(1)კოდი

131 9 1
                                    

ჯისუმ ღრმად ამოისუნთქა და დედამისს შეხედა.
"ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება" თქვა ქალმა, რომელიც ძალიან წააგავდა ჯისუს ხანში შესულ ვერსიას.დედამ ჯისუს შუბლზე აკოცა,გოგონამ გაიღიმა და შუშის კარი შეაღო. მან შესვლისთანავე იგრძნო მძიმე აურა და კარებთან შეყოვნდა.
"თქვენ აცრაზე ხართ მოსული?" თეთრებში გამოწყობილი ქალი ჯისუს მიუახლოვდა და გამოაფხიზლა . გოგონამ სწრაფად დაუქნია თავი და პატარა შავ ჩანთას ხელი მაგრად მოუჭირა,ნერვიულობისაგან ხელის გულები გაუოფლიანდა.
"წამომყევით"
ქალი გრძელ დერეფანს ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა, გოგონაც თან დაედევნა. რამდენიმე წამში ჯისუ დიდ ოთახში აღმოჩნდა სადაც უამრავი დაბნეული ახალგაზრდა იდგა.
"აქ დადექით და თქვენს რიგს დაელოდეთ"
ქალმა გოგონების დიდი რიგისკენ მიუთითა,ჯისუმ მას მადლობა მოუხადა და ხალხის თვალიერება დაიწყო.ყველა ერთ წერტილს მისჩერებოდა , ხმას არავინ იღებდა .ჯისუ უხერხულად დადგა ერთ-ერთი გოგონას უკან,თან ახალგაზრდების ყურადღების ობიექტს ეძებდა. ბოლოს შეამჩნია ორი იარაღიანი კაცი ოთახის კუთხეში გაუნძრევლად იდგა და მათ შუაში მოქცეულ ბიჭს ფარავდა. რიგი ნელ-ნელა პატარავდებოდა ,ჯისუს სულ დაავიწყდა ნერვიულობის მიზეზი და ინტერესის ობიექტს მიჩერებოდა.
"კიმ ჯისუ პალატა N17 გთხოვთ შემობრძანდეთ"
ჯისუ კაცის ხმამ რომელიც სპიკერიდან ისმოდა გამოაფხიზლა,გოგონამ დაცვას თვალი მოაშორა და პალატისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. დაცვასთან ერთად მდგომმა ბიჭმა სახელის გაგონებისთანავე გოგონასკენ გაიხედა და ჩაიღიმა.
"კიმ ჯისუ?!" კაცმა ჯისუს სკამისკენ მიუთითა .
"ახლა ნემსს გაგიკეთებ ,შემდეგ კი ჩიპს ჩაგიმაგრებ ,რომელსაც თავისი  კოდი აქვს"
"რატომ?"გოგონას ცნობისმოყვარეობამ წასძლია თუმცა მიხვდა,რომ ასეთი შეკითხვა არ უნდა დაესვა , მისი საცხოვრებელი გარემოდან გამომდინარე.ექიმმა გოგონას შეკითხვას ყურადღება არ მიაქცია და ნემსის მომზადება დაიწყო.
ჯისუმ თვალები დახუჭა და შეეცადა სხვა რამეზე ეფიქრა
"ცოტათი გეტკინება"
ექიმი გოგონას მიუახლოვდა და ნემსი ვენაში შეიყვანა,  რომ არ ეყვირა ჯისუმ ტუჩზე იკბინა.
"ხელი აქ დადე"
ექიმმა გოგონას სპეციალური მოწყობილობისკენ მიუთითა,ჯისუმ ხელი რომელიც ჯერ კიდევ ეწვოდა მასში მოათავსა და ექიმის შემდეგ განკარგულებას დაელოდა.
"არ გაინძრე, ჩიპის ჩაყენება დაიწყება"
ჯისუ ელოდა,სანამ ექიმმა არ უთხრა თავისუფალი ხარო არ  განძრეულა,ბოლოს ადგა და  ოთახიდან გავიდა.
"პაკ ჯინიონი პალატა N17 გთხოვთ შემობრძანდეთ"
მიკროფონში გამოაცხადა ექიმმა  და ჯისუს ზურგს უკან  კარები მიაჯახუნა.
კუთხეში მჯდომი ბიჭი დაცვასთან ერთად წამოდგა და პალატისკენ გამოემართა.გოგონამ ახლაღა შეამჩნია შავი პირბადე რომელიც ბიჭს სახეს უფარავდა.ჯისუ ადგილზე გაშეშდა,ცნობისმოყვარეობამ კიდევ ერთხელ შეიპყრო, აინტერესებდა ვინ იყო ბიჭი დაცვით.
"ბატონო ჯინიონ,ჩვენ აქ დაგელოდებით,პროცედურა მალე დასრულდება"
ჯისუმ დაინახა როგორ დაუქნია ბიჭმა მცველებს თავი და პალატისკენ წამოვიდა,კარების გაღებისას შეყოვნდა და იქვე ატუზულ ჯისუს გაუღიმა.
"ჯისუ,მგონი დაგავიწყდა რომ თავისუფალი ხარ,შეგიძლია წახვიდე"
"ბოდიში" გოგონამ თავი დახარა.
"გახსოვარ?"
ჯისუმ ბიჭს გაოცებულმა შეხედა.
"არა,ბოდიში"
"ჩიჩუ ამდენ ბოდიშს ნუ იხდი"
ჯისუს თვალები გაუფართოვდა.
"ასე მხოლოდ ნაცნობები მეძახიან" გოგონამ უკან დაიხია "საიდან იცი ჩემი ზედმეტ სახელი?"
"სერიოზულად არ გახსოვარ?არც შენი სკოლის საუკეთესო მეგობარი გახსოვს?"
"ვინ?ვარსკვლავბიჭუნა?"
ჯისუმ დაცვას შეხედა,ახლაღა შეამჩნია მათ უნიფორმაზე პრეზიდენტის მსახურის წოდება.ბიჭმა შავი პირბადე მოიხსნა და გაიღიმა.
"ჯანდ....უფრო სწორედ ღმერთო ჩემო ვარსკვლავბიჭუნა"
"ბატონო ჯინიონ შესვლის დროა"
ბიჭს დაცვა მიუახლოვდა და ძალით შეიყვანა პალატაში.
"დროებით ჩიჩუ"
ჯინიონმა ჯისუს ხელი დაუქნია და პალატაში გაუჩინარდა.

ახალი სამყარო :2090Where stories live. Discover now