერის სუნთქვა აღარ შემეძლო. ასე მეგონა, გზაში მთელი მარადისობა გავატარე. საშინლად დაღლილი
ვიყავი და სიამოვნებით მოვკლავდი ჯონგუკს, რომელიც წესით ჩემ წინ უნდა მდგარიყო და ამ მძიმე ჩანთის წაღებაში დამხმარებოდა, თუმცა მისტერ აუცილებლად დაგხვდები და არ დავიგვიანებ არსად ჩანდა.

ტელეფონი ამოვიღე, თუმცა მალევე ჯიბეში დავაბრუნე, რადგან გამახსენდა,
რომ ისიც ჩემსავით იყო ენერგიისგან დაცლილი და ვერანაირ სარგებელს ვერ მომიტანდა.

გაღიზიანებული სახით შევხედე ხელში ჩაბღუჯულ ფურცელს, რომელზეც ბითიესის მისამართი ეწერა. ახლა სრულიად უცხო ქალაქში უნდა მევლო და ჩემი სულელი ბიძაშვილის სახლი მომეძებნა. მშვენიერია! უკეთესს ვერც ვერაფერს ვინატრებდი.

მატარებლის სადგური დავტოვე და გრძელ ქუჩებში, ხეტიალს მოვყევი.

რამდენიმე საათიანი დამღლელი სიარულისა და რამდენიმე ამაო ბედნიერების შემდეგ, როგორც იქნა დანიშნულების ადგილს მივადექი.

ჩემოდანი კართან დავდე, თვითონ კი უხალისოდ ჩამოვკარი ზარს ხელი.

დიდი ხანი ლოდინი არ დამჭირვებია. სახელური გადატრიალდა და კარში
ხელებგადაჯვარედინებული შუგა
გამოჩნდა. რამდენჯერმე ამხედ-
დამხედა და ბოლოს ტუჩები მოკუმა.

- პიცა მოიტანე? - ამრეზით მკითხა და მთქნარების დასაფარად პირზე ხელი აიფარა.

- რა პიცა? არაფერიც არ მომიტანია!

- კარგი. - მხრები აიჩეჩა და კარი ცხვირ წინ მიმიხურა. დახვედრაც ასეთი უნდა! ამ ბიჭმა ნამდვილად უნდა იმუშაოს სოციალური თვისებების განვითარებაზე.

წარბი შევკარი და კარს მუშტები დავუშინე. გარეთ ისევ შუგა გამოვიდა. თვალებს ისრესდა და გაკვირვებული მიყურებდა.

I Need U { BTS Fanfic }Where stories live. Discover now