206 თავი

142 12 2
                                    

ყურადღება! ვთარგმნი მობილურში, რაც არც ისე მარტივია... ბეჭდვით შეცდომებს გამოვასწორებ კომპიუტერთან დაბრუნების შემდეგ! 🤓

უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელი სახელმწიფო გამოცდების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა სპონტანურად მოუწყეს თავიანთ პედაგოგებს ბანკეტი, რათა თავიანთი პატივისცემა გამოეხატათ მათ მიმართ. საღამოზე მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც უფრო თავისუფლად გრძნობდნენ თავს, ვიდრე სკოლაში და გულწრფელად საუბრბდნენ ერთმანეთთან.

მათემატიკის მასწავლებელი ინს მიუბრუნდა და უთხრა -„ინ, მართალი გითხრა, როცა ჩემს გაკვეთილებზე მოდიხარ და მთელი 45 წუთი გძინავს ძალიან არასასიამოვნოა. მოგვიანებით, როდესაც უმაღლეს სასწავლებში ჩაირიცხები, გთხოვ საღამოს კარგად გამოიძინე ხოლმე.“

ამ საღამოს ინი ლო სიაოუისაც აკვირდებოდა, რომელიც თითქმის მთელი წელი არ ენახა და რომელსაც უკვე პატარა შვილი ეჭირა ხელში, მიუხედავად ამისა, კი კვლავ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა (ეს ის მასწავლებელია გუ ჰაიზე რომ ეჭვიანობდა ინი). მისი პაწაწუნა ქალიშვილი მისი ასლი გეგონებოდათ ისე ჰგავდა, ისეთივე მეტყველი თვალები ჰქონდა, როგორც დედას.  იმდენად საყვარელი იყო, რომ ყველას მისი მოფერება უნდოდა.

ინი ღიმილით მიუახლოვნა ლო სიაოუის და უთხრა - „მასწავლებელო, მე ხშირად გიშლიდით ნერვებს, გთხოვთ არ მიიღოთ გულთან ახლოს ეს ყველაფერი და არ ინერვიულოთ.“

-„რას ამბობ, როგორ შეიძლება მასწავლებელმა გულში რამე ბოღმა ჩაიდოს მოსწავლეზე.“ - ღიმილითვე უპასუხა ლო სიაოუიმ.

ინმა ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო და გაუწოდა -„მასწავლებელო, ეს თქვენ სამახსოვროდ.“

ლო სიაოუის სახე შეუვარდისფერდა და გაოცებულმა შეხედა ინს - „ეს ჩემთვისაა?“ - კიდევ უფრო გაწითლდა და გაეცინია.

ამ საღამოს უფრი გამოსამშვიდობებელი დატვირთვა ჰქონდა. მოსწავლეები მასწავლებლებსა და ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრებს ჩუქნიდნენ. იუ ცი კი ყველაზე პოპულალური იყო, რადგან ყველაზე მეტ საჩუქარს სწორედ ია იღებდა. ამიტომ ბიჭებმა მისთვის პატარა სასჯელი მოიფიქრეს: ყიველ ჯერზე, როცა გოგონა საჩუქარს აჩუქებდა, ერთი ჭიქა ღვინო უნდა დაელია... შესაბამისად საღამოს მეორე ნახევრისთვის იუ ცი უკვე თითქმის მთვრალი იყო.

ჰეროინი [ ტომი I  ]Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ